„ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №167 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (2)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №437 |
|
2015 წლის 25 აგვისტო ქ. თბილისი |
„მუხლი 14. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული აირბალონების და აირბალონიანი მოწყობილობის სისტემების იდენტიფიკაცია და შემოწმების პერიოდულობა
1. აირბალონების და აირბალონიანი მოწყობილობის სისტემების ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის სავალდებულო პერიოდული შეფასების ჩასატარებლად, ინსპექტირების ორგანოს უფლებამოსილმა პირმა უნდა შეამოწმოს წარდგენილ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული აირბალონ(ებ)ის ან/და აირბალონიანი მოწყობილობის სისტემების შემოწმების დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი არქონის შემთხვევაში, ჩაატაროს აირბალონის ან/და აირბალონიანი მოწყობილობის სისტემების შემოწმება ამ ტექნიკური რეგლამენტის თანახმად.
2. აირბალონების პერიოდული შემოწმება ხორციელდება შემდეგი პერიოდულობით:
ა) ნახშირბადიანი ფოლადისგან ან ლითონპლასტიკისგან დამზადებული აირბალონების პერიოდული შემოწმება – სამ წელიწადში ერთხელ;
ბ) ლეგირებული ფოლადისგან დამზადებული აირბალონების პერიოდული შემოწმება – ხუთ წელიწადში ერთხელ.
3. იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებლის დოკუმენტაციით არ ირკვევა აირბალონის მასალის შემადგენლობა, ასეთი ბალონის შემოწმება სავალდებულოა 3 წელიწადში ერთხელ.
4. აირბალონიანი მოწყობილობის სისტემების შემოწმება სავალდებულოა 3 წელიწადში ერთხელ.“.
|