ქალაქ დუშეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში ცალკეულ ტერიტორიებზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის, იზოლირების და მესაკუთრეთა (მფლობელთა) დაჯარიმების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 |
|
2015 წლის 25 აგვისტო ქ. დუშეთი |
|
2. აკრძალულია ქალაქ დუშეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ცალკეულ ტერიტორიებზე აღმაშენებლის ქუჩა მწითურის ქუჩის კვეთიდან მესამე საბავშვო ბაღამდე, რუსთაველის ქუჩა ალ. ბექაურის ქუჩის კვეთიდან შამანაურის ქუჩის კვეთამდე, იოსელიანის ქუჩა ალ. ბექაურის ქუჩის კვეთიდან შამანაურის ქუჩის კვეთამდე, ალ. ბექაურის ქუჩა რუსთაველის ქუჩის კვეთიდან იოსელიანის ქუჩის კვეთამდე, ერისთავის ქუჩა კონსტიტუციის ქუჩის კვეთიდან კოსტავას ქუჩის კვეთამდე, კონსტიტუციის ქუჩა ერისთავის ქუჩის კვეთიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩის კვეთამდე, გ. ჩოხელის ქუჩა რუსთაველის ქუჩის კვეთიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩის კვეთამდე, ვაჟა-ფშაველას ქუჩა გ. ჩოხელის ქუჩის კვეთიდან კოსტავას ქუჩის კვეთამდე, თამარ მეფის ქუჩა აღმაშენებლის ქუჩის კვეთიდან კოსტავას ქუჩის კვეთამდე, მ. კოსტავას ქუჩა ვაჟა-ფშაველას ქუჩის კვეთიდან იოსელიანის ქუჩის კვეთამდე, ჭონქაძის ქუჩა კოსტავას ქუჩის კვეთიდან ერეკლე მე-2-ის ქუჩის კვეთამდე, ერეკლე მე-2-ის ქუჩა ჭონქაძის ქუჩის კვეთიდან იოსელიანის ქუჩის კვეთამდე, ჭავჭავაძის ქუჩა კოსტავას ქუჩის კვეთიდან შამანაურის ქუჩის კვეთამდე, წმ. ნინოს ქუჩა ერეკლე მე-2-ის ქუჩის კვეთიდან შამანაურის ქუჩის კვეთამდე, შამანაურის ქუჩა რუსთაველის ქუჩის კვეთიდან იოსელიანის ქუჩის კვეთამდე, 300 არაგველის სახელობის ცენტრალური მოედანი, ორწყაროს მიმდებარე ტერიტორია, ობსერვატორიის ტერიტორია, ბულვარები, პარკები, სკვერები) წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის უმეთვალყურეოდ და მეთვალყურეობის ქვეშ გაშვება.
3. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე (მფლობელი) ვალდებულია:
ა) წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი იყოლიოს იზოლირებულ ტერიტორიაზე (ეზო, მის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი) ან დაბმულ მდგომარეობაში ამავე ტერიტორიაზე ისე, რომ არ დაარღვიოს სანიტარიული ნორმები;
ბ) არ დაუშვას პირუტყვის იზოლირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, ქალაქ დუშეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში ცალკეულ ტერიტორიებზე გაშვება და დატოვება;
გ) არ დაუშვას ქალაქ დუშეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში ცალკეულ ტერიტორიებზე არსებულ (ქუჩებში, ბულვარში, პარკში, სკვერში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში) შინაური ცხოველის მიერ მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და განადგურება;
დ) პირუტყვის ტრანსპორტირებისას დაიცვას უსაფრთხოების წესები.
4. ზემოაღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევი დაჯარიმდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, კერძოდ:
ა) ცენტრალურ ქუჩებში, ბულვარში, პარკში, სკვერში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა გამოიწვევს პირუტყვის მესაკუთრის (მფლობელის) დაჯარიმებას – 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
ბ) ქალაქ დუშეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში ცალკეულ ტერიტორიებზე არსებულ ბულვარში, ცენტრალურ ქუჩებში, პარკში, სკვერში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შინაური ცხოველის მიერ მწვანე ნარგავების დაზიანება/ განადგურება გამოიწვევს ცხოველის მესაკუთრის (მფლობელის) დაჯარიმებას – 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით; ამასთან ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს მესაკუთრეს(მფლობელს) ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.
5. მესაკუთრე ვალდებულია მეოთხე პუნქტში მითითებული ჯარიმა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, დაკისრებული ჯარიმის და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად ხდება პირუტყვის (შინაური ცხოველის) რეალიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანება).
6. ამ წესით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეს ადგილზე განიხილავს, შესაბამის ოქმს ადგენს და სამართალდამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ ჯარიმას – დუშეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილება. აღნიშნული განყოფილება უზრულველყოფს სამართალდარღვევის საქმის წარმოებას, ოქმების აღრიცხვას და ახორციელებს ყველა სხვა საჭირო უფლებამოსილებას.
7. ქალაქ დუშეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში ცალკეულ ტერიტორიებზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი თუ გაშვებულია მეთვალყურეობის გარეშე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის,ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილება ადგენს შესაბამის ოქმს, სადაც მიეთითება, რომ პირუტყვი ექვემდებარება დაუყოვნებლივ იზოლაციას სპეციალურ ადგილზე, რის შემდეგაც ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“ უზრუნველყოფს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე (მის: ქ. დუშეთი, ყოფილი სატყეოს ტერიტორია) მდებარე სპეციალურ თავშესაფარში პირუტყვის გადაყვანა-ტრანსპორტირებას. შესაბამისი გარემოებების დადგომამდე უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს პირუტყვის მოვლა-პატრონობას (მათ შორის, კვებას).
8. ქალაქ დუშეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში ცალკეულ ტერიტორიებზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოველდღიური შენახვისათვის საჭირო ხარჯები შეადგენს 10 (ათი) ლარს. მომსახურების საფასური გამოიანგარიშება წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სულადობის მიხედვით.
9. პირუტყვის მესაკუთრეს (მფლობელს) პირუტყვი უბრუნდება ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.
10. ზედამხედველობის განყოფილების გადაწყვეტილება დაჯარიმების შესახებ შესაძლებელია გასაჩივრდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, რომელიც განიხილავს საჩივარს და გამოიტანს შესაბამის გადაწყვეტილებას. განხილვის პროცესში სამართალდამრღვევის დასწრება სავალდებულოა.
11. დაჯარიმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, ასევე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საჩივრის განხილვის შემდგომ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება მცხეთის რაიონულ სასამართლოს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოში.