კომპანია Abbott Diagnostics-ის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოსაყოფი გრანტის ასათვისებლად განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№805
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021332
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/05/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №805

2016 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

კომპანია Abbott Diagnostics-ის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოსაყოფი გრანტის ასათვისებლად განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე

1. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და კომპანია Abbott Diagnostics-ს (ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში შპს „მედიქალ დიაგნოსტიკი“) შორის გასაფორმებელი საგრანტო დოკუმენტის პროექტი (თემაზე – „Architect HCV core ანტიგენის ტესტის გამოყენების ეფექტურობის შეფასება/ვალიდაცია HCV დადებით პაციენტებში ანტივირუსული თერაპიის მონიტორინგის პროცესში“).

2. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (შემდგომში – ცენტრი) მიენიჭოს უფლებამოსილება, საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს, მიიღოს და განკარგოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით მოწონებული გრანტი.          

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საგრანტო დოკუმენტში შესაბამისი პირობების დაზუსტება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ან საგრანტო დოკუმენტის მოქმედებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების კორექტირება, მის ხელმოწერამდე ან ხელმოწერის შემდეგ, გადაწყდეს ცენტრსა და კომპანია Abbott Diagnostics-ს (ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში შპს „მედიქალ დიაგნოსტიკი“) შორის შეთანხმებით, საქართველოს მთავრობასთან დამატებით შეთანხმების გარეშე.

 

პრემიერ-მინისტრი                                                         გიორგი კვირიკაშვილი