2015 წლის რთვლის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ
მიღების თარიღი 14.08.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1736
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019766
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/09/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.08.2015 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
2016 წლის რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებით დამტკიცებული „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ქვეკომპონენტების - „ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისა“ და „ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოების, რომლებიც ყურძნის შეძენას მოახდენენ სპირტის წარმოების მიზნით“ - ამოქმედების შესახებ 2015 წლის მანდარინის (არასტანდარტული) მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ შპს „აჭარისწყალი ჯორჯიასთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის გაცემის, 35 გრადუსისა და მეტი დაქანების ფერდობებზე სპეციალური ჭრების განხორციელებაზე და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
2015 წლის რთვლის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
span.BalloonTextChar { }
span.CommentTextChar { }
span.CommentSubjectChar { font-weight:bold;}
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in 56.7pt 40.5pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1736
2015 წლის 14 აგვისტო
ქ. თბილისი
2015 წლის რთვლის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ
1. „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პროგრამის „რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი – 37 03 05) გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ღვინის ეროვნულმა სააგენტომ (შემდგომში − სააგენტო), კახეთის რეგიონში მევენახეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირების მიერ მიღებული ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის მწარმოებელი მეწარმე სუბიექტებისთვის (შემდგომში − ღვინის კომპანიები) ჩაბარებული 1 კგ ყურძნისთვის ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირზე (შემდგომში − ყურძნის ჩამბარებელი) გასცეს სუბსიდია შემდეგი ოდენობით:
ა) 1 კგ რქაწითელისათვის - 0,35 ლარი;
ბ) 1 კგ კახური მწვანისათვის - 0,35 ლარი;
გ) 1 კგ საფერავისათვის - 0,15 ლარი.
2. დაევალოს სააგენტოს, 2015 წლის რთვლის ხელშეწყობის ღონისძიებების (კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში) ორგანიზებულად წარმართვის მიზნით, შექმნას სამუშაო ჯგუფი საქართველოს სოფლის მეურნეობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენელთა და კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულების − გუბერნატორების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მონაწილეობით.
3. დაევალოთ საქართველოს სოფლის მეურნეობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებსა და სახელმწიფო რწმუნებულებს − გუბერნატორებს (კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში), ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მიღების მიზნით კანდიდატურების წარდგენა სააგენტოსთვის.
4. ეთხოვოთ ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებს, უზრუნველყონ ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მიღების მიზნით სააგენტოსთვის კანდიდატურების წარდგენა და ფიზიკურ პირებზე, სააგენტოს მიერ შემუშავებული ფორმის შესაბამისად, ყურძნის წარმოშობის შესახებ ცნობების გაცემა.
5. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების მიმდინარეობისას უზრუნველყოს ყურძნის ჩაბარების პროცესზე კონტროლი, წესრიგის დაცვა, უსაფრთხოება.
6. ეთხოვოთ თვითმმართველი ქალაქების აღმასრულებელ ორგანოებს 2015 წლის რთველის პერიოდში ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ადგილების გამოყოფა.
7. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული სუბსიდიის გაცემის წინაპირობას წარმოადგენს ყურძნის ჩაბარების თაობაზე ყურძნის ჩამბარებელსა და ღვინის კომპანიას შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს/სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ყურძნის ჩამბარებელი და ღვინის კომპანია.
8. ამ განკარგულების მე-7 პუნქტში მითითებული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთვის სავალდებულოა:
ა) ყურძნის ჩაბარების დაწყებამდე ღვინის კომპანიების მიერ სამუშაო ჯგუფში რეგისტრაციის გავლა;
ბ) ღვინის კომპანიების მიერ ყურძნის მიღება სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ დამოწმებული არანაკლებ 500 კგ-იანი ტონაჟის სასწორებით აღჭურვილ საწარმოში;
გ) ყურძნის ჩამბარებლის მიერ ყურძნის ჩაბარების პროცესში ამ განკარგულების მე-4 პუნქტში მითითებული ცნობის წარდგენა.
9. ეთხოვოთ ღვინის კომპანიებს, მოახდინონ ყურძნის გადამუშავების შედეგად მიღებული ჭაჭის გამოხდა, სხვა სახით გამოყენება/განადგურება და არ დაუშვან მისი ფიზიკური პირებისთვის გადაცემა.
10. ყურძნის ჩამბარებელზე სუბსიდია გაიცემა ყურძნის ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში.
11. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ყურძნის ჩაბარების პროცედურების/ყურძნის რაოდენობის დადგენისა და შემდგომი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის კონტროლის განხორციელების მიზნით, სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელი ხელს აწერს ღვინის კომპანიასა და ყურძნის ჩამბარებელს შორის გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტს, რომლის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა სააგენტოს.
12. სააგენტომ ღვინის კომპანიებს ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლება მისცეს მხოლოდ სამუშაო ჯგუფის მიერ აღრიცხული ყურძნისგან მიღებულ და საქართველოს კანონმდებლობის დაცვით წარმოებულ ღვინოებზე.
13. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, უზრუნველყოს სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შპს „გრუზვინპრომის“ (ს/კ 231289290) მიერ 2015 წლის რთვლის პერიოდში ყურძნის მიღება-გადამუშავებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება.
14. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101
მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სააგენტომ „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პროგრამის „რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი – 37 03 05) გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
15. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებელი ჩატარების მიზნით, სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულმა შპს „გრუზვინპრომმა“ (ს/კ 231289290) 2015 წლის რთვლის პერიოდში საჭირო საქონლისა (ყურძენი, ყურძნის გადასამუშავებლად საჭირო ტარა და დამხმარე მასალები, ყურძნის გადამუშავებისათვის საჭირო დამატებითი ტექნიკური აღჭურვა და სათადარიგო ნაწილების შეძენა, რთვლის პერიოდში შექმნილი ყურძნის მიმღები ჯგუფებისათვის საწვავის ტალონები) და მომსახურების (ყურძნის გადამუშავების მომსახურება, მიღებული სითხეების შენახვის, ტრანსპორტირებისა და სპირტად გამოხდის მომსახურება) სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი