„რევაზ საგინაძის, ზია საგინაძის და სხვების №3ბ/453-12 საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსასრულებლად საჭირო ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №1979 განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1182
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023917
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1182

2017 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

„რევაზ საგინაძის, ზია საგინაძის და სხვების №3ბ/453-12 საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსასრულებლად საჭირო ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №1979 განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ

1. „რევაზ საგინაძის, ზია საგინაძის და სხვების №3ბ/453-12 საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსასრულებლად საჭირო ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №1979 განკარგულების „ა“ ქვეპუნქტის შესრულების მიზნით:

ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან მიმართოს 800 000 (რვაასი ათასი) ლარი №1 დანართით გათვალისწინებული სტიქიით დაზარალებული 16 ოჯახის საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფისათვის, თითოეულ ოჯახზე 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2018 წელს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებებიდან მიმართოს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი №2 დანართით გათვალისწინებული სტიქიით დაზარალებული 20 ოჯახის საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფისათვის, თითოეულ ოჯახზე 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის დროს გაითვალისწინონ ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა.

3. ამ განკარგულებით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის გაცემის პირობად განისაზღვროს სტიქიით დაზარალებულ პირთა მხრიდან სახელმწიფოს მიმართ ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე უარის თქმა როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ან/და არბიტრაჟში, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც, შესაბამისი სამართლებრივი შედეგები განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის მიმღებად თითოეული ოჯახიდან განისაზღვროს ერთი სრულწლოვანი პირი, მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული უფლებამოსილების (თანხის მიღებაზე ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა) საფუძველზე.

5. ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფა დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს.

 

 

პრემიერ-მინისტრი                                            გიორგი კვირიკაშვილი