კომპანია „შერინგ-პლაფ ცენტრალ ისთ ა.გ-ის“ (Schering-Plough Central East AG) მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოსაყოფი გრანტის ასათვისებლად განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1327
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024035
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/07/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1327

2017 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

კომპანია „შერინგ-პლაფ ცენტრალ ისთ ა.გ“-ის (Schering-Plough Central East AG) მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოსაყოფი გრანტის ასათვისებლად განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე

1. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და კომპანია „შერინგ-პლაფ ცენტრალ ისთ ა.გ“-ს (Schering-Plough Central East AG) (შემდგომში – კომპანია) შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულება ფარმაცევტულ პროდუქტ „ზეპატიერის“ (50/100 მგ აბები - 150 კოლოფი) უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.

2. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიენიჭოს უფლებამოსილება, საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს, მიიღოს და განკარგოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით მოწონებული გრანტი.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საგრანტო ხელშეკრულებაში შესაბამისი პირობების დაზუსტება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ან საგრანტო ხელშეკრულების მოქმედებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების კორექტირება, გარდა გრანტის მიღების მიზნის, მოცულობისა და სახსრების (ფულადი თუ ნატურალური ფორმით) გამოყენების კონკრეტული მიმართულების ცვლილებისა, მის ხელმოწერამდე ან ხელმოწერის შემდგომ, გადაწყდეს სააგენტოსა და კომპანიას შორის შეთანხმებით, საქართველოს მთავრობასთან დამატებითი შეთანხმების გარეშე.

 

 

პრემიერ-მინისტრი                                            გიორგი კვირიკაშვილი