⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (29.04.2020)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 32-ე მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობებზე, საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული საკონპენსაციო ხარჯების ანაზღაურების შესახებ

მიღების თარიღი 26.08.2015
ძალის დაკარგვა 29.04.2020
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.119.016254
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/08/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 282 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.08.2015 მიღება
29.04.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 32-ე მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობებზე, საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული საკონპენსაციო ხარჯების ანაზღაურების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს    დადგენილება №27 2015 წლის 26 აგვისტო ქ. ხონი ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 32-ე მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობებზე, საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული საკონპენსაციო ხარჯების ანაზღაურების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 156-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის, საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის და ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილების დანართი №1-ის მე-16 მუხლის შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად ჩაითვალოს ხონის მუნიციპალიტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს № 38 დადგენილება „ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 32-ე მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობებზე, საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული საკონპესაციო ხარჯების ანაზღაურების შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე                                                                                                                                                                                          დანართი №1 ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 32-ე მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობებზე, საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული საკომპესაციო ხარჯების ანაზღაურების წესი მუხლი 1🔗 ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 32-ე მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობებზე, საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 395 ლარით ყოველთვიურად. მუხლი 2🔗 მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურმა უზრუნველყოს თანხის გაცემა ყოველი მომდევნო თვის 20 რიცხვამდე უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით საკრებულოს წევრების მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშებზე. მუხლი 3🔗 აღნიშნული დადგენილება გავრცელდეს 2015 წლის 4 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ვალდებულებებზე.