საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №19 პენიტენციური დაწესებულების - ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.08.2015
ძალაში შესვლა 01.09.2015
ძალის დაკარგვა 05.08.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №113
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.038.016528
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/08/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | 26 |
| 2 | 27 |
| 3 | 28 |
| 4 | 29 |
| 5 | 30 |
| 6 | 31 |
| 7 | 32 |
| 8 | 33 |
| 9 | 34 |
| 10 | 35 |
| 11 | 36 |
| 12 | 37 |
| 13 | 38 |
| 14 | 39 |
| 15 | 40 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №19 პენიტენციური დაწესებულების - ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის
ბრძანება №113
2015 წლის 27 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №19 პენიტენციური დაწესებულების –
ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილისა და მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №19 პენიტენციური დაწესებულების –
ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულება თანდართული სახით.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №19 პენიტენციური დაწესებულების –
ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №19 პენიტენციური დაწესებულების – ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პენიტენციური დაწესებულების – ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) სტრუქტურას, საქმიანობის წესს, ადგენს ცენტრისა და მისი სტრუქტურული ერთეულების ამოცანებსა და ფუნქციებს, აწესრიგებს პენიტენციური დაწესებულებების ტუბერკულოზის სხვადასხვა ფორმით დაავადებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურებას.
2. ეს დებულება სავალდებულოა შესასრულებლად ცენტრის მოსამსახურეთათვის, ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის, რომლებიც მოთავსებულნი არიან ცენტრში და ყველა იმ პირისათვის, რომელიც შედის/იმყოფება ცენტრის ტერიტორიაზე.
3. დებულების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დებულებით დადგენილი წესით.
4. დებულება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ცენტრში არსებული ბიბლიოთეკის მეშვეობით.
მუხლი 2🔗. ცენტრი
1. ცენტრი არის დამოუკიდებელი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი და ფუნქციონირებს სამინისტროს სისტემაში. ცენტრი მისთვის მინიჭებული ცალკეული ფუნქციების შესრულებისას არის ადმინისტრაციული ორგანო.
2. ცენტრი არის დაცული, შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია ბრალდებულებზე/მსჯავრდებულებზე მუდმივი მეთვალყურეობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სხვა სამართლებრივი აქტებით.
4. ცენტრი პატიმრობის კოდექსით დადგენილ შემთხვევებში დამოუკიდებლად, თავისი სახელით გამოდის სასამართლოში.
5. ცენტრი აღჭურვილია სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით, სამეურნეო ნაგებობებითა და დამხმარე სათავსოებით.
6. ცენტრს არ აქვს საკუთარი ქონება და მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სამინისტრო. ცენტრის დაფინანსება ხორციელდება სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
7. ცენტრს აქვს საკუთარი ბეჭედი, შტამპი და ბლანკი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, ცენტრის სახელწოდებისა და მისამართის აღნიშვნით.
8. ცენტრის მისამართია: მცხეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ქსანი.
მუხლი 3🔗. ცენტრის ამოცანები და ფუნქციები
1.ცენტრის ამოცანებია:
ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, დიაგნოსტიკა და მკურნალობა, სამედიცინო რეაბილიტაცია, როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ პირობებში;
ბ) ცენტრში მართლწესრიგის, უსაფრთხოებისა და კანონიერების დაცვა.
2. ცენტრის ფუნქციებია:
ა) სამედიცინო მომსახურების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მონაწილეობა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებში და საერთაშორისო პროექტებში;
ბ) ავადმყოფ ბრალდებულებისათვის/მსჯავრდებულებისათვის „DOTS“-ის სტრატეგიით გათვალისწინებული ანტიტუბერკულოზური მკურნალობის ჩატარება;
გ) ფტიზიატრიული პროფილის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა ცენტრში მყოფ/მიყვანილ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
დ) იმ ღონისძიებათა დაგეგმვა და განახორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს ცენტრში პრევენციული, სამკურნალო და დიაგნოსტიკური პროცესების გაუმჯობესებას და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული, „DOTS“-ის სტრატეგიით გათვალისწინებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფას;
ე) სამედიცინო პერსონალის მიერ მედიკამენტების გაცემა ექიმის დანიშნულებით. ცენტრის უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლის თანდასწრებით, ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის ფსიქოტროპული მედიკამენტის პერორალური მიღების განხორციელება DOT პრინციპით;
ვ) სამართლებრივი რეჟიმისა და ოპერატიული მოთხოვნების მკაცრი დაცვით, სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) დირექტორისა და სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის წინაშე საკითხის დაყენება ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის იმ სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ, რომლის მიწოდება სცილდება ცენტრის შესაძლებლობას/უფლებამოსილებას და, საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებაში – №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, ან შესაბამის სამოქალაქო ჯანდაცვის დაწესებულებაში დროული რეფერალის უზრუნველყოფა;
ზ) სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, თანამშრომლობა სამედიცინო დაწესებულებებთან, სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციებთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ;
თ) საჭიროების შემთხვევაში, ექიმი-სპეციალისტის მოწვევა ან საკუთარი ექიმი-სპეციალისტის მივლინება სხვა სამედიცინო დაწესებულებაში;
ი) ბრალდებულებისათვის/მსჯავრდებულებისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მის ხელთ არსებული მატერიალურ-ტექნიკური რესურსისა და სამკურნალო საშუალებების გამოყენებით;
კ) ცენტრის ექიმი-სპეციალისტების მიერ კონსულტაციების ჩატარების უზრუნველყოფა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის მოთხოვნით, პენიტენციური დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტებისათვის;
ლ) დადგენილი წესით, სამინისტროსათვის ინფორმაციის დროულად მიწოდება, ცენტრში სიკვდილობის, დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის, ინფექციური დაავადების, გართულებული, უბედური და განსაკუთრებული შემთხვევების შესახებ;
მ) ცენტრში კეთილსაიმედო სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი კონტრაქტორი ორგანიზაციისაგან სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების სისტემატურად ჩატარების მოთხოვნა, მკაცრი კონტროლის დაწესება სასმელი წყლისა და კვების პროდუქტების უსაფრთხოებაზე. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საკვების ხარისხისა და ოდენობის, მისი მომზადების სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების სისტემატური შემოწმება;
ნ) ცენტრში ინფექციის აღმოცენების და/ან გავრცელების პრევენციისა და ინფექციის კონტროლის ღონისძიებების განხორციელება;
ო) სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
პ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვა სამედიცინო ნარჩენების შეგროვების, შენახვასა და უტილიზაციასთან დაკავშირებით;
ჟ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამართლებრივი რეჟიმის დაცვისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება;
რ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
თავი II
ცენტრის მართვა და მისი საქმიანობის ორგანიზება
მუხლი 4🔗. ცენტრის მართვა
1. ცენტრს მართავს ცენტრის დირექტორი.
2. ცენტრის დირექტორი ცენტრს მართავს მისი მოადგილეების, მთავარი ექიმისა და ცენტრის სტუქტურული ერთეულების უფროსების მეშვეობით.
3. ცენტრის დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე – სამართლებრივი რეჟიმის დარგში და სოციალურ დარგში. ცენტრის დირექტორის მოადგილეების საკურატორო სფეროები განისაზღვრება მათი თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანებით.
4. სამართლებრივი რეჟიმის დარგში ცენტრის დირექტორის მოადგილე წარმართავს ცენტრის სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების საქმიანობას და უშუალოდ ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსის მუშაობას.
5. სოციალურ დარგში ცენტრის დირექტორის მოადგილე წარმართავს ცენტრის ადმინისტრაციული და სოციალური განყოფილებების საქმიანობას და უშუალოდ ხელმძღვანელობს ცენტრის შესაბამისი განყოფილებების უფროსების მუშაობას.
6. ცენტრის უსაფრთხოებისა და სპეციალური აღრიცხვის განყოფილებები უშუალოდ ექვემდებარება ცენტრის დირექტორს.
7. ცენტრის სამორიგეო ცვლას ხელმძღვანელობს ოპერატიული მორიგე, რომელსაც სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებაში ხელს უწყობს ოპერატიული მორიგის თანაშემწე. ოპერატიული მორიგე და ოპერატიული მორიგის თანაშემწე უწყვეტ რეჟიმში აწვდიან შესაბამის პირებს ცენტრში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას, უზრუნველყოფენ სამორიგეო ცვლის საქმიანობის კოორდინაციას, სამორიგეო ცვლის მიღება-გადაბარებას და ასრულებენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. ოპერატიული მორიგე უშუალოდ ექვემდებარება ცენტრის დირექტორს. ოპერატიული მორიგის თანაშემწე უშუალოდ ექვემდებარება ოპერატიულ მორიგეს.
8. ოპერატიულ მორიგე და ოპერატიული მორიგის თანაშემწე არიან სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიცრები და რიგითები.
9. ცენტრის დირექტორის მოადგილეების, ცენტრის მთავარი ექიმისა და ცენტრის თითოეული სტრუქტურული ერთეულის უფროსის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.
მუხლი 5🔗. ცენტრის დირექტორი
1. ცენტრის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის დირექტორი მინისტრთან შეთანხმებით.
2. ცენტრის დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს ცენტრს, შეიმუშავებს წინადადებებს ცენტრის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს ცენტრის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
გ) აკონტროლებს მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აანალიზებს სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობას, შეიმუშავებს და ახორციელებს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების ღონისძიებებს;
დ) ახორციელებს ცენტრში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;
ე) წარმოადგენს ცენტრს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას;
ვ) წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს წინადადებებს ცენტრის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, იმ მოსამსახურეთა პრემირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის დირექტორი;
ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა ცენტრის ამოცანების შესასრულებლად;
თ) შუამდგომლობს დაქვემდებარებულ მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე;
ი) პერიოდულად ისმენს ცენტრის სტრუქტურული ერთეულების უფროსების ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე და ამის შესახებ მოახსენებს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას;
კ) ცენტრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამოსცემს ბრძანებას;
ლ) მთავარ ექიმთან ერთად შეიმუშავებს დღის განრიგს, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს;
მ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით, გამონაკლის შემთხვევაში, მთავარი ექიმის წარდგინებით, ამტკიცებს კონკრეტული ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისთვის სამკურნალო და კვების რეჟიმს;
ნ) გამოსცემს განკარგულებას ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, ხოლო ბრალდებულის/მსჯავრდებულის წახალისების შემთხვევაში გამოსცემს ბრძანებას;
ო) გამოსცემს განკარგულებას მსჯავრდებულისათვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ. განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება დირექტორმა შეიძლება გადასცეს ცენტრის სხვა მოსამსახურეს;
პ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით ან სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს.
3. დირექტორი პასუხისმგებელია ცენტრის საქმიანობაზე და ცენტრისათვის გამოყოფილ მატერიალური რესურსების ეფექტიან განკარგვაზე.
4. ცენტრის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე სამართლებრივი რეჟიმის დარგში, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მოადგილე სოციალურ დარგში.
მუხლი 6🔗. ცენტრის მთავარი ექიმი
1. ცენტრის მთავარ ექიმს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით.
2. ცენტრის მთავარი ექიმი უშუალოდ ხელმძღვანელობს ცენტრის სამედიცინო ნაწილს და აკონტროლებს სამედიცინო ნაწილის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას.
3. ცენტრის მთავარი ექიმი:
ა) უზრუნველყოფს ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის მაღალკვალიფიციური ფთიზიატრიული სტაციონარული/ამბულატორიული დახმარების ორგანიზებას და თანმხლები დაავადებების არსებობის შემთხვევაში – შესაბამისი კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიწოდებას;
ბ) ახორციელებს სამკურნალო-დიაგნოსტიკური პროცესების დახვეწა-განვითარებისათვის ცენტრისა და სამედიცინო პერსონალის მუშაობის კვარტალურ და წლიურ გეგმებს; ატარებს ქმედით ღონისძიებებს მათ შესასრულებლად;
კ) შეიმუშავებს დღის განრიგს, რომლითაც განისაზღვრება ცენტრის განყოფილების უფროსების, პასუხისმგებელი ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის უფლება-მოვალეობანი;
გ) ორგანიზებას უწევს და ატარებს დილის საექიმო კონფერენციებს, კონსილიუმებს, სამკურნალო განყოფილებებში გეგმურ და ღამის საექიმო შემოვლებს, არეგულირებს და აკონტროლებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ცენტრში მიღებისა და გაწერის საკითხებს;
ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკონტროლებს სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებას;
დ) საექიმო კონფერენციებზე განსახილველად წარადგენს ავადმყოფთა დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის, უეცარი სიკვდილის, არაკვალიფიცური სამედიცინო დახმარების შემთხვევებს;
ვ) ცენტრში კეთილსაიმედო სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით ხელმძღვანელობს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას;
ე) სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს დადგენილ ვადაში წარუდგენს ცენტრის მუშაობის, კვარტალურ-წლიურ მაჩვენებლებს და ანგარიშს. ყოველკვარტალურად ინფორმაციას აწვდის სამინისტროს ხელმძღვანელობას ცენტრის სამედიცინო ტექნიკით, სამკურნალწამლო საშუალებებით მომარაგების საქმეში არსებული მდგომარეობის შესახებ, წარადგენს მოთხოვნას არსებული დეფიციტის მითითებით;
თ) სისტემატურად აწვდის ინფორმაციას პენიტენციური დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის თანამშრომლებს, ფტიზიატრიულ დაავადებათა მკურნალობის, პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკის ახალი მეთოდების, შესაბამისი ორგანოების მიერ შემუშავებული მეთოდური წერილებისა და რეკომენდაციების შესახებ;
ი) უზრუნველყოფს კავშირს ცენტრსა და პენიტენციური დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტებს შორის და საჭიროების მიხედვით, პენიტენციურ დაწესებულებებში მიავლენს ცენტრის ექიმი-სპეციალისტებს, ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა გამაჯანსაღებელი, სანიტარიულ-ჰიგიენურ ღონისძიებათა შემუშავებისა და რეალიზაციისათვის;
ლ) უფლებამოსილია სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის წინაშე დააყენოს საკითხი სამედიცინო პერსონალის წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ.
4. ცენტრის მთავარი ექიმის არ ყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სამედიცინო ნაწილის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის უფროსი.
მუხლი 7🔗. ცენტრის საქმიანობის ორგანიზება
1. ცენტრი, მისი ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს ადმინისტრაციული და სამედიცინო ნაწილების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.
2. ადმინისტრაციული ნაწილის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული განყოფილება;
ბ) უსაფრთხოების განყოფილება;
გ) სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება;
დ) სპეციალური აღრიცხვის განყოფილება;
ე) სოციალური განყოფილება;
3. სამედიცინო ნაწილის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაცია;
ბ) რეზისტენტული ტუბერკულოზის ამბულატორიული განყოფილება;
გ) სენსიტიური ტუბერკულოზის ამბულატორიული განყოფილება;
დ) სტაციონარული განყოფილება;
ე) ინტენსიური თერაპიის განყოფილება;
ვ) ლაბორატორია;
ზ) აფთიაქი.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განყოფილებების მოსამსახურეები არიან საჯარო მოსამსახურეები და მათზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, ხოლო „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განყოფილებების მოსამსახურეები არიან სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიცრები და რიგითები.
5. ცენტრის სამედიცინო ნაწილში საქმიანობას ეწევიან სამინისტროს სამოქალაქო სამსახურის საჯარო მოსამსახურეები და მოწვეული სპეციალისტები.
6. ცენტრის მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.
7. ცენტრის ადმინისტრაციული ნაწილის სტრუქტურული ერთეულის უფროსებსა და მოსამსახურეებს, მინისტრის წინასწარი წერილობითი თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის დირექტორი.
8. ცენტრის სამედიცინო ნაწილის სტრუქტურული ერთეულის უფროსებსა და სამედიცინო პერსონალს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით.
9. ცენტრის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 8🔗. ცენტრის ადმინისტრაციული ნაწილი
ცენტრის ადმინისტრაციული ნაწილი, მისი სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით, უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამართლებრივი რეჟიმის დაცვისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარებას, ცენტრში უსაფრთხოების დაცვას, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმეების/რეესტრების წარმოებასა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 9🔗. ადმინისტრაციული განყოფილება
ადმინისტრაციული განყოფილების ფუნქციებია:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კორესპონდენციის, ბრალდებულთამსჯავრდებულთა წერილების, მოთხოვნების, საჩივრების, წინადადებების და განცხადებების აღრიცხვა, მათი დროულად მიღებისა და გაგზავნის ორგანიზება;
ბ) საიდუმლო დოკუმენტაციის აღრიცხვა, მათი დროულად მიღების-გაგზავნის ორგანიზება და შენახვის კონტროლი;
გ) ცენტრის საბუღალტრო-საფინანსო მომსახურების განხორციელება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, ცენტრის დირექტორის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, ცენტრში მომზადებული სამართლებრივი დოკუმენტაციის ექსპერტიზა/ვიზირება;
ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ცენტრის დირექტორის მიერ სანოტარო მოქმედებების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობის უზრუნველყოფა;
ვ) ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სასამართლოებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ დისციპლინურ საქმისწარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესწავლა და დისციპლინური სახდელის შეფარდებასთან დაკავშირებით ცენტრის დირექტორის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
თ) ცენტრის სტრუქტურული ერთეულებისათვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა;
ი) ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
კ) ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ლ) ცენტრისა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მატერიალურ-ტექნიკური საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
მ) ყოფითი პირობების ტექნიკური მოწყობის უზრუნველყოფა;
ნ) ცენტრის ელექტროენერგიით, გაზით და წყლით მომარაგების უზრუნველყოფის მიზნით ზედამხედველობის განხორციელება და შესაბამისი დანახარჯების აღრიცხავა;
ო) ცენტრის საწყობში მიღებული ინვენტარის აღრიცხვა და მიღება-გაცემა;
პ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 10🔗. უსაფრთხოების განყოფილება
უსაფრთხოების განყოფილების ფუნქციებია:
ა) ცენტრის მოსამსახურეების, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და ცენტრის ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ბ) ცენტრში დანაშაულისა და სამართალდარღვევების პრევენცია და გამოვლენა;
გ) ცენტრში აკრძალული საგნების, ნივთებისა და ნივთიერებების ამოღება, მიღების არხების გამოვლენა და აღკვეთა;
დ) ცენტრის ტერიტორიაზე დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებზე კონტროლი;
ე) ამანათების მიღება-გაგზავნის ორგანიზება და მათი სათანადო წესით შემოწმება;
ვ) სასჯელის მოხდის დადგენილი წესის დარღვევისა და დანაშაულის მზადების სტადიაში აცილება;
ზ) ცენტრიდან გაქცეულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ძებნაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ძებნის სრულყოფის ღონისძიებათა შემუშავება-გატარება;
თ) უსაფრთხოებისა და ძებნის ნაწილში ცენტრის საქმიანობის ორგანიზაციულ-მეთოდური უზრუნველყოფა;
ი) ცენტრში, უსაფრთხოების დაცვის, აკრძალული ნივთებისა და ნივთიერებების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ცენტრის ტერიტორიის, შენობა-ნაგებობებისა და ტერიტორიაზე მყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და სხვა პირების, მათი ნივთების, ნივთიერებების, ადგილსამყოფლის და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება;
კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;
ლ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შეხვედრების, მათ მიერ ცენტრის დებულებისა და დღის განრიგის დაცვაზე კონტროლი;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, მსჯავრდებულთა დახასიათების შევსება;
ო) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 11🔗. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება
სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ფუნქციებია:
ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ დებულებისა და დღის განრიგის დაცვაზე კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
ბ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური დარღვევის შემთხვევაში დისციპლინური დარღვევის ოქმის შედგენა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმარ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების მიზნით უფლებამოსილი თანამდებობის პირებისათვის წინადადებების წარდგენა;
გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შეხვედრების დადგენილი წესით ჩატარების უზრუნველყოფა;
დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა, ცენტრში შემსვლელი ან ცენტრიდან გამომსვლელი პირებისა და მათი ნივთების შემოწმება;
ე) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განთავსების ადგილებში მათ ქცევაზე ვიზუალური კონტროლის განხორციელება;
ვ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ სხვადასხვა ნაგებობების, მოწყობილობების, სათავსოების თვითნებურად აგების/გადაკეთების აღკვეთა;
ზ) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის ბასრი, მჭრელი და მჩხვლეტავი ინსტრუმენტების გაცემა-ჩაბარებაზე კონტროლი;
თ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი ნივთებისა და სათავსოების დათვალიერება/შემოწმება, აკრძალული საგნების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღება;
ი) ცენტრის ტერიტორიაზე სასაშვო-გამშვები რეჟიმის ორგანიზების კონტროლი;
კ) ცენტრის ტერიტორიაზე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაადგილების კონტროლი;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, მსჯავრდებულთა დახასიათების შევსება;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ნ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 12🔗. სპეციალური აღრიცხვის განყოფილება
1. სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ფუნქციებია:
ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა აღრიცხვა;
ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმეების წარმოება;
გ) ცენტრიდან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანის დოკუმენტაციის მომზადება;
დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შეწყალებისა და გათავისუფლების დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, მსჯავრდებულთა დახასიათების შევსება;
ზ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე და 73-ე მუხლებით განსაზღვრული ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადების გამოთვლა და კონტროლი;
თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2. სპეციალური აღრიცხვის განყოფილება უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს და გამოიყენოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემები.
მუხლი 13🔗. სოციალური განყოფილება
სოციალური განყოფილების ფუნქციებია:
ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა, ასევე მათი ახლო ნათესავების უფლებების დაცვის და განხორციელების უზრუნველყოფა, შესაბამისი საქმისწარმოება და სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მათი ახლობლების მიღება და მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა განცხადებისა და საჩივრების განხილვა, კოორდინაციის გაწევა და მათზე რეაგირება;
დ) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის საბიბლიოთეკო მომსახურების გაწევა,;
ე) მოშიმშილე ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან შესაბამისი მუშაობის წარმოება;
ვ) სუიციდის რისკის მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გამოვლენასა და მათთვის ფსიქო-სოციალური დახმარების გაწევაში სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტისათვის ხელშეწყობა;
ზ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის საერთო პროფილის საავადმყოფოში და საექსპერტო გამოკვლევებზე გაყვანის საქმისწარმოება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, მსჯავრდებულთა დახასიათების შევსება;
ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 14🔗. ცენტრის სამედიცინო ნაწილი
სამედიცინო ნაწილი, მისი სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით, უზრუნველყოფს ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის სამედიცინო დახმარების გაწევას, ცენტრის სამედიცინო კონტროლსა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება/მოვალეობების განხორციელებას.
მუხლი 15🔗. ადმინისტრაცია
ცენტრის სამედიცინო ნაწილის ადმინისტრაციაში შედიან ცენტრის მთავარი ექიმი, უფროსი ექთანი, სტატისტიკოსი, ექთანი, ექიმი-რენტგენოლოგი და რენტგენ-ლაბორანტი.
მუხლი 16🔗. რეზისტენტული ტუბერკულოზის ამბულატორიული განყოფილება
რეზისტენტული ტუბერკულოზის ამბულატორიული განყოფილება ახორციელებს რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებული ბრალდებულების/მსჯავრდებულების ამბულატორულ სამედიცინო მომსახურებას ქვეყანაში არსებული სტანდარტების მიხედვით, აუცილებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს შესაბამისი სპეციალისტის მივლინებას პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საკონსულტაციოდ.
მუხლი 17🔗. სენსიტიური ტუბერკულოზის ამბულატორიული განყოფილება
სენსიტიური ტუბერკულოზის ამბულატორიული განყოფილება ახორციელებს რეგულარული ტუბერკულოზით დაავადებული ბრალდებულების/მსჯავრდებულების ამბულატორულ სამედიცინო მომსახურებას ქვეყანაში არსებული სტანდარტების მიხედვით, აუცილებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს შესაბამისი სპეციალისტის მივლინებას პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საკონსულტაციოდ.
მუხლი 18🔗. სტაციონარული განყოფილება
სტაციონარული განყოფილება ახორციელებს ტუბერკულოზით დაავადებული ბრალდებულების/მსჯავრდებულების სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებას ქვეყანაში არსებული სტანდარტების მიხედვით.
მუხლი 19🔗. ინტენსიური თერაპიის განყოფილება
ინტენსიური თერაპიის განყოფილება ახორციელებს პროფილური და მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ბრალდებულების/მსჯავრდებულების სამედიცინო მომსახურებას ქვეყანაში არსებული სტანდარტების მიხედვით.
მუხლი 20🔗. ლაბორატორია
ლაბორატორია ახორციელებს ბრალდებულებისაგან/მსჯავრდებულებისაგან აღებული ბიოლოგიური მასალის კვლევებს ქვეყანაში არსებული სტანდარტების შესაბამისად.
მუხლი 21🔗. აფთიაქი
აფთიაქი ახდენს მედიკამენტების დადგენილი წესით მიღებას და შენახვას, მოთხოვნის მიხედვით ახორციელებს მათ გაცემას განყოფილებებზე, ახორციელებს აღრიცხვისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებას ქვეყანაში არსებული სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი III
ცენტრში სამკურნალო რეჟიმის აღსრულების წესი და პირობები
მუხლი 22🔗. ბრალდებულის/მსჯავრდებულის განთავსება
1. ცენტრში ბრალდებულები/მსჯავრდებულები განთავსებული არიან საკნებში, გარდა სამედიცინო ნაწილის სტაციონარული განყოფილებისა, სადაც ბრალდებულები/მსჯავრდებულები განთავსებული არიან პალატებში.
2. პალატაში/საკანში შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი პატიმრობის კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად.
მუხლი 23🔗. ცენტრში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიღებისა და განთავსების პირობები და პროცედურები
1. ცენტრში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიღება ხდება დღე-ღამის ნებისმიერ დროს. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიღებას ახორციელებს ოპერატიული მორიგე, უსაფრთხოების და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებების მოსამსახურეებთან ერთად.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ცენტრში მოთავსებისათვის აუცილებელია:
ა) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ცენტრში გადაყვანის თაობაზე შესაბამისი ბრძანება;
ბ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმე;
გ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო ბარათი;
დ) იმ პენიტენციური დაწესებულების მთავარი ექიმის მოხსენებითი ბარათი, საიდანაც მოხდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის ცენტრში გადმოყვანა.
3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ცენტრში მიყვანის ფაქტს გარე დაცვის სამსახურის უფლებამოსილი მოსამსახურე ატყობინებს:
ა) ოპერატიულ მორიგეს, რომელიც თავის მხრივ ატყობინებს ცენტრის დირექტორს. მისი არყოფნის შემთხვევაში – ცენტრის დირექტორის მოადგილეს;
ბ) ცენტრის მთავარ ექიმს. მისი არყოფნის შემთხვევაში – ცვლაში მორიგე ექიმს;
გ) სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსს. მისი არყოფნის შემთხვევაში – ცვლაში განყოფილებიდან გამოყოფილ მოსამსახურეს;
დ) უსაფრთხოების სამსახურის უფროსს. მისი არყოფნის შემთხვევაში – ცვლაში განყოფილებიდან გამოყოფილ მოსამსახურეს.
4. ოპერატიული მორიგის ნებართვით, გარე დაცვის სამსახურის უფლებამოსილი მოსამსახურეები უზრუნველყოფენ საბადრაგო სატრანსპორტო საშუალების შეშვებას სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისათვის გამოყოფილ კარიბჭეთაშორის სივრცეში.
5. შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შემდეგ, ბრალდებული/მსჯავრდებული თავსდება შემოწმებისათვის გამოყოფილ სპეციალურ ოთახში, სადაც ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მისი კუთვნილი ნივთების საგულდაგულოდ შემოწმება ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად. ის საკვები პროდუქტები, ნივთები, ნაკეთობები, ნივთიერებები და დოკუმენტები, რომელთა შენახვა, გამოყენება ეკრძალებათ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას (დებულების დანართი №1) (შემდგომში – აკრძალული ნივთები), აგრეთვე რომლებიც არ არის გათვალისწინებული იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, საკვები პროდუქტების სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალში, რომლებიც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის სახით, ამანათის სახით – ფოსტის მეშვეობით მიიღოს, მაღაზიაში შეიძინოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად (დებულების დანართი №2-№3), ბრალდებულს/მსჯავრდებულს ჩამოერთმევა დადგენილი წესით და შეინახება ცენტრში ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის ნებართვით გადაეცემა პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირებს, რის თაობაზეც დგება შესაბამისი აქტი და გაეცნობა ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელსაც იგი ადასტურებს ხელმოწერით.
6. იმ ნივთების ან/და ნივთიერებების აღმოჩენის შემთხვევაში, რომელთა ქონა/გამოყენება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, დგება შესაბამისი ოქმი და დაუყოვნებლივ ეცნობება სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს.
7. ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მისი ნივთების შემოწმებას ორგანიზებას უწევს ოპერატიული მორიგე, ხოლო უშუალოდ ახორციელებენ სამორიგეო ცვლაში ამ მიზნით გამოყოფილი მოსამსახურეები. შემოწმება შეიძლება აგრეთვე განხორციელდეს სარეზერვო ჯგუფის მოსამსახურეების მიერ.
8. თუ ცენტრში მიღებისას ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამედიცინო შემოწმების შედეგად ცენტრის ექიმის დასკვნით დაუდგინდება სასწრაფო ან გადაუდებელი ამბულატორიული/სტაციონარული სამედიცინო მომსახურების საჭიროება, დაუყოვნებლივ გაეწევა სამედიცინო მომსახურება ცენტრის სამედიცინო ნაწილის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში, ხოლო თუ აღნიშნულის უზრუნველყოფა შეუძლებელია ცენტრის სამედიცინო ნაწილში, ბრალდებული/მსჯავრდებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ გადამისამართდება შესაბამის სამედიცინო მომსახურებაზე.
9. სამედიცინო შემოწმებისას ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულზე დაზიანების/დაზიანებების აღმოჩენის შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალი აღნიშნული ფაქტის შესახებ შემოწმების დასრულებისთანავე ატყობინებს ცენტრის დირექტორს, რომელიც ვალდებულია ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს.
10. ცენტრში ბრალდებულები/მსჯავრდებულები დიაგნოზის შესაბამისად თავსდებიან ცენტრის სამედიცინო ნაწილის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გამოყოფილ პალატებში/საკნებში.
11. პალატაში/საკანში მოთავსებისას ბრალდებულს/მსჯავრდებულს, მისთვის გასაგები ფორმით და გასაგებ ენაზე, სოციალური განყოფილების მოსამსახურის მიერ, ხოლო არასამუშაო საათებში ცენტრში მიღებისას ცენტრის უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ წერილობით ეცნობება და ზეპირი ფორმით განემარტება ცენტრში განთავსების პირობები, ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებები და მისდამი ცენტრის მოსამსახურეების მოპყრობის წესები, ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესები, დისციპლინური და სხვა სახის მოთხოვნები, აგრეთვე ბრალდებული/მსჯავრდებული გაფრთხილდება ცენტრის დებულების დარღვევის გამო პასუხისმგებლობის თაობაზე. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის უფლება-მოვალეობათა გაცნობის თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებული/მსჯავრდებული და ცენტრის სოციალური განყოფილების მოსამსახურე. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
12. ბრალდებული/მსჯავრდებული ცენტრში მიიღებისას ცენტრის სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ინსპექტორის მიერ აღირიცხება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრში.
მუხლი 24🔗. დღის განრიგი და სამკურნალო რეჟიმი
1. ცენტრში დგება მკაცრად რეგლამენტირებული დღის განრიგი ამა თუ იმ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფთან მუშაობის თავისებურებების, ადგილობრივი პირობების, წელიწადის დროის და სხვა კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით.
2. დღის განრიგი მოიცავს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადგომის, დაძინების, პირადი ჰიგიენის, კვების, სამუშაოს, რელიგიური ღონისძიებების, სამედიცინო შემოწმებისა და ცენტრის ფუნქციებიდან გამომდინარე სხვა ღონისძიებების დროს.
3. კვირაში არანაკლებ ერთხელ, არასამუშაო დროს ტარდება ყველა ბრალდებულის/მსჯავრდებულის შემოწმება-დათვალიერება, რომლის დროსაც მოწმდება მათი გარეგანი სახე, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მდგომარეობა.
4. დღის განრიგს, ცენტრის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დეპარტამენტის დირექტორი.
5. საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დგება სამკურნალო რეჟიმი, რომელსაც ადგენს მკურნალი ექიმი მთავარ ექიმთან შეთანხმებით.
მუხლი 25🔗. ცენტრის ტერიტორიაზე გადაადგილების წესი
1. ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილდნენ ცენტრში ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ იზოლირებულ დანაყოფებზე, დღის განრიგით დადგენილი წესით.
2. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფების გადაადგილება ცენტრის ტერიტორიაზე ხორციელდება მწყობრად ცენტრის წარმომადგენლის წარმართვით.
3. ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შეუძლიათ დღის განრიგით გათვალისწინებული ვალდებულებებისაგან თავისუფალ დროს გადაადგილდნენ ცენტრის ტერიტორიის სხვა ნაწილებში – ცენტრის წარმომადგენლის თანხმობით ან/და ზედამხედველობით.
4. ღამის საათებში ბრალდებულის/მსჯავრდებულის თავისუფალი გადაადგილება თავისი პალატის/საკნის ფარგლებს გარეთ აკრძალულია, გარდა განსაკუთრებულ შემთხვევებში (მათ შორის, სამედიცინო დახმარების გაწევის აუცილებლობის შემთხვევაში) ცენტრის უფლებამოსილი მოსამსახურის თანხლებით. ღამის საათები განისაზღვრება ცენტრის დღის განრიგით.
5. დღის განრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა პროცედურებზე (შემოწმება, პაემანი ან სხვა შეხვედრა, სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა და სხვა) გასვლის დროს ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს ევალება დაიცვას წესრიგი, დაემორჩილოს ცენტრის წარმომადგენლის კანონიერ მოთხოვნას.
მუხლი 26🔗. ცენტრში ბრალდებულის/მსჯავრდებულთა განთავსების შემოწმება
1. ცენტრში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განთავსების შემოწმება ხდება ყოველდღიურად, დილით და საღამოს, დღის განრიგით განსაზღვრულ საათებში. საჭიროების შემთხვევაში არაგეგმური შემოწმება შეიძლება ჩატარდეს დღე-ღამის ნებისმიერ დროს.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ყოფნის შემოწმება ტარდება პალატაში/საკანში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დათვლისა და სიის წაკითხვის გზით.
მუხლი 27🔗. ბრალდებულის/მსჯავრდებულის, ნივთებისა და ბრალდებულის/მსჯავრდებულის, მოთავსების ადგილის შემოწმება
1. დებულების დაცვის მიზნით დასაშვებია ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმება, აგრეთვე მისი მოთავსების ადგილისა და მისი ნივთების შემოწმება.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმება, აგრეთვე მისი მოთავსების ადგილისა და მისი ნივთების შემოწმება ხდება საგულდაგულოდ იმ ნივთების, ნივთიერებების ან საკვები პროდუქტების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით, რომელთა შენახვა და გამოყენება აკრძალულია, აგრეთვე რომლებიც არ ეკუთვნის ბრალდებულს/მსჯავრდებულს.
3. გამოყენებისათვის და შენახვისათვის აკრძალულს განეკუთვნება ის ნივთები, ნივთიერებები და საკვები პროდუქტები, რომლებიც:
ა) გათვალისწინებულია დებულების №1 დანართით;
ბ) წარმოადგენგენ საფრთხეს სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის;
გ) შეიძლება გამოყენებულ იქნენ დანაშაულის ჩადენის იარაღად ან სასჯელის მოხდის მიზნის საწინააღმდეგოდ;
დ) არ არიან გათვალისწინებული დებულების №2 დანართის და №3 დანართის ჩამონათვალში;
ე) აჭარბებენ საკვები პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ფეხსაცმელის, ტანსაცმელისა და სხვა სამრეწველო პროდუქტების დადგენილ ოდენობას.
4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმება შეიძლება იყოს არასრული და სრული.
5. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმება ხორციელდება ცენტრის სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურეების მიერ. შემოწმების პროცესში დასაშვებია მხოლოდ იმავე სქესის პირთა მონაწილეობა. დაუშვებელია ამ პროცესს ესწრებოდეს სხვა სქესის პირი.
6. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი არასრული შემოწმება ტარდება:
ა) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფოტოდაქტილოსკოპთან, ექიმთან, გამომძიებელთან წარდგენამდე და წარდგენის შემდეგ;
ბ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავებთან ან სხვა პირებთან (მათ შორის რელიგიურ პირებთან) შეხვედრამდე და მის შემდეგ;
გ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა პალატაში/საკანში გადაყვანისას;
დ) სხვა შემთხვევებში ცენტრის დირექტორის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე.
7. არასრული შემოწმებისას ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შემოწმება და დათვალიერება, მისი გახდის გარეშე.
8. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმება ტარდება:
ა) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ცენტრში მიღებისას;
ბ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ცენტრიდან გაგზავნისას;
გ) სხვა შემთხვევებში, ცენტრის დირექტორისა ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით.
9. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული პირადი შემოწმებისას ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) დათვალიერება. სრული პირადი შემოწმებისას ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, მთლიანად გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები. პლასტირი, თაბაშირის და სხვა ნახვევები მოწმდება საექიმო-სამედიცინო პუნქტის სამედიცინო მუშაკთან ერთად. ტანსაცმელში ჩაკერებული ნივთების აღმოჩენისას ქსოვილი იჭრება. ფეხსაცმლიდან ამოიღება სუპინატორები და მეტალის დეტალები. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმებისას შინაგან შემოწმებას ატარებს სამედიცინო მუშაკი.
10. სრული შემოწმებისას მოწმდება ფეხისა და ხელის თითებს შორის ადგილები, ტერფის გულები, ხელის მტევანი ორივე მხრიდან, კანის საფარი, ყურის ნიჟარები, იღლიები, პირის ღრუ, ცხვირის ნესტოები და სხვა ადგილები, ივარცხნება თმები თავზე. ტანსაცმლის, ფეხსაცმლის შემოწმებისას საეჭვო ადგილები იჩხვლიტება სადგისით. ჯიბეები, ტანსაცმლის სახელოები, შარვლები, საცვლები, წინდები უკუღმა ბრუნდება. ფეხსაცმელი ექვემდებარება გულდასმით დათვალიერებას შიდა და გარე მხრიდან. დეტალურად უნდა იქნეს დათვალიერებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის თამბაქოს ნაწარმი, მუშტუკი და სხვა საგნები.
11. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, პირადი შემოწმების შემდეგ დარჩება მხოლოდ ის ნივთები, ნივთიერებები და საკვები პროდუქტები, რომელთა გამოყენებისა და შენახვის უფლებაც დადგენილი ჩამონათვალის ფარგლებში გააჩნია. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის დატოვებული პირადი ნივთები აღირიცხება სასაკნე ბარათში.
12. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ნივთების შემოწმება ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით:
ა) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ცენტრში მიღებისას;
ბ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ცენტრიდან გაგზავნისას;
გ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა პალატაში/საკანში გადაყვანისას;
დ) სამედიცინო ნაწილის სტაციონარულ განყოფილებაში გადაყვანისას;
ე) განსაკუთრებულ შემთხვევებში, ცენტრის დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით.
13. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ნივთების შემოწმება შეიძლება მოხდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასწრების გარეშე.
14. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსების ადგილის შემოწმება ტარდება ცენტრის დირექტორის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით.
15. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმების, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსების ადგილის ან ნივთების შემოწმების თაობაზე დგება ოქმი, რომელშიც აისახება ინფორმაცია ამოღებული ნივთების, ნივთიერებებისა და საკვები პროდუქტების თაობაზე, აგრეთვე აისახება ინფორმაცია თუ რა გარემოების საფუძველზე ხდება შემოწმება.
16. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული პირადი შემოწმების, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსების ადგილისა და ნივთების შემოწმების ერთდროული წარმოებისას დგება ოქმი. ოქმს ხელს აწერს ბრალდებული/მსჯავრდებული, გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა და შემოწმების მწარმოებელი ცენტრის მოსამსახურე/მოსამსახურეები. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში შენიშვნის სახით კეთდება შესაბამისი ჩანაწერი, შემოწმებაზე უარი და მისი ყველა პრეტენზია აისახება ოქმში. ოქმი დაერთვის ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეს. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული პირადი შემოწმების, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსების ადგილის ან ნივთების შემოწმების თაობაზე კეთდება აღნიშვნა ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასაკნე ბარათში, თარიღისა და შემოწმების ჩამტარებელი პირის/პირების ვინაობისა და თანამდებობის მითითებით.
17. შემოწმების ჩატარებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტექნიკური საშუალებები. რენტგენის აპარატურის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ტანსაცმლისა და ნივთიერების შემოწმებისას.
18. ბრალდებულის/მსჯავრდებულის შემოწმება არ შეიძლება განხორიცელდეს დამამცირებელი და ღირსების შემლახავი ფორმით.
მუხლი 28🔗. ამანათების მიღება-შემოწმება
1. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურე ამანათის შემგზავნ პირს განუმარტავს ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ამანათის გადაცემის შესახებ განცხადების შევსების წესს და გადასცემს განცხადების შესავსებ ფორმას (დებულების დანართი №5).
2. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურე ამოწმებს განცხადებაში მითითებული ნივთების შესაბამისობას, იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, საკვები პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალთან, რომლებიც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის სახით, ამანათის სახით – ფოსტის მეშვეობით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად, უზრუნველყოფს ამანათების გადაცემის რიგითობის დაცვას.
3. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურე ახდენს ამანათის მომტანი პირების გამოძახებას რიგითობის მიხედვით და მათი თანდასწრებით ამოწმებს განცხადებაში მითითებული ნივთებისა და საკვები პროდუქტების შესაბამისობას ამანათით წარმოდგენილ ნივთებთან და საკვებ პროდუქტებთან, რის შემდეგაც ახორცილებს ნივთებისა და საკვები პროდუქტების დათვალიერება/შემოწმებას.
4. ნივთები და საკვები პროდუქტები უნდა შემოწმდეს გულდასმით. ტანსაცმლის, ფეხსაცმლის შემოწმებისას საეჭვო ადგილები იჩხვლიტება სადგისით. ჯიბეები, ტანსაცმლის სახელოები, შარვლები, საცვლები, წინდები უკუღმა ბრუნდება. ფეხსაცმელი ექვემდებარება გულდასმით დათვალიერებას შიდა და გარე მხრიდან. დეტალურად უნდა იქნეს დათვალიერებული ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის განკუთვნილი საგნები. თხევადი ნივთიერებები, რომლებიც მოთავსებულია შუშის ჭურჭელში გადაისხმება პოლიეთილენის ან პლასტმასის ჭურჭელში.
5. შემოწმებისას აღმოჩენილი აკრძალული ნივთები, რომელთა ქონა/გამოყენება არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ამოიღება და გადაეცემა ამანათის მომტან პირს დაბრუნების მიზეზების მითითებით.
6. იმ ნივთების ან/და ნივთიერებების აღმოჩენის შემთხვევაში, რომელთა ქონა/გამოყენება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ცენტრის უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურის მიერ დგება შესაბამისი ოქმი და დაუყოვნებლივ ეცნობება სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს.
7. შემოწმების შემდეგ ამანათები ილუქება ცენტრის უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ და ხდება მისი გადატანა შესაბამის დანაყოფში.
8. შესაბამის დანაყოფში ამანათის გადატანის შემდეგ ხდება მისი გახსნა დანაყოფის უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ, ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით.
9. შესაბამის დანაყოფში სამართლებრივ რეჟიმის დაცვაზე პასუხისმგებელი მოსამსახურე განცხადების მიხედვით გადასცემს ბრალდებულს/მსჯავრდებულს ნივთებსა და საკვებ პროდუქტებს, რის თაობაზეც ბრალდებული/მსჯავრდებული ხელს აწერს განცხადებას.
10. შესაბამის დანაყოფში სამართლებრივი რეჟიმზე პასუხისმგებელი მოსამსახურე ნივთებსა და საკვებ პროდუქტებს აღრიცხავს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასაკნე ბარათში, რაზეც ხელს აწერს ბრალდებული/მსჯავრდებული.
მუხლი 29🔗. ცენტრის ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერება
1. ცენტრის ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერება ხორციელდება თვეში არანაკლებ ოთხჯერ, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში ცენტრის დირექტორის დავალებით არსებული ვითარებიდან გამომდინარე.
2. ცალკეული სათავსოებისა და ტერიტორიების დათვალიერება შესაძლოა განხორციელდეს სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილებების მოსამსახურეების მიერ ერთობლივად.
3. დათვალიერების ჩატარება უნდა იყოს მოულოდნელი და მისი მზადება უნდა მიმდინარეობდეს ფარულად.
4. ცენტრის ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერებაში შესაძლოა ჩართული იყოს სამორიგეო ცვლის შემადგენლობა.
5. ცენტრის ტერიტორიისა და შენობა-ნაგებობების არაგეგმური დათვალიერება განისაზღვრება ცენტრის დირექტორის მიერ ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე.
6. დათვალიერების ჩატარებისას შესაძლებელია ცენტრში ბრალდებულები/მსჯავრდებულები შეგროვდნენ ამისათვის გათვალისწინებულ ადგილას, რომელიც წინასწარ მოწმდება და უტარდებათ არასრული შემოწმება. ტერიტორიისა და შენობა-ნაგებობების დათვალიერების დროს მათი ტერიტორიაზე გადაადგილება დაუშვებელია.
7. ცენტრის ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერების დროს შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა ტექნიკური საშუალება.
მუხლი 30🔗. ბრალდებულისაგან/მსჯავრდებულებისაგან ცენტრში გამოყენებისათვის აკრძალული ნივთების, ნივთიერებების და საკვები პროდუქტების ამოღება
1. ბრალდებულებისაგან/მსჯავრდებულებისაგან ცენტრში აკრძალული ნივთების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღების უფლება აქვთ ცენტრის სამართლებრივი რეჟიმის მოსამსახურეებსა და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეებს.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმებისას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსების ადგილისა და ნივთების შემოწმებისას, ამ დებულებით გათვალისწინებული აკრძალული პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტების, რომლებიც იწვევენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ამოღების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ეცნობება სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს.
3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმებისას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსების ადგილისა და ნივთების შემოწმებისას ამოღებული ნივთები, ნივთიერებები და კვების პროდუქტები, რომელთა შენახვა/გამოყენება არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ბრალდებულის/მსჯავრდებულის გათავისუფლებამდე შეინახება ცენტრის საწყობში და ბრალდებულს/მსჯავრდებულს გადაეცემა შესაბამისი ქვითარი ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობით გადაეცემა მის ახლო ნათესავს. ამოღებული ნივთების ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავისათვის გადაცემის თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ოქმის შემდგენი და ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავი.
4. ამოღებული მალფუჭებადი პროდუქტები ნადგურდება ცენტრის დირექტორის ბრძანებით, რის თაობაზეც შედგება შესაბამისი აქტი.
5. თუ შენახული ნივთები, ნივთიერებები ბრალდებულს/მსჯავრდებულს დასჭირდება ისინი შეიძლება ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაუბრუნდეს ან მისი წერილობითი თანხმობით გადაეცეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავს თუ ამით არ დაირღვევა ამ დებულების მოთხოვნები. შენახული ნივთებისა და ნივთიერებების გადაცემის თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ოქმის შემდგენი და ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავი.
6. ცენტრის ტერიტორიაზე აღმოჩენილი თანხა, აგრეთვე სხვა ფასეულობები, რომელთა კუთვნილების დადგენა შეუძლებელია, ცენტრი ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს.
მუხლი 31🔗. უსაფრთხოების ღონისძიებები
1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის, გარშემომყოფთა და ქონების დაზიანების თავიდან აცილების, ცენტრში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის აღკვეთის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სამართლებრივი რეჟიმის ან/და უსაფრთხოების განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, თავდასხმის მოგერიების, ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღკვეთის მიზნით ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი უსაფრთხოების ღონისძიებები:
ა) სპეციალური საშუალებების გამოყენება;
ბ) სხვა მსჯავრდებულთაგან მისი განცალკევება;
გ) არაუმეტეს 24 საათით სამარტოო საკანში მოთავსება;
დ) დროებითი საგუშაგოს ან დამატებითი საგუშაგოს შექმნა.
2. უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელება წყდება დაუყოვნებლივ, იმ საფრთხის აღმოფხვრისთანავე, რომლის აღსაკვეთადაც ეს ღონისძიება გამოიყენებოდა.
3. უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელების შემდეგ ის მოსამსახურე, რომლის ინიციატივითაც გამოყენებული იქნა უსაფრთხოების ღონისძიება, ხოლო ღამის საათებში ოპერატიული მორიგე, ცენტრის სამედიცინო პერსონალთან ერთად ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაუყოვნებლივ უტარებს სამედიცინო შემოწმებას. სამედიცინო შემოწმების ჩატარების შესახებ დგება შესაბამისი აქტი.
4. დაუშვებელია უსაფრთხოების ღონისძიების ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯის მიზნით გამოყენება.
5. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის სხვა ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან სხვა პირების მხრიდან საფრთხის წარმოშობისას, იგი პირადი უსაფრთხოების დაცვის მიზნით უფლებამოსილია მიმართოს ცენტრის ნებისმიერ მოსამსახურეს ზეპირი ან წერილობითი განცხადებით. ცენტრის დირექტორი ვალდებულია გაატაროს განმცხადებლის პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები გამოიყენება „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების შეიარაღებაში არსებულ სპეციალურ საშუალებათა სახეების, მათი შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესის და პირობების, აგრეთვე სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლების მქონე პირის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის 2014 წლის 12 სექტემბრის №145 ბრძანებით დადგენილი წესით.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი საგუშაგოს ან დამატებითი საგუშაგოს გახსნა ხორციელდება დაწესებულების დირექტორის ბრძანების საფუძველზე, რა დროსაც დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე ახორციელებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ვიზუალურ კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 32🔗. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა ბრალდებულთაგან/მსჯავრდებულთაგან განცალკევება
1. დებულების 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, შესაძლებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა ბრალდებულებისაგან/მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით მოთავსება.
2. ცენტრის დირექტორი, დებულების 31-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცხადების საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით, თუ არსებობს დებულების 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლები, იღებს გადაწყვეტილებას ბრალდებულის/მსჯავრდებულის გონივრული ვადით, იმ საფრთხის აღმოფხრამდე, რის საფუძველზეც მოხდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცალკევება, სხვა ბრალდებულებისაგან/მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით მოთავსების თაობაზე, ხოლო ცენტრის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მის მოსვლამდე, ბრალდებული/მსჯავრდებული სხვა ბრალდებულებისაგან/მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით მოთავსდება ცენტრის დირექტორის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ, მაგრამ არაუმეტეს 24 საათისა.
3. აუცილებლობის შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა ბრალდებულებისაგან/მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით მოთავსების ხანგრძლივობა ცენტრის დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გაიზარდოს კიდევ 30 დღით.
მუხლი 33🔗. განსაკუთრებული პირობები ცენტრში
1. სტიქიური უბედურებისას, ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას, სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებათა ეპიდემიისას და მასობრივი არეულობისას, აგრეთვე თუ ცენტრი დაზიანდა ან აღარ გამოდგება კანონით გათვალისწინებული მიზნებისათვის, ცენტრში შეიძლება შემოღებულ იქნეს განსაკუთრებული პირობები.
2. ცენტრში განსაკუთრებული პირობების შემოღებას ახორციელებს დეპარტამენტის დირექტორი მინისტრთან წერილობითი შეთანხმებით, არაუმეტეს 15 დღის ვადით. აღნიშნული ვადა საჭიროების შემთხვევაში, მინისტრის თანხმობით შესაძლებელია გაგრძელდეს კიდევ 15 დღით.
3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის, ცენტრის მოსამსახურის ან სხვა პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აშკარა საფრთხის შექმნის შემთხვევაში ცენტრის დირექტორს შეუძლია დამოუკიდებლად შემოიღოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული პირობები.
4. ცენტრის დირექტორი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განსაკუთრებული პირობების დამოუკიდებლად შემოღების თაობაზე დეპარტამენტის დირექტორს, რომელიც შეტყობინებიდან 24 საათის განმავლობაში, მინისტრის წერილობითი თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას განსაკუთრებული პირობების ძალაში დატოვების ან გაუქმების შესახებ.
5. თუ ცენტრში განსაკუთრებული პირობების რეჟიმის დროს სხვა საშუალებებით ვერ ხერხდება შექმნილი ვითარების ლოკალიზება ან ცენტრის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ცენტრში აკრძალული საგნების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღების მიზნით ფართო მასშტაბის ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება მაშინ, როდესაც არსებობს ჯგუფური დაუმორჩილებლობისა და მასობრივი არეულობის წარმოშობის დიდი საშიშროება, მინისტრის სათანადო მიმართვით და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით ცენტრის დაცვა შეიძლება გაძლიერდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ქვედანაყოფებით.
მუხლი 34🔗. ცენტრში კრიზისული ვითარების მართვა
1. ცენტრში კრიზისულ ვითარებად შეიძლება შეფასდეს მდგომარეობა, როდესაც ხდება ცენტრში სამართლებრივი რეჟიმის ან/და უსაფრთხოების ისეთი დარღვევა, რომელიც აშკარა საშიშროებას უქმნის ცენტრის ნორმალურ ფუნქციონირებას და რომლის ცენტრის ძალებით, პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში აღმოფხვრა შეუძლებელია.
2. მდგომარეობას კრიზისულ ვითარებად აფასებს ცენტრის დირექტორი. იგი ამ ვითარების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს დეპარტამენტის დირექტორს. თუ დეპარტამენტის დირექტორი ინფორმაციის სათანადო დამუშავებისა და ანალიზის შემდეგ ვითარებას კრიზისულად მიიჩნევს, იგი ამის შესახებ ატყობინებს მინისტრს.
3. კრიზისული ვითარების სამართავად დასაშვებია ცენტრის ტერიტორიაზე დეპარტამენტის სპეციალური ინტერვენციების რაზმების შესაბამისი მოსამსახურეების მოქმედება. მათ უფლება აქვთ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენონ პატიმრობის კოდექსის 571 და 572 მუხლებით გათვალისწინებული საშუალებები.
4. კრიზისული ვითარების მართვის პროცესში დეპარტამენტის სპეციალური ინტერვენციების რაზმების ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის დირექტორი მინისტრის თანხმობით.
მუხლი 35🔗. უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმა
ცენტრში მასობრივი არეულობისას და ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას თავდასხმის, ცენტრიდან გაქცევის, სხვა დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით დეპარტამენტი შეიმუშავებს უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმას, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.
მუხლი 36🔗. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და ცენტრის პერსონალის ურთიერთობა
1. ბრალდებულები/მსჯავრდებულები ცენტრის მოსამსახურეებს მიმართავენ „თქვენობით".
2. ცენტრის მოსამსახურეები ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს მიმართავენ თავაზიანად, ეთიკის ნორმების დაცვით (სახელით ან/და გვარით).
მუხლი 37🔗. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმე და სამედიცინო ბარათი
1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმე იწარმოება „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №82 ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო ბარათი იწარმოება ,,სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №108/ნ ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. ის მოსამსახურე, რომელიც ახორციელებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმისა და სამედიცინო ბარათის წარმოებას, ვალდებულია დაიცვას ბრალდებულის/მსჯავრდებულის პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 38🔗. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მატერიალური პასუხისმგებლობა
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც ცენტრში ყოფნის პერიოდში მატერიალურ ზიანს მიაყენებს სახელმწიფოს, იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, ეკისრება მატერიალური პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და ოდენობით.
2. ბრალდებული/მსჯავრდებული ანაზღაურებს მკურნალობის ხარჯებს განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით თვითდაზიანების ან სხვისთვის დაზიანების მიყენების შემთხვევაში, ცენტრისთვის მიყენებულ ზიანს, ცენტრიდან მისი გაქცევის აღკვეთასთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯებს.
3. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული ნებაყოფლობით არ აანაზღაურებს ზიანს, საქმე განხილული იქნება სასამართლოში, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. არასწორად გადახდევინებული თანხა უბრუნდება ბრალდებულს/მსჯავრდებულს და ირიცხება მის პირად ანგარიშზე.
4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებით ცენტრის ტერიტორიაზე პირის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებისას გადაუდებელი მკურნალობა ხორციელდება სახელმწიფოს ხარჯით.
თავი IV
ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლება-მოვალეობები
მუხლი 39🔗. ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლება-მოვალეობები
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს:
ა.ა) სპეციალური საცხოვრებლით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლითა და პირადი უსაფრთხოებით;
ა.ბ) სამედიცინო მომსახურებით;
ა.გ) ხანმოკლე პაემნითა და სატელეფონო საუბრით;
ა.დ) დამცველთან, დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის) შეხვედრით;
ა.ე) ამანათის, ფოსტისა და ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნით;
ა.ვ) უფასო იურიდიული დახმარებით და სამართლებრივი კონსულტაციით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით, ცენტრის პირობებში დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების მიღების მიზნით საკუთარი სახსრებით მოიწვიოს პირადი ექიმი.
გ) დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა რელიგიურ რიტუალებში და შეხვდეს სასულიერო პირებს, თან იქონიოს და ისარგებლოს რელიგიური ლიტერატურითა და საკულტო საგნებით;
დ) მიიღოს ინფორმაცია პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, ისარგებლოს მხატვრული და სხვა ლიტერატურით;
ე) ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას და ცენტრის უფლებამოსილი მოსამსახურის კონტროლით იქონიოს ამისათვის საჭირო ინვენტარი;
ვ) შეიტანოს განცხადება, მოთხოვნა და საჩივარი;
ზ) უზრუნველყოფილი იყოს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მხრიდან არადისკრიმინაციული მოპყრობით;
თ) დაცული იყოს ბრალდებულების/მსჯავრდებულების მხრიდან ძალადობისა და შეურაცხყოფისაგან;
ი) პირადი უსაფრთხოების დასაცავად მოითხოვოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
კ) შეინახოს და გამოიყენოს დებულების №2 და №3 დანართებით გათვალისწინებული ნივთები და ნივთიერებები;
ლ) მისთვის გასაგები ფორმით და გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია უფლება–მოვალეობების შესახებ;
მ) ისარგებლოს ყოველდღიურად არანაკლებ 1 საათისა სუფთა ჰაერზე ყოფნის უფლებით (გასეირნების უფლებით);
ნ) საქართველოს სახელმწიფო ენის არცოდნის შემთხვევაში, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით;
ო) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებები უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის დაცვით და სხვა პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეულახავად.
3. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია:
ა) დაიცვას ამ დებულებით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები, დღის განრიგი და ცენტრის მოსამსახურეთა კანონიერი მოთხოვნები;
ბ) გაუფრთხილდეს და არ დააზიანოს ცენტრის ან სხვა პირის ქონება;
გ) თავაზიანად მოეპყროს სხვა ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს და ცენტრის მოსამსახურეებს;
დ) დაიცვას პირადი ჰიგიენა, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი, საწოლი, პალატა/საკანი;
ე) შეინახოს საკვები პროდუქტები და ინდივიდუალური მოხმარების საგნები ამისათვის გამოყოფილ ადგილებსა და სათავსოებში.
4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება:
ა) მოახდინოს ფიზიკური ზემოქმედება ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე ან სხვა პირზე, შეუქმნას საფრთხე მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;
ბ) შექმნას კონფლიქტური სიტუაცია;
გ) სიტყვიერად შეურაცხყოს ან სხვაგვარად შელახოს ცენტრის მოსამსახურის ან სხვა პირის ღირსება;
დ) რაიმე სახით ხელი შეუშალოს ცენტრში არსებული დაცვის ან სხვა ტექნიკური საშუალებების მუშაობას;
ე) შეიძინოს, დაამზადოს, შეინახოს ან/და გამოიყენოს აკრძალული ნივთები;
ვ) მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით ითამაშოს, გაყიდოს ან სხვაგვარად გაასხვისოს საკვები პროდუქტები, პირად სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული ნივთები ან ნივთიერებები;
ზ) დაარღვიოს ობიექტების დაცვის ხაზი ან ცენტრის ტერიტორიის საზღვრები;
თ) ავიდეს შენობის სახურავზე, მიუახლოვდეს შიდა აკრძალული ზონის ზღვარს;
ი) დაარღვიოს ცენტრში გადაადგილების წესები;
კ) ცენტრის უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე შეცვალოს საძინებელი ადგილი;
ლ) თვითნებურად მოაწყოს საძინებელი ადგილი ცენტრის ტერიტორიაზე შექმნილ კომუნალურ-საყოფაცხოვრებო და სხვა ნაგებობებში;
მ) სხვადასხვა ობიექტებზე თვითნებურად მოაწყოს სხვადასხვა ნაგებობები, კარადები, სეიფები და სხვა ნაკეთობები;
ნ) ცენტრის უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე კედლებზე, ტუმბოებსა და საწოლებზე გამოფინოს ფოტოები, რეპროდუქციები, ბარათები, გაზეთებიდან და ჟურნალებიდან ამონაჭრები;
ნ) ცენტრის უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე დაამზადოს რაიმე სახის ელექტრო ან მექანიკური მოწყობილობა;
ო) ცენტრის უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე გამოიყენოს მოწყობილობები, ინსტრუმენტები, არასაწარმოო მიზნით გამოყენებადი მექანიზმები და მასალები;
პ) მოამზადოს და გამოიყენოს საჭმელი ამისათვის გაუთვალისწინებელ ადგილებში;
ჟ) გამოიწვიოს ხმაური, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის ცენტრის ნორმალურ ფუნქციონირებას;
რ) უკანონო ფორმით მიაწოდოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია ერთი პალატიდან/საკნიდან მეორეში ან ცენტრის გარეთ;
ს) განახორციელოს ნებისმიერი სხვა ქმედება, რაც არღვევს დებულებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს ან/და დღის განრიგს.
მუხლი 40🔗. საცხოვრებელი პირობები
1. ერთ მსჯავრდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა არ უნდა იყოს 4 კვადრატულ მეტრზე ნაკლები, ხოლო ერთ ბრალდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა არ უნდა იყოს 3 კვადრატულ მეტრზე ნაკლები.
2. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გამოყოფილი პალატა/საკანი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, უზრუნველყოფდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
3. პალატის/საკნის პირობები არ უნდა ხელყოფდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პატივსა და ღირსებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.
4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ძალადობისაგან დაცვის მიზნით ცენტრის მოსამსახურეთა მიერ უნდა ხორციელდებოდეს პალატების/საკნების რეგულარული მეთვალყურეობა, განსაკუთრებით ღამის საათებში.
5. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პალატას/საკანს უნდა ჰქონდეს ფანჯარა, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას. პალატა/საკანი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი ან/და ხელოვნური ვენტილაციით. ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს გათბობით.
მუხლი 41🔗. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი ჰიგიენა, ტანსაცმელი და თეთრეული
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დაიკმაყოფილოს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნები და დაიცვას პირადი ჰიგიენა პატივისა და ღირსების შეულახავად.
2. ცენტრის უზრუნველყოფს ბრალდებულს/მსჯავრდებულს როგორც წესი, კვირაში ორჯერ შხაპის მიღების შესაძლებლობით და არანაკლებ თვეში ერთხელ საპარიკმახერო მომსახურებით.
3. ცენტრის უფლებამოსილ მოსამსახურეს ეკრძალება მოსთხოვოს ბრალდებულს/მსჯავრდებულს თმის მთლიანი გადაპარსვა, თუ არ არსებობს ექიმის მოთხოვნა ან ჰიგიენური აუცილებლობა.
4. თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს არა აქვს პირადი ტანსაცმელი, ცენტრი უზრუნველყოფს მას სეზონის შესაფერისი სპეციალური ტანსაცმლით, რომელიც თავისი ფორმით არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას.
5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს პირად სარგებლობაში უნდა ჰქონდეს საწოლი და თეთრეული, რომელიც მას უნდა გადაეცეს სუფთა და დაუზიანებელი.
6. ცენტრმა უნდა უზრუნველყოს ცენტრის ტერიტორიისა და თეთრეულის სისუფთავე.
7. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია გაუფრთხილდეს, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი, თეთრეული და სპეციალური საცხოვრებელი (პალატა/საკანი).
მუხლი 42🔗. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კვება
1. ცენტრში საკვები უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კომპონენტებს. აკრძალულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯის მიზნით საჭმლის კალორიულობის დაქვეითება.
2. კვების რაციონის განსაზღვრისას გაითვალისწინება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რელიგიური კუთვნილება, კულტურული თავისებურებები და ფიზიკური დატვირთვა.
3. ბრალდებული/მსჯავრდებული ყოველდღიურად უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამჯერადი კვებით.
4. ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს უნდა შეექმნათ მათი მდგომარეობის შესაბამისი კვების პირობები.
5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ცენტრის ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში, მის პირად ანგარიშზე ჩარიცხული თანხით, მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, შეიძინოს დამატებითი კვების პროდუქტები.
6. დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს მიიღოს დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები ამანათის სახით.
7. ბრალდებულები/მსჯავრდებულები დღის განრიგით დადგენილ საათებში იკვებებიან განთავსების ადგილებში.
8. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუზღუდავი რაოდენობით უნდა ჰქონდეს სუფთა სასმელი წყალი.
მუხლი 43🔗. მაღაზიით სარგებლობის უფლება
1. ცენტრის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მაღაზია, სადაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს შეიძინოს დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები იმ თანხით, რომელიც ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად ანგარიშზე ჩარიცხეს ახლო ნათესავებმა ან სხვა პირებმა.
2. მაღაზიაში გასაყიდად დაიშვება დებულების დანართი №3-ით განსაზღვრული ნივთები და ნივთიერებები.
3. დამატებითი კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შეძენა ხდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.
4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია მაღაზიაში ყოველთვიურად დახარჯოს არაუმეტეს 500 ლარი.
მუხლი 44🔗. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ ამანათების, გზავნილების მიღება-გაგზავნის წესი
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მიიღოს ან გაუგზავნოს ამანათი და ფულადი გზავნილი ახლო ნათესავებს, ხოლო ცენტრის დირექტორის ნებართვით – სხვა პირებს. ფულადი გზავნილი ირიცხება ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად ანგარიშზე.
2. ბრალდებული/მსჯავრდებული უფლებამოსილია, მიიღოს ამანათი/გზავნილი ამ დებულების დანართი №5-ის მოთხოვნათა დაცვით.
3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს მიიღოს ამანათი/გზავნილი ცენტრში მოთავსებისთანავე.
4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ მისაღები ამანათისა და საფოსტო გზავნილის ზღვრული წონა ერთობლიობაში არ უნდა აღემატებოდეს თვეში 40 კგ-ს.
5. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ამანათის/გზავნილის მიღება ხდება საამისოდ გამოყოფილ შენობაში.
6. იმ საკვები პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და სხვა სამრეწველო საქონლის ჩამონათვალი, რომელთა ქონის, შენახვის, ამანათით/გზავნილით მიღებისა და უნაღდო ანგარიშსწორებით შეძენის უფლება აქვს ბრალდებულს/მსჯავრდებულს გამოიკვრება შენობაში, სადაც ხდება ამანათის/გზავნილის მიღება.
7. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გადასაცემ ამანათს/გზავნილს ცენტრი იღებს მხოლოდ სრულწლოვანი ფიზიკური პირისაგან ან ფოსტით.
8. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს შეინახოს და კანონიერად გამოიყენოს იმ რაოდენობის ნივთები/საგნები, რაც განსაზღვრულია დებულების დანართი №2 და №3-ით.
9. ამანათის/გზავნილის მიმტანი პირი ავსებს და ხელს აწერს განცხადებას ორ ეგზემპლარად. ორივე ეგზემპლარი, ამანათი/გზავნილი და ამანათის/გზავნილის მომტანი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი გადაეცემა ცენტრის უფლებამოსილ მოსამსახურეს.
10. ამანათის/გზავნილის წონისა და შიგთავსის შემოწმება ხდება მისი მომტანი პირის თანდასწრებით.
11. ამანათის/გზავნილის მიღების შემდეგ ცენტრის უფლებამოსილი მოსამსახურე უბრუნებს ამანათის/გზავნილის მიმტანს პირს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და განცხადების პირველ ეგზემპლარს, ხოლო მეორე ეგზემპლარი ინახება ცენტრში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ამანათის/გზავნილის ხელწერილით მიღების შემდეგ. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული უარს იტყვის ხელის მოწერაზე, განცხადებაზე კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.
12. ამანათი/გზავნილი არ მიიღება და გადაეცემა მიმტან პირს შემდეგ შემთხვევებში:
ა) ბრალდებულის/მსჯავრდებულის გათავისუფლების ან ცენტრიდან მისი სამ დღეზე მეტი ვადით გაყვანის შემთხვევაში;
ბ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის გარდაცვალებისას;
გ) თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს არ აქვს შესაძლებლობა პირადად მიიღოს ამანათი/გზავნილი ან გამოიყენოს მისი შემცველობა დანიშნულებისამებრ;
დ) თუ ამანათის/გზავნილის წონა არ შეესაბამება დადგენილ ნორმებს;
ე) თუ ამანათის/გზავნილის მიმტანი პირი არ წარმოადგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს;
ვ) თუ არასწორადაა შევსებული განცხადება ამანათის/გზავნილის მიღების თაობაზე;
ზ) თუ არსებობს ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილობითი უარი ამანათის/გზავნილის მიღების თაობაზე.
13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას ამანათები/გზავნილები უბრუნდება გამომგზავნ პირს (გამომგზავნის ხარჯზე) დაბრუნების მიზეზის მითითებით.
14. ამანათი/გზავნილი, რომელიც მოსულია სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანილი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე, იგზავნება მისი ახალი ყოფნის ადგილზე, ცენტრის ხარჯით.
15. ამანათის/გზავნილის გახსნა წარმოებს ცენტრის საამისოდ უფლებამოსილ მოსამსახურეთა მიერ, ადრესატების სავალდებულო დასწრებით. აღმოჩენილი ფული, ფასეულობები, აკრძალული ნივთები ამოიღება, აისახება შესაბამის ოქმში და მათთან დაკავშირებით მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება. ამანათში/გზავნილში არსებული აკრძალული ნივთები, ნივთიერებები, რომელთა შენახვა/გამოყენება არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, შესაბამისი მიზეზის მითითებით უბრუნდება მის გამომგზავნს (გამომგზავნის ხარჯზე) ან ამ დებულებით დადგენილი წესით შეინახება ცენტრის საწყობში ან ნადგურდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით.
16. ამანათი/გზავნილი, რომელიც მოსულია სამარტოო საკანში მოთავსებული ბრალდებულს/მსჯავრდებულს სახელზე, შეინახება ცენტრის საწყობში და გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამარტოო საკანში ყოფნის ვადის დამთავრების შემდეგ.
17. ცენტრი უზრუნველყოფს ამანათის/გზავნილის შემცველობის შენახვას, მაგრამ ხანგრძლივი შენახვის გამო მისი ბუნებრივი გაფუჭების ან შემოწმების შედეგად სასაქონლო სახის დაკარგვის თაობაზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება.
18. ამანათი/გზავნილი უნდა გადაეცეს ბრალდებულს/მსჯავრდებულს არა უგვიანეს ერთი დღისა მათი მიღების დღიდან.
19. ამანათის/ზავნილის შემცველობის ჩამონათვალი რეგისტრირდება სპეციალურ ჟურნალში, რის შემდეგაც იგი ხელწერილით გადაეცემა ადრესატს.
20. ამანათიდან/გზავნილიდან იმ ნივთების ან/და ნივთიერებების აღმოჩენის შემთხვევაში, რომელთა ქონა/გამოყენება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ცენტრის უსაფრთხოების მოსამსახურის მიერ დგება შესაბამისი ოქმი და დაუყოვნებლივ ეცნობება შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს.
მუხლი 45🔗. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმოწერა და მიმოწერის შემოწმება
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს დადგენილი წესითა და ცენტრის უფლებამოსილი მოსამსახურის კონტროლით შეუზღუდავი რაოდენობით გააგზავნოს და მიიღოს წერილები, აგრეთვე უფლება აქვს, წარადგინოს განცხადებები, მოთხოვნები და საჩივრები ზეპირად ან წერილობით.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილების მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილების ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს ცენტრის ადმინისტრაციული გამყოფილება. პირადი ხასიათის კორესპონდენცია ადრესატს ეგზავნება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით.
3. ცენტრის ადმინისტრაციული განყოფილება ბრალდებულს/მსჯავრდებულს მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს საწერი საშუალებებითა და ქაღალდით.
4. საქართველოს მოქალაქე ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შეუძლიათ წარადგინონ წინადადებები, განცხადებები და საჩივრები საქართველოს სახელმწიფო ენაზე. უცხო ქვეყნების მოქალქე ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შეუძლიათ წარადგინონ განცხადებები და საჩივრები მშობლიურ ენაზე ან ნებისმიერ სხვა ენაზე, რომელსაც ისინი ფლობენ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ისარგებლონ თარჯიმნის მომსახურებით. ბრალდებულს/მსჯავრდებულს პასუხი გაეცემა სახელმწიფო ენაზე, მიმართვის ენაზე გადათარგმნით, რომელსაც უზრუნველყოფს ცენტრის ადმინისტრაციული განყოფილება.
5. თუ წერილები საჭიროებს სახელმწიფო ენაზე თარგმნას, მათი გადაცემის ვადა შეიძლება გაიზარდოს თარგმნისათვის აუცილებელი ვადით.
6. გასაგზავნ წერილზე მითითებული უნდა იყოს ადრესატის ვინაობა და მისამართი, აგრეთვე გამგზავნის ვინაობა და ცენტრის საფოსტო მისამართი. წერილის გაგზავნისათვის საჭირო თანხის მოხსნას ბრალდებულის/მსჯავრდებულის ანგარიშიდან ახორციელებს ცენტრის სოციალური განყოფილების მოსამსახურე ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით. გადახდის ქვითრის ერთი ნაწილი გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ხოლო მეორე ნაწილი დაერთვის ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად წერილს. ანალოგიური წესი მოქმედებს შეკვეთილი და ფასიანი წერილების, აგრეთვე ფულადი გზავნილების გაგზავნისას.
7. შემოსულ წერილზე მითითებული უნდა იყოს ადრესატი, გამომგზავნი პირის ვინაობა და მისამართი.
8. ბრალდებულისგან/მსჯავრდებულისგან მიღებული წერილის გაგზავნამდე, აგრეთვე შემოსული წერილის ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გადაცემამდე ცენტრის ადმინისტრაციულ განყოფილებას ეკისრება პასუხისმგებლობა მათ შენახვაზე და მიმოწერის კონფიდენციალურობის დაცვაზე.
9. ცენტრის ადმინისტრაციული განყოფილება მიღებული წერილის, მათ შორის მოთხოვნებისა და საჩივრების გაგზავნას ან მიღებული წერილის ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გადაცემას უზრუნველყოფს არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, თუ არ არსებობს დამაბრკოლებელი გარემოებები. წერილის გაცნობა დასტურდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხელწერილით. ბრალდებული/მსჯავრდებული გასაგზავნ კორესპონდენციას, გარდა საჩივრის ყუთის საშუალებით გასაგზავნისა, გადასცემს ცენტრის სოციალური განყოფილების მოსამსახურეს, რომელიც უზრუნველყოფს კორესპონდენციის ცენტრის ადმინისტრაციული განყოფილებისათვის მიწოდებას.
10. ცენტრის ადმინისტრაციული განყოფილება უზრუნველყოფს წერილობითი ხასიათის განცხადებებისა და მოთხოვნების რეგისტრაციას და არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა უგზავნის/აცნობს შესაბამის ადრესატს.
11. ბრალდებული/მსჯავრდებული საჩივრის ყუთით სარგებლობს დამოუკიდებლად.
12. ცნობები ახლო ნათესავის გარდაცვალების ან მძიმე ავადმყოფობის შესახებ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ცენტრის სოციალური განყოფილების მოსამსახურის მიერ გადაეცემა დაუყოვნებლივ.
13. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ცენტრის დატოვების შემდეგ მის სახელზე მოსული წერილები სამი სამუშაო დღის განმავლობაში იგზავნება მისი ყოფნის ახალ ადგილზე. თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ყოფნის ახალი ადგილსამყოფელი უცნობია, მაშინ წერილი უბრუნდება გამომგზავნს.
14. ის განცხადებები, მოთხოვნები და საჩივრები, რომლებიც შეეხება გზავნილების, ამანათების მიღების, ფულის ხარჯვის, სამედიცინო დახმარების, მატერიალური უზრუნველყოფის, აგრეთვე ამ ხასიათის სხვა საკითხებს, განიხილება და გადაწყდება ცენტრის დირექტორის მიერ ადგილზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოცემული საკითხის გადაწყვეტა სხვა ორგანოს/პირის უფლებამოსილებას განეკუთნება. ასეთ შემთხვევაში ცენტრის ადმინისტრაციული განყოფილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აგზავნის კორესპონდენციას შესაბამის ადრესატთან.
15. ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია ექვემდებარება შემოწმებას, რაც მოიცავს ვიზუალურ დათვალიერებას, კორესპონდენციის შინაარსის გაცნობის გარეშე, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, დასაბუთებული ვარაუდისას, თუ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, ცენტრის უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე უფლებამოსილია გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და საჭიროებისამებრ შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა, რის თაობაზედაც დაუყოვნებლივ ეცნობება კორესპონდენციის გამგზავნს.
16. ადრესატს არ მიეწოდება/არ ეგზავნება და უფლებამოსილ ორგანოს ან თანამდებობის პირს გადაეცემა კორესპონდენცია, რომლის შინაარსის გაცნობის შედეგად დადგინდა, რომ იგი:
ა) შეიცავს ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას;
ბ) შეიცავს ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს ახალი დანაშაულის ჩადენას;
გ) შესრულებულია შიფრით;
დ) შეიცავს სახელმწიფო ან სხვა საიდუმლოს გასაჯაროების საფრთხეს;
ე) შეიცავს ინფორმაციას, რომლის გავრცელებამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ცენტრის, მოსამსახურის ან/და მისი ოჯახის წევრის უსაფრთხოებას;
ვ) შეიცავს ინფორმაციას აკრძალული ნივთების ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის მიწოდების საშუალებების თაობაზე.
17. დახურული კონვერტით მიღებული კორესპონდენცია უნდა გაიხსნას ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით. აღნიშნული კორესპონდენცია ექვემდებარება ვიზუალურ დათვალიერებას, შინაარსის გაცნობის გარეშე.
18. ცენტრის უფლებამოსილ მოსამსახურეს ეკრძალება შეაჩეროს ან/და შეამოწმოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, დამცველი, პროკურორი.
მუხლი 46🔗. სატელეფონო საუბარი
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს სატელეფონო საუბრის უფლება, რომელიც ხორციელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით და ცენტრის უფლებამოსილი მოსამსახურის კონტროლით, მიყურადების გარეშე.
2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება ცენტრიდან სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან სატელეფონო საუბარი.
3. დასაბუთებული ეჭვის არსებობისას ცენტრის უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეს უფლება აქვს, მოისმინოს და ჩაიწეროს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრები, რის შესახებაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს წინასწარ ეცნობება. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაფრთხილების ვალდებულება არ წარმოიშობა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებისას.
4. ცენტრში მოთავსებული მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრის რაოდენობა და ხანგრძლივობა განისაზღვრება იმ ტიპის/რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრობის კოდექსით დადგენილი უფლებებით, რა ტიპიც/რისკიც განესაზღვრა დეპარტამენტის დირექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ბრალდებულს უფლება აქვს, ცენტრის უფლებამოსილი მოსამსახურის კონტროლით, საკუთარი ხარჯით 1 თვის განმავლობაში 3-ჯერ ჰქონდეს სატელეფონო საუბარი, თითოეული – არაუმეტეს 15 წუთისა. 2016 წლის 1 იანვრამდე ბრალდებული სატელეფონო საუბრით სარგებლობს მხოლოდ გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს ნებართვით.
მუხლი 47🔗. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხანმოკლე პაემანი
1. აკრძალულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული იზოლაცია.
2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს თავის ახლო ნათესავებთან (შვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის მშობელი, გერი, ნაშვილები და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია, პაპა, ბებიის დედ-მამა, პაპის დედ-მამა (როგორც დედის, ისე მამის მხრიდან), ბიძა (დედის ძმა, მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, აგრეთვე პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას ეწეოდა სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში) ხანმოკლე პაემნის უფლება. აღნიშნულ პირებთან შეხვედრაზე ცენტრის დირექტორის თანხმობა/მოტივირებული უარი ბრალდებულს/მსჯავრდებულს წერილობით ეცნობება.
3. ცენტრის დირექტორის შუამდგომლობით, წახალისების ფორმით ბრალდებულს/მსჯავრდებულს დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლება, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ მუხლის მე-2 ნაწილით.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ პირებთან ბრალდებულის/მსჯავრდებულის ურთიერთობის კონტროლი ხორციელდება მისი პატივისა და ღირსების შეულახავად.
5. ცენტრში მოთავსებული მსჯავრდებულის ხანმოკლე პაემნის რაოდენობა განისაზღვრება იმ ტიპის/რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრობის კოდექსით დადგენილი უფლებებით, რა ტიპიც/რისკიც განესაზღვრა დეპარტამენტის დირექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. ბრალდებული სარგებლობს 1 თვის განმავლობაში არაუმეტეს 4 ხანმოკლე პაემნის უფლებით. 2016 წლის 1 იანვრამდე ბრალდებული ხანმოკლე პაემნით სარგებლობს მხოლოდ პროკურორის ან გამომძიებლის ნებართვის საფუძველზე.
7. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რაოდენობის ხანმოკლე პაემნების გარდა, წახალისების ფორმით, შეიძლება მიეცეს საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლება დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით, ცენტრის დირექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეიძლება აგრეთვე მიეცეს იმ პირთან საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლება, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ მუხლის მე-2 პუნქტით.
მუხლი 48🔗. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხანმოკლე პაემნის განხორციელების წესი
1. ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ხანმოკლე პაემნის განხორციელების თაობაზე არანაკლებ ხუთი დღით ადრე წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს ცენტრის დირექტორს. ხანმოკლე პაემნის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, ამ დებულების 47-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა ცენტრის დირექტორს უნდა წარუდგინოს ახლო ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი, მოქალაქის პირადობის, მართვის, ქორწინების, დაბადების მოწმობები ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოთა საბუთები) ან სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრამდე 1 წლის განმავლობაში ურთიერთთანაცხოვრების და საერთო მეურნეობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, სხვა სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული ან/და სანოტარო წესით დამოწმებული შესაბამისი დოკუმენტი). კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, ცენტრი უფლებამოსილია განცხადება მიიღოს ხუთდღიანი ვადის დაუცველად.
2. ცენტრი ხანმოკლე პაემნის მოთხოვნის თაობაზე განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა უზრუნველყოფს ხანმოკლე პაემნის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რის თაობაზედაც განმცხადებელი იმავე დღეს უნდა იქნეს ინფორმირებული. ხანმოკლე პაემნის განხორციელების ნებართვას განცხადების საფუძველზე გასცემს ცენტრის დირექტორი ან ცენტრის დირექტორის მიერ უფლებამოსილი პირი.
3. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფს ხანმოკლე პაემანზე მოსასვლელი პირის მოწვევას.
4. ცენტრში ხანმოკლე პაემანი ხორციელდება მინის გამყოფი ბარიერის მიღმა.
5. ხანმოკლე პაემანი ეწყობა ერთიდან ორ საათამდე ვადით. ხანმოკლე პაემნის ხანგრძლივობა ცენტრის უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ შეიძლება შემცირდეს შეხვედრებზე მყოფი პირების მოთხოვნით. ხანმოკლე პაემანი მიმდინარეობს ცენტრის წარმომადგენლის მხოლოდ ვიზუალური კონტროლით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. ამ დებულების 47-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ პირებთან ბრალდებულის/მსჯავრდებულის ურთიერთობის კონტროლი ხორციელდება მისი პატივისა და ღირსების შეულახავად.
7. ხანმოკლე პაემანზე ბრალდებული/მსჯავრდებული შეიძლება ერთდროულად შეხვდეს არაუმეტეს 2 სრულწლოვან პირს, რომელთაც შეიძლება ახლდნენ ხანმოკლე პაემნის უფლების მქონე არასრულწლოვნებიც. ხანმოკლე პაემანზე მიმსვლელ პირთა ზღვრულ ოდენობას, არსებული პირობების გათვალისწინებით, განსაზღვრავს ცენტრის დირექტორი, ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოების, ცენტრის რეჟიმისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე.
8. ხანმოკლე პაემანზე ბრალდებული/მსჯავრდებული უნდა გამოცხადდეს მოწესრიგებული. იგი ვალდებულია დაიცვას სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნები და შეასრულოს ცენტრის წარმომადგენლის კანონიერი მითითებები.
9. ცენტრში აკრძალული და არანებადართული ნივთების, ნივთიერებების მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, ბრალდებული/მსჯავრდებული ხანმოკლე პაემანის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ გადის შესაბამის შემოწმებას.
10. შეხვედრაზე მოსულ პირებს ცენტრის უფლებამოსილი წარმომადგენელი განუმარტავს ხანმოკლე პაემნის ჩატარების წესს. შეხვედრაზე მოსული პირები ცენტრში აკრძალულ და არანებადართულ ნივთებს, ნივთიერებებს შესანახად ხელწერილით აბარებენ ცენტრის უფლებამოსილ მოსამსახურეს.
11. ცენტრის სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება აწარმოებს ხანმოკლე პაემნის დადგენილი ფორმის ბარათს, რომელიც დახურვის შემდგომ ინახება ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეში.
მუხლი 49🔗. ხანმოკლე პაემნის უფლების შეზღუდვა, შეწყვეტა და შეჩერება
1. ხანმოკლე პაემნის უფლების შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან/და ცენტრში წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
2. ეპიდემიათა საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისას, სტიქიური უბედურებებისა და სხვა განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, რომლებიც ხელს უშლიან ცენტრის ნორმალურ საქმიანობას, პაემანზე მოსული პირების, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სარეჟიმო მოთხოვნების დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის ნიშნების გამოვლენისას ხანმოკლე პაემნები შეიძლება შეწყდეს ან დროებით შეჩერდეს.
მუხლი 50🔗. ხანმოკლე პაემნის შეცვლა
1. ბრალდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება ხანმოკლე პაემანი შეეცვალოს სატელეფონო საუბრით.
2. მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება შეეცვალოს ხანმოკლე პაემნით, ხოლო ხანმოკლე პაემანი და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება – სატელეფონო საუბრით.
3. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლით და ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების დამატებითი სატელეფონო საუბრით შეცვლის თაობაზე, ბრალდებული/მსჯავრდებული განცხადებით მიმართავს ცენტრის დირექტორს. სატელეფონო საუბრის უფლება ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი საერთო წესით.
მუხლი 51🔗. ბრალდებულის/მსჯავრდებულის რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების განხორციელება
ბრალდებულის/მსჯავრდებულის რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის და სასულიერო პირებთან შეხვედრის წესი განისაზღვრება „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობისა და სასულიერო პირებთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“ მინისტრის 2010 წლის 30 დეკემბრის №187 ბრძანებით.
მუხლი 52🔗. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გასეირნება
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს სუფთა ჰაერზე გასეირნების უფლება დღეში არანაკლებ ერთი საათისა.
2. გასეირნება ხდება ცენტრში საამისოდ გამოყოფილ სპეციალურ ადგილზე.
3. გასეირნება შეიძლება ვადამდე შეწყდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სურვილით ან მის მიერ დებულების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.
მუხლი 53🔗. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს პრესის გაცნობისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა გამოყენების შესაძლებლობა. ცენტრში, როგორც წესი, ხდება რადიო და ტელეტრანსლაცია.
2. თავისუფალ დროს ბრალდებულს/მსჯავრდებულს დებულებით დადგენილი წესით ეძლევა რადიოტრანსლაციის მოსმენისა და ტელეტრანსლაციის ნახვის უფლება.
3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფს ცენტრის დირექტორის თანხმობით, ცენტრისათვის გათვალისწინებული შეზღუდვების შესაბამისად, შეიძლება ჰქონდეს პირადი რადიომიმღები და ტელევიზორი, თუ მათი გამოყენებით არ ირღვევა ცენტრის დებულების მოთხოვნები და სხვა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სიმშვიდე. მან აღნიშნული ტექნიკა შეიძლება შეიძინოს თავისი ხარჯით ან მიიღოს ამანათის სახით.
4. დებულების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია ჩამოართვას ბრალდებულს/მსჯავრდებულს ტექნიკა და გადასცეს მის ახლო ნათესავს.
5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია საკუთარი სახსრებით, გონივრული ოდენობით გამოიწეროს სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული, რელიგიური და მხატვრული ლიტერატურა, ჟურნალ-გაზეთები, მიიღოს საწერი საშუალებები, გარდა აკრძალული ნივთებისა.
მუხლი 54🔗. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრა
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს დამცველთან/ადვოკატთან ყოველგვარი შეზღუდვისა და ჩარევის გარეშე შეხვედრის უფლება. ცენტრის უფლებამოსილ მოსამსახურეებს შეუძლიათ დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრას დააკვირდნენ ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებით დისტანციური დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე.
2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით.
3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნულ პირებთან შეხვედრები არ შედის ამ პატიმრობის კოდექსით განსაზღვრულ პაემნებში.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირები უნდა ახორციელებდნენ კანონით გათვალისწინებულ საადვოკატო საქმიანობას.
5. დეპარტამენტმა და ცენტრმა, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, უნდა უზრუნველყოს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დამცველთან შეხვედრის უფლების განხორციელება.
6. ცენტრმა უნდა უზრუნველყოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის დამცველთან შეხვედრის უსაფრთხოების განუხრელი დაცვა, მიიღოს და გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები და ღონისძიებები.
7. ბრალდებული/მსჯავრდებული შეხვედრაზე უნდა გამოცხადდეს მოწესრიგებული. იგი ვალდებულია დაიცვას სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნები და შეასრულოს ცენტრის წარმომადგენლის კანონიერი მითითებები.
8. ცენტრში აკრძალული და არანებადართული ნივთების, ნივთიერებების ფარული მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, ბრალდებული/მსჯავრდებული შეხვედრის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ გაივლის შესაბამის შემოწმებას.
9. შეხვედრაზე მოსული დამცველი ცენტრში აკრძალულ და არანებადართულ ნივთებს, ნივთიერებებს შესანახად, ხელწერილით აბარებს ცენტრის უფლებამოსილ მოსამსახურეს.
10. ეპიდემიათა საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისას, სტიქიური უბედურებებისა და სხვა განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, რომლებიც ხელს უშლიან ცენტრის ნორმალურ საქმიანობას, მნახველის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სარეჟიმო მოთხოვნების დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის ნიშნების გამოვლენისას ხანმოკლე შეხვედრები შეიძლება შეწყდეს ან დროებით შეჩერდეს.
11. დამცველის თავისი დაცვის ქვეშ მყოფ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრის რიგითობის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 55🔗. უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულის/მსჯავრდებულის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების წარმომადგენელთან შეხვედრა და ურთიერთობა
1. უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ჰქონდეს ურთიერთობები თავისი ქვეყნის დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებთან და შეუზღუდავად შეხვდეს მათ წარმომადგენელს.
2. იმ სახელმწიფოთა მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოში არ გააჩნიათ დიპლომატიური ან საკონსულო დაწესებულებები, უფლება აქვთ ჰქონდეთ ურთიერთობები იმ სახელმწიფოთა დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებთან, რომლებსაც მინდობილი აქვთ მათი ინტერესების დაცვა ან სახელმწიფოთაშორის ორგანოებთან, რომლებიც ამ პირთა ინტერესებს იცავენ.
3. ცენტრი, შესაბამისი კონტროლის თანხლებით, ხელს უწყობს ბრალდებულს/მსჯავრდებულს ურთიერთობა ჰქონდეს ამ მუხლით გათვალისწინებულ პირებთან.
4. შეხვედრა მიმდინარეობს ცენტრის წარმომადგენლის მხოლოდ ვიზუალური კონტროლით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კონტროლი უნდა განხორციელდეს ბრალდებულს/მსჯავრდებულს პატივისა და ღირსების შეულახავად.
5. ცენტრის უფლებამოსილი მოსამსახურე შეხვედრაზე მოსული პირს განუმარტავს შეხვედრის ჩატარების წესს, იგი ფულს, ასევე საგნებსა და ფასეულობებს, რომელთა გამოყენება ცენტრში აკრძალულია, შესანახად, ხელწერილით აბარებს ცენტრის უფლებამოსილ მოსამსახურეს.
6. ბრალდებული/მსჯავრდებული შეხვედრაზე უნდა გამოცხადდეს მოწესრიგებული. იგი ვალდებულია დაიცვას სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნები და შეასრულოს ცენტრის წარმომადგენლის კანონიერი მითითებები.
7. ცენტრში აკრძალული და არანებადართული ნივთების, ნივთიერებების მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, ბრალდებული/მსჯავრდებული შეხვედრის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ გაივლის შესაბამის შემოწმებას.
8. შეხვედრა ხორციელდება სპეციალურ ოთახებში.
9. შეხვედრის უფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ გარკვეული დროით თუ არსებობს შეხვედრის უზრუნველყოფისათვის დამაბრკოლებელი ობიექტური გარემოებები, რაც დაკავშირებულია თავად საკონსულოს ან სხვა დიპლომატური წარმომადგენლის უსაფრთხოებასთან. შეხვედრა შედგება ასეთი გარემოებების აღმოფხვრისთანავე.
10. ეპიდემიათა საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისას, სტიქიური უბედურებებისა და სხვა განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, რომლებიც ხელს უშლიან ცენტრის ნორმალურ საქმიანობას, მნახველის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სარეჟიმო მოთხოვნების დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის ნიშნების გამოვლენისას ხანმოკლე შეხვედრები შეიძლება შეწყდეს ან დროებით შეჩერდეს.
თავი V
ცენტრში შესვლა
მუხლი 56🔗. ცენტრში შესვლის უფლება
1. ცენტრის მოსამსახურეები ცენტრში შედიან სამსახურებრივი მოწმობის მეშვეობით.
2. სამინისტროს მოსამსახურეები ცენტრის ტერიტორიაზე შედიან მინისტრის, დეპარტამენტის დირექტორის ან დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილის ერთჯერადი ნებართვით ან მინისტრის, დეპარტამენტის დირექტორის მიერ გაცემული მრავალჯერადი ნებართვით.
3. ნებისმიერი პირი, გარდა ცენტრის მოსამსახურეებისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა, ცენტრში შესასვლელად საჭიროებს სპეციალურ საშვს, რომელსაც ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის გასცემს ცენტრის დირექტორი ან ცენტრის დირექტორის მოადგილე.
4. ცენტრის ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლებელია კონკრეტული პირისთვის გაიცეს მრავალჯერადი ვადიანი სპეციალური საშვი. მრავალჯერად საშვს გასცემს ცენტრის დირექტორი.
5. ცენტრში შემსვლელი პირები გაივლიან შემოწმება/დათვალიერებას ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
6. დაუშვებელია ცენტრის ტერიტორიაზე აუდიოვიდეოტექნიკისა და ფიქსაციის სხვა სახის ტექნიკის სპეციალური ნებართვის გარეშე შეტანა. ნებართვას გასცემს მინისტრი ან დეპარტამენტის დირექტორი. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფოტო, კინო, ვიდეოგადაღება ან მასთან ინტერვიუს ჩაწერა შეიძლება მხოლოდ ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობით.
მუხლი 57🔗. ცენტრში შესვლის წესი
1. დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოს (შემდგომში – გარე დაცვის სამმართველოს) მოსამსახურე (შემდგომში – გუშაგი) გამშვებ პუნქტზე გაატარებს:
ა) სამინისტროსა და ცენტრის მომსახურეებს – სამსახურებრივი მოწმობით;
ბ) გამომძიებელებს – სამსახურებრივი მოწმობითა და შესაბამისი საშვით;
გ) პაემანზე მისულ პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ პირებს ცენტრის თანამშრომლის თანხლებით, თუ მათ გააჩნიათ ცენტრის დირექტორის წერილობითი ნებართვა, აგრეთვე მის საფუძველზე დირექტორის მიერ გაცემული საშვი.
დ) სხვა პირებს, რომლებიც თავისი სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე უნდა შევიდნენ ცენტრში – ერთჯერადი ან დროებითი საშვითა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით.
2. გამშვებ დერეფანში პირების გაშვებისას გუშაგი იცავს შემდეგ თანმიმდევრობას:
ა) აღებს პირველ შემსვლელ კარს, შეუშვებს გამშვებ დერეფანში პირს და დაკეტავს კარს;
ბ) ამოწმებს საშვს და პირადობის დამადასტურებელ საბუთს, დარწმუნდება მათ სისწორესა და კუთვნილებაში წარმდგენი პირის მიმართ;
გ) გამოკითხავს პირს აქვს თუ არა მას იარაღი, თუ პირს იარაღი გააჩნია, გუშაგი მოახსენებს უშუალო უფროსს და მისი ბრძანებით ინხავს იარაღს შესაბამის დაცულ ადგილას და სანაცვლოდ აძლევს პირს შესაბამის ნომერს. იარაღის მიღება/გაცემა რეგისტრირდება შესაბამის ჟურნალში;
დ) სთავზობს პირს, დატოვოს სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე ჩანთა, პორტფელი, ფული, მობილური ტელეფონი და სხვა ნივთები, გააღებს მეორე შემსვლელ კარს, გაატარებს მოსულ პირს და დაკეტავს კარს (იმ შემთხვევაში, თუ გაშვების სისწორეში ეჭვი შეეპარება, საშვის (დოკუმენტის) დაბრუნების გარეშე მოახსენებს უშუალო უფროსს და შემდეგ იმოქმედებს მისი მითითებით);
ე) არ დაუშვებს გამშვებ დერეფანში 3 პირზე მეტის ყოფნას, ცენტრიდან გამომსვლელი და ცენტრში შემსვლელი პირების ერთად ყოფნას, აგრეთვე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და სხვა პირების ერთდროულ გაშვებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ახლავს ცენტრის წარმომადგენელი.
3. პირებს, რომლებიც შედიან ცენტრში, გუშაგი ართმევს მას პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და გადასცემს საშვს, ხოლო გამოსვლისას უბრუნებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს. როდესაც ცენტრში ერთჯერადი საშვით შესასვლელ პირს, აგრეთვე პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს, რომელიც ხანმოკლე პაემანზეა მოსული, ჩამოერთმევა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გადაეცემა საშვი (საკონტროლო ტალონის მოხევის შემდეგ), გამოსვლისას უბრუნდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ჩამოერთმევა საშვი. პირს, რომელმაც ცენტრიდან გამოსვლის დროს გადაამეტა, გუშაგი შეაჩერებს დროის გადამეტების მიზეზის გამორკვევამდე.
4. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირს, რომელიც საკონტროლო-გამშვებ პუნქტში გადის, განზრახული აქვს შეიტანოს ცენტრში აკრძალული ნივთები, ნივთიერებები და აკრძალული საკვები პროდუქტები ან გაიტანოს ცენტრიდან არაკანონიერად შეძენილი მატერიალური ფასეულობები, გუშაგი, ცენტრის სამართლებრივი რეჟმის განყოფილების მოსამსახურე ან/და ცენტრის უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე ამ პირს განუცხადებს რომ, მას შესვლის/გამოსვლის უფლება მიეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი თანხმობას განაცხადებს მისი კუთვნილი ნივთებისა და ტანსაცმლის შემოწმებაზე. შემოწმებას ახორციელებს იმავე სქესის მოსამსახურე, რა სქესსაც მიეკუთნება შესამოწმებელი პირი. შემოწმების შედეგად გადამალული საგნების, ნაკეთობების ან ნივთიერებების აღმოჩენის შესახებ ეცნობება ოპერატიულ მორიგესა და ცენტრის უსაფრთხოების მოსამსახურეს, რომლებიც პირს დროებით შეაჩერებენ რაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება დეპარტამენტს და შესაბამის საგამოძიებო ორგანოს საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად.
5. ცენტრში ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრაზე შემსვლელი პირისათვის აკრძალულია ამ დებულების დანართი №4-ით გათვალისწინებული ნივთების, ნივთიერებების და საკვები პროდუქტების შეტანა.
6. საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე პირის შეჩერების შესახებ ყარაულის უფროსი აკეთებს ჩანაწერს პუნქტის ჟურნალში და მიუთითებს როდის, ვინ და რა მიზეზით იქნა შეჩერებული შესამოწმებლად, ვინ ატარებს შემოწმებას და შემოწმების შედეგები.
7. ცენტრში სტუმრები შეიშვებიან მხოლოდ ცენტრის მოსამსახურეთა თანხლებით.
8. ცენტრში იქმნება ცენტრში შემსვლელ/გამომსვლელ პირთა სარეგისტრაციო ჟურნალი, რომელსაც აწარმოებს დეპარტამენტის გარე დაცვის სამმართველოს შესაბამისი განყოფილების უფროსის მიერ უფლებამოსილი პირი.
მუხლი 58🔗. ცენტრში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის წესი
1. ცენტრში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებით სარგებლობენ:
ა) საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პარლამენტის წევრი;
გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
დ) პროკურატურის სისტემის საამისოდ უფლებამოსილი პირები;
ე) საქართველოს სახალხო დამცველი;
ვ) მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირები;
ზ) სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები.
2. სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეები, სამსახურებრივი მოწმობით, საშვგამტარი ან სხვა შემზღუდავი რეჟიმის გვერდის ავლით, დაუყოვნებლივ შედიან ცენტრში.
3. ცენტრში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მქონე პირს გუშაგი საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეუმოწმებს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. თუ დოკუმენტი წესრიგშია გუშაგი მას გადასცემს ცენტრში შესასვლელ საშვს და გაატარებს.
თავი VI
მოთხოვნა და საჩივარი
მუხლი 59🔗. მოთხოვნა და მისი შეტანის წესი
1. მოთხოვნის შეტანით ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია მოითხოვოს იმგვარი უფლებები, რომელთა მინიჭებაც ცენტრის უფლებამოსილებას განეკუთვნება.
2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოთხოვნა შეიტანოს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, წერილობითი ფორმით. მოთხოვნა შეიძლება კონფიდენციალური იყოს.
3. მოთხოვნა რეგისტრირდება ცენტრის ადმინისტრაციული განყოფილების მიერ, ხოლო რეგისტრაციის ნომერი გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს.
4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოთხოვნით მიმართოს ცენტრის დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, რომელიც ვალდებულია წერილობით უპასუხოს მას 5 დღის ვადაში.
5. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს.
მუხლი 60🔗. საჩივრის შეტანის უფლება
1. საჩივრის შეტანის საფუძველია სასჯელაღსრულების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი თანამშრომლის ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილება და პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებულ უფლებათა სხვაგვარი ხელყოფა.
2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივარი შეიტანოს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად.
3. საჩივრის შეტანა შესაძლებელია შესაბამისი საფუძვლის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში.
4. საჩივრის შეტანის უფლება აგრეთვე აქვს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატს, კანონიერ წარმომადგენელს ან ახლო ნათესავს, თუ:
ა) მას აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დაირღვა ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებები;
ბ) ბრალდებულს/მსჯავრდებულს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, თავად შეიტანოს საჩივარი.
5. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯა საჩივრის შეტანის გამო.
მუხლი 61🔗. საჩივრის ადრესატი
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივრით მიმართოს ცენტრის დირექტორს, თუ საჩივარი უკავშირდება ცენტრის მოსამსახურის საქმიანობას.
2. მსჯავრდებულს უფლება აქვს, ცენტრის დირექტორის უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე გაასაჩივროს დეპარტამენტის დირექტორთან, აგრეთვე იმ საჩივრით, რომელიც უკავშირდება ცენტრის დირექტორის საქმიანობას, მიმართოს დეპარტამენტის დირექტორს.
3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, იმ საჩივრით, რომელიც უკავშირდება დეპარტამენტის დირექტორის საქმიანობას, მიმართოს მინისტრს.
4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს საჩივრით მიმართოს საქართველოს სახალხო დამცველს/სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს.
მუხლი 62🔗. საჩივრის შეტანის წესი
1. საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს წერილობით, მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ადვოკატის კონსულტაცია. ადვოკატის ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც არ ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, არ ესმის სამართალწარმოების ენა, შეუძლია ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით.
4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს პასუხი გაეცემა საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურა.
მუხლი 63🔗. საჩივრის შეტანის ხელშეწყობა
1. საჩივრის ადრესატის განსაზღვრის ან სხვა ტექნიკური საკითხის მოგვარების მიზნით ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ცენტრის სოციალური განყოფილების მუშაკის კონსულტაცია.
2. ცენტრის სოციალურმა განყოფილებამ, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთხოვნის შემთხვევაში, ბრალდებული/მსჯავრდებული უნდა უზრუნველყოს საჩივრის შესატანად საჭირო საშუალებათა აუცილებელი რაოდენობით, მათ შორის, ქაღალდით, კონვერტებით კონფიდენციალური საჩივრებისათვის, საწერი საშუალებებით და სხვა.
3. ცენტრის უფლებამოსილმა მოსამსახურემ უნდა უზრუნველყოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პრობლემების ადგილზე გადაჭრა. არაკონფიდენციალური საჩივარი, რომელიც ცენტრის დირექტორმა შესაძლოა ადგილზე გადაწყვიტოს, გადაწყდება იმ ორგანოს და პირის მიერ მისი განხილვის შედეგების დალოდების გარეშე, რომელსაც ის გაეგზავნა.
მუხლი 64🔗. საჩივრის ყუთი
1. საჩივრის ყუთი უნდა განთავსდეს ცენტრის ტერიტორიაზე ყველა ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ხელმისაწვდომ ადგილას. ცენტრის ტერიტორიაზე შეიძლება განთავსდეს საჩივრის რამდენიმე ყუთი.
2. საჩივრის ყუთი ცენტრში უნდა განთავსდეს ისეთ ადგილას, რომ მასზე არ განხრციელდეს მეთვალყურება.
3. საჩივრის ყუთი უნდა იყო დალუქული და ჰქონდეს წარწერა – „საჩივრების ყუთი“.
4. ცენტრის სოციალური განყოფილების სოციალური მუშაკი საჩივრების ყუთს კეტავს და ლუქავს ცენტრის დირექტორის ან მისი მოადგილის თანდასწრებით.
5. ცენტრის სოციალური განყოფილების სოციალური მუშაკი საჩივრების ყუთს ხსნის ყოველი დღის ბოლოს ცენტრის დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის თანდასწრებით.
6. საჩივრის ყუთის გახსნისთანავე ხდება კონვერტების ვიზუალური დათვალიერება და კონვერტის ნომრის რეგისტრაცია.
7. საჩივრის ყუთში არსებულ მოთხოვნებსა და საჩივრებს აღრიცხავს ცენტრის სოციალური განყოფილების მოსამსახურე, რის შემდეგაც სოციალური განყოფილების მოსამსახურე მოთხოვნას/საჩივარს, ადრესატთან გაგზავნის მიზნით, ხელწერილით გადასცემს, ცენტრის ადმინისტრაციულ განყოფილებას. ცენტრის სოციალური განყოფილების მოსამსახურე მოთხოვნის/საჩივრის ხელწერილით გაცაცემასთან ერთად, ცენტრის ადმინისტრაციულ განყოფილებას ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამის მეშვეობით უგზავნის მიმართვას მოთხოვნის/საჩივრის გადაცემის თაობაზე.
8. საჩივრების ყუთის დაზიანების შემთხვევაში დაზიანებიდან უმოკლეს ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 3 დღისა, უნდა შეკეთდეს იგი ან უნდა განთავსდეს ახალი ყუთი.
მუხლი 65🔗. კონფიდენციალური საჩივარი
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეიტანოს კონფიდენციალური საჩივარი.
2. კონფიდენციალურია საჩივარი, რომელიც მოთავსებულია დალუქულ კონვერტში და რომელზედაც მითითებულია ადრესატი.
3. ცენტრის ადმინისტრაციული განყოფილება არ უზრუნველყოფს იმ საჩივრის კონფიდენციალურობის დაცვას, რომელზედაც არ არის მითითებული ადრესატი.
4. ცენტრის სოციალური განყოფილება უზრუნველყოფს კონფიდენციალური საჩივრების აღრიცხვას, რა დროსაც მოქმედებს ამ დებულების 64-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესით.
მუხლი 66🔗. საჩივრის გადაგზავნის წესი
1. ცენტრის ადმინისტრაციული განყოფილება ვალდებულია შემოსული საჩივარი მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა გადაუგზავნოს ადრესატს.
2. ცენტრის დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს მისთვის განკუთვნილი საჩივარი მიეწოდება შეუფერხებლად. აღნიშნული მოვალეობის შესრულება ეკისრება ცენტრის ადმინისტრაციულ განყოფილებას.
3. საჩივრის გადაგზავნიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა საჩივრების ყუთთან გამოიკვრება გადაგზავნილი საჩივრის რეგისტრაციის ის ნომერი, რომელიც ამ დებულების 64-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამის მიერ მიენიჭა ცენტრის სოციალური განყოფილების მოსამსახურის მიმართვას და შესაბამისი კონვერტის კოდი.
4. არაკონფიდენციალური საჩივარი განსახილველად არ ეგზავნება იმ პირს ან მისდამი უშუალოდ დაქვემდებარებულ პირს, რომლის ქმედებასაც ეხება საჩივარი.
მუხლი 67🔗. საჩივრის განხილვის წესი
1. ცენტრის დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი საჩივარს განიხილავს მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. განსაკუთრებულ შემთხვევაში საჩივრის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით. ვადის გაგრძელების შესახებ საჩივრის ავტორს დაუყოვნებლივ ეცნობება ზეპირი ან წერილობითი ფორმით.
2. დაუშვებელია საჩივრის გადაწყვეტაში იმ პირის მონაწილეობა, რომლის ქმედება, სამართლებრივი აქტი ან გადაწყვეტილება საჩივრდება.
3. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საჩივარი განიხილება კანონით დადგენილ ვადაში.
მუხლი 68🔗. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრები
1. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრები განეკუთვნება განსაკუთრებულ შემთხვევას და განხილულ უნდა იქნეს დაუყოვნებლივ.
2. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრების შესახებ არა უგვიანეს 24 საათისა უნდა ეცნობოს ცენტრის დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს ან/და სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს.
მუხლი 69🔗. საჩივრის განხილვის შედეგები
1. საჩივრის განხილვის შედეგად ამ დებულების 67-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილ პირს გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ;
ბ) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;
გ) საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
2. საჩივრის განხილვის შედეგები ბრალდებულს/მსჯავრდებულს ხელწერილით გაეცნობა გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა და დაერთვის ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეს.
3. საჩივარში მითითებულ ყოველ კონკრეტულ მოთხოვნას უნდა გაეცეს დასაბუთებული პასუხი.
4. საჩივარზე უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ეცნობოს დასაბუთებული პასუხი.
მუხლი 70🔗. გადაწყვეტილების გასაჩივრება
ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს საჩივრის განხილვის შედეგები ადმინისტრაციული წესით გაასაჩივროს სასამართლოში.
თავი VII
ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინა
მუხლი 71🔗. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინა
1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინა (შემდგომში – დისციპლინა) არის მის მიერ საქართველოს კონსტიტუციის, პატიმრობის კოდექსის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების, მათ შორის, ამ დებულების, მინისტრის, დეპარტამენტის დირექტორის, დირექტორის ბრძანებების, განკარგულებების, მითითებების შესრულება.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დისციპლინის მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს მის დისციპლინურ პასუხისმგებლობას.
მუხლი 72🔗. მსჯავრდებულის წახალისების ფორმები
მსჯავრდებულის მიერ სანიმუშო ყოფაქცევის ან/და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
გ) დამატებითი ხანმოკლე პაემანი;
დ) პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობა;
ე) დამატებითი სატელეფონო საუბარი;
ვ) ცენტრის დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა;
ზ) ცენტრის დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც გათვალისწინებული არ არის პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით.
მუხლი 73🔗. დისციპლინური დარღვევა
1. დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა ქმედება, რომელიც არღვევს ცენტრის დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ:
ა) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა;
ბ) ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დარღვევა;
გ) ცენტრის მოსამსახურისა და სხვა უფლებამოსილი პირისადმი მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას დაუმორჩილებლობა ან მათთვის სხვაგვარი წინააღმდეგობის გაწევა;
დ) განზრახი ქმედების ჩადენა, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, აგრეთვე სხვა პირის ღირსებისა და ხელშეუხებლობის შელახვა;
ე) ცენტრის ან სხვა პირის ქონების დაზიანება/განადგურება, მათ შორის, მისი ვიზუალური მხარის ცვლილებით;
ვ) ცენტრის მიერ დადგენილი გადაადგილების შეზღუდვების/საზღვრების უნებართვოდ გადაკვეთა;
ზ) ცენტრის ტერიტორიაზე სარგებლის მიღების მიზნით საქმიანობა ცენტრის უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე;
თ) ცენტრის ტერიტორიაზე განთავსებულ მოწყობილობათა/სისტემების ფუნქციონირებაში ცენტრის უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე ჩარევა, შენობა-ნაგებობების დიზაინსა და ფუნქციებში ცვლილებების თვითნებურად შეტანა;
ი) ცენტრის ტერიტორიაზე აკრძალული ნივთის დამზადება, ფლობა ან სარგებლობა;
კ) ხმაური ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის ცენტრის ნორმალურ ფუნქციონირებას;
ლ) ნებისმიერი სახის ინფორმაციის უკანონო ფორმით მიწოდება პალატიდან/საკნიდან პალატაში/საკანში ან ცენტრის გარეთ;
მ) ცენტრის დებულების, ცენტრში დადგენილი დღის განრიგისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ნორმების დარღვევა.
2. დისციპლინური დარღვევის აღმოჩენის დროს ცენტრის შესაბამისი მოსამსახურე/მოსამსახურეები ადგენს ოქმს დისციპლინური დარღვევის შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს დარღვევის დრო, ადგილი, მნიშვნელოვანი გარემოებები, დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებები, დარღვევის მოწმე, დაზარალებული და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ოქმის შედგენისას დარღვევის მოწმედ არ შეიძლება განიხილებოდეს ოქმის შემდგენი მოსამსახურე.
3. ოქმის შედგენის დროს, აგრეთვე საქმისწარმოების შემდგომ ეტაპებზე, მკიცებულებების შეგროვების მიზნით, ცენტრს შეუძლია გამოიყენოს ფოტო, ვიდეო და აუდიო აპარატურა.
4. თუ არსებობს ნივთიერი მტკიცებულებები ისინი ამოიღება, შეიფუთება, დაილუქება, მიეთითება რომელ საქმეზე და როდის არის დალუქული და შეინახება ერთი თვე ან დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
5. თუ ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება წარმოადგენს აკრძალულ ნივთს ის განადგურდება შენახვის ვადის გასვლიდან ერთი კვირის განმავლობაში ან გადაეცემა ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავს თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო, თუ ის არ წარმოადგენს ცენტრში აკრძალულ ნივთს იგი დაუბრუნდება შესაბამის პირს.
6. დარღვევის ოქმის შედგენის შემდგომ, შემდგენი პირებიდან თანამდებობით ან/და წოდებით უფროსი მოსამსახურე უზრუნველყოფს ოქმის ადმინისტრაციულ განყოფილებაში რეგისტრაციას და პატაკით დირექტორისთვის წარდგენას.
მუხლი 74🔗. დისციპლინური სახდელი
1. დისციპლინური დარღვევის შედეგია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური პასუხისმგებლობა. დისციპლინური დარღვევისათვის გამოყენებული სახდელი უნდა იყოს ჩადენილი ქმედების პროპორციული.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენება დაიშვება მხოლოდ დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე და მას შემდეგ, რაც დადასტურდება მის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენის ფაქტი.
3. ჯგუფური დარღვევის შემთხვევაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ სახდელი ინდივიდუალურად დგინდება.
4. თუ დისციპლინური დარღვევის გარემოებები წარმოშობს პატიმრობის კოდექსის 57-ე მუხლით გათვალისწინებული უსაფრთხოების ღონისძიების გამოყენების საფუძველს, უსაფრთხოების ღონისძიება გამოიყენება დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებამდე.
5. დისციპლინური სახდელის სახეებია:
ა) გაფრთხილება;
ბ) საყვედური;
გ) ნებადართული ნივთებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით;
დ) ამანათისა და გზავნილის მიღების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით;
ე) სამარტოო საკანში მოთავსება 14 დღემდე ვადით;
ვ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;
ზ) პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;
თ) ცენტრის ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;
ი) ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;
კ) კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა არაუმეტეს წელიწადში 6-ჯერ.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“–„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თითოეული უფლების შეზღუდვის ვადა 1 წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
7. დაუშვებელია ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“, „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების ერთდროულად შეზღუდვა.
შენიშვნა: დისციპლინური გადაცდომისათვის ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ კორესპონდენციაზე, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, დამცველი, პროკურორი.
მუხლი 75🔗. დისციპლინური სამართალწარმოება
1. დისციპლინური დარღვევის საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს ცენტრის დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. თუ ცენტრის დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მიიჩნევს, რომ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მიღება, მას უფლება აქვს, საქმე ზეპირი მოსმენით განიხილოს.
2. დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ჰყავდეს ადვოკატი.
3. დისციპლინური დარღვევის შემდეგ, ცენტრის უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ დგება ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების გაცნობის ოქმი (დებულების დანართი №7), რომელსაც ხელს აწერს ოქმის შემდგენი და ბრალდებული/მსჯავრდებული. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჩამოერთვას ახსნა-განმარტება მის მიერ ჩადენილ დისციპლინურ დარღვევასთან დაკავშირებით, ხოლო უარის შემთხვევაში ცენტრის უფლებამოსილი მოსამსახურე ადგენს ოქმს.
5. დისციპლინური დარღვევის ჩამდენ პირს, მოწმეს ან დაზარალებულს უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს ახსნა-განმარტებები ან/და შენიშვნები, რომლებიც დაერთვის განკარგულებას დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ.
6. ზეპირი მოსმენის დროს ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს დაჯდომისა და ჩანაწერების გაკეთების საშუალება.
7. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენებისას გაითვალისწინება ბრალდებულის/მსჯავრდებულის პიროვნება და მისი ქცევა, აგრეთვე გარემოებები, რომლებშიც იქნა ჩადენილი დისციპლინური დარღვევა, ბრალდებულის/მსჯავრდებულის განმარტება დარღვევასთან დაკავშირებით. საქმის განხილვის შემდეგ, მტკიცებულების შეფასების საფუძველზე ცენტრის დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
8. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ადვოკატის მიერ იყოს წარმოდგენილი დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, ზეპირი მოსმენის დაწყებამდე ბრალდებულს/მსჯავრდებულს განემარტება საკუთარი ადვოკატის მოწვევის უფლება, რომელიც შესაბამისი თანხმობის მიღების შემთხვევაში ხორციელდება განმარტებიდან 3 საათის განმავლობაში. თუ დადგენილ ვადაში ადვოკატი არ გამოცხადდება, ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი თანხმობით დაენიშნება საზოგადოებრივი ადვოკატი. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული უარს აცხადებს დასწრებაზე, ეს ფაქტი წერილობით ფიქსირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ბრალდებული/მსჯავრდებული.
9. ზეპირი სხდომა დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ შეიძლება გაგრძელდეს ზეპირი მოსმენის გარეშე და გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს, თუ ბრალდებული/მსჯავრდებული თავისი ქმედებით არღვევს წესრიგს, არ ცხადდება სხდომაზე ან სხვაგვარად უშლის ხელს სხდომის მიმდინარეობას.
10. ზეპირი სხდომისას იწარმოება დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი (დებულების დანართი №8).
მუხლი 76🔗. განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ
1. დისციპლინური სამართალწარმოების საქმის განხილვის შემდეგ, მტკიცებულებათა შეფასების საფუძველზე, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება აქვს ცენტრის დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. ცენტრის დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უფლებამოსილების სხვა პირისათვის მინიჭების თაობაზე ცალკე არ საჩივრდება.
2. დისციპლინური სახდელის დაკისრება უნდა მოხდეს დისციპლინური დარღვევის გამოვლენის დღიდან არა უგვიანეს 10 დღისა.
3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ ცენტრის დირექტორის განკარგულება (დანართი №8) უნდა შეიცავდეს:
ა) უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარსა და სახელს;
ბ) შედგენის თარიღს, დროს და ადგილს;
გ) სარეგისტრაციო ნომერს;
დ) მონაცემებს დარღვევის ჩამდენი პირის შესახებ (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი და სხვა);
ე) დარღვევის ჩადენის ადგილს, დროს და დარღვევის არსს, ასევე მისი გამოვლენის დროს. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია დისციპლინური დარღვევის ჩადენის დროის განსაზღვრა, დისციპლინური დარღვევის ჩადენის დროდ ჩაითვლება მისი გამოვლენის დრო;
ვ) მონაცემებს მოწმის, დაზარალებულის შესახებ, მათი არსებობის შემთხვევაში;
ზ) მითითებას საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა მტკიცებულებებზე, მათი არსებობის შემთხვევაში.
4. თარჯიმნის მოწვევის შესახებ უნდა აღინიშნოს განკარგულებაში დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ.
5. განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს. დაკისრებული დისციპლინური სახდელი უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი დარღვევის სიმძიმესა და ხასიათს. განკარგულება უნდა იყოს წერილობითი ფორმის და მასში ასახული უნდა იყოს გასაჩივრების პროცედურა.
6. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების ერთი ასლი გამოცემისთანავე გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ან მის ადვოკატს.
7. დისციპლინური პასუხისმგებლობის საქმის მასალები უნდა დაერთოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეს.
8. დისციპლინური სახდელის აღსრულება უნდა დაიწყოს მისი დაკისრებიდან ერთი თვის ვადაში.
მუხლი 77🔗. დისციპლინური სახდელის გასაჩივრება
ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ერთჯერადად გაასაჩივროს სასამართლოში მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი. გასაჩივრება არ აჩერებს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების აღსრულებას.
მუხლი 78🔗. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გარანტიები დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენებისას
1. დაუშვებელია ერთი დისციპლინური დარღვევისათვის 2 ან მეტი დისციპლინური სახდელის დაკისრება.
2. დისციპლინური სახდელი არ უნდა იყოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის დამამცირებელი და მისი პატივისა და ღირსების შემლახველი.
3. დაუშვებელია დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, თუ დისციპლინური დარღვევის ჩადენიდან გასულია ერთი წელი.
4. დისციპლინურსახდელდაუდებლად ითვლება პირი, რომელიც დისციპლინური სახდელის მოხდიდან 6 თვის განმავლობაში კვლავ არ ჩაიდენს დისციპლინურ დარღვევას.
5. დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა შეუძლია ცენტრის დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, თუ სახდელის მიზანი მიღწეულია.
მუხლი 79🔗. სამარტოო საკანში მოთავსება
1. სამარტოო საკანში მოთავსება, როგორც დისციპლინური სახდელი, გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში.
2. სამარტოო საკანში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება ხანმოკლე პაემანი, სატელეფონო საუბარი, საკვები პროდუქტების შეძენა. მას აქვს ყოველდღიურად 1-საათიანი გასეირნების უფლება.
3. სამარტოო საკანში მისი უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოთავსებული ბრალდებული/მსჯავრდებული სარგებლობს ამ დებულებით გათვალისწინებული ყველა უფლებით.
4. სამარტოო საკანი უნდა იყოს განათებული და ვენტილაციით უზრუნველყოფილი; ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს სკამი და საწოლი. მას უფლება აქვს, მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს საკითხავი მასალა.
5. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსება სრული სენსორული იზოლაციის პირობებში.
6. ცენტრი ვალდებულია სამედიცინო პერსონალს აცნობოს სამარტოო საკანში პირის მოთავსების შესახებ. სამარტოო საკანში პირი უნდა იყოს სამედიცინო პერსონალის ყოველდღიური, განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. აუცილებლობის შემთხვევაში სამარტოო საკანში ყოფნის ხანგრძლივობა შეიძლება შემცირდეს ექიმის დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 80🔗. ადმინისტრაციული პატიმრობა
1. მსჯავრდებულს შეიძლება შეეფარდოს ადმინისტრაციული პატიმრობა თუ მან დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაში განმეორებით ჩაიდინა ამ დებულებით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა.
2. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებისა და მოხდის წესი, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა, ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმა განსაზღვრულია პატიმრობის კოდექსის XV თავითა და „მსჯარვდებულის მიერ ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის წესის, მსჯავრდებულისათვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმისა და მსჯავრდებულის მოძრაობის ბარათის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 4 იანვრის №3 ბრძანებით.
მუხლი 81🔗. დისციპლინური დარღვევების პრევენცია
1. ცენტრმა უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები დისციპლინური დარღვევების პრევენციის მიზნით და მათ თავიდან ასაცილებლად.
2. ცენტრის დებულება, დისციპლინური დარღვევებისა და შესაბამისი სახდელების დეტალური ჩამონათვალით, ყველა ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
თავი VIII
ბრალდებულის/მსჯავრდებულის გათავისუფლება
მუხლი 82🔗. გათავისუფლების საერთო წესი
1. გათავისუფლებული მსჯავრდებული პატიმრობის კოდექსის შესაბამისად თავისუფლდება სასჯელის მოხდის დამთავრების დღის წინა დღეს. თუ გათავისუფლების დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მსჯავრდებული თავისუფლდება წინა სამუშაო დღეს. გათავისუფლებისას მას მიეცემა სათანადო ცნობა.
2. ბრალდებულის გათავისუფლება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. გათავისუფლებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს უბრუნდება პირადი ნივთები და ტანსაცმელი, რომლებიც ინახებოდა ცენტრში.
4. თუ გათავისუფლებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს არა აქვს პირადი ტანსაცმელი ან იგი არ შეეფერება სეზონს, მას შესაფერის ტანსაცმელს უსასყიდლოდ გადასცემს ცენტრის ადმინისტრაციული განყოფილება.
5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს მის პირად ანგარიშზე დაგროვილი თანხის სრული განკარგვის უფლება ეძლევა გათავისუფლებისას.
6. თუ მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის სრულად მოხდის შემდეგ, მაშინ მისი ოჯახის წევრებს გათავისუფლების შესახებ ცენტრის დირექტორის მიერ ეცნობება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი თავისებურების გათვალისწინებით, გათავისუფლებამდე არანაკლებ ერთი სამუშაო დღით ადრე, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც მსჯავრდებული წინასწარ უარს განაცხადებს აღნიშნულზე.
7. თავისუფლების აღკვეთის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 3 თვისა ცენტრი მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს აცნობებს მსჯავრდებულის ცენტრიდან გათავისუფლების, მისი საცხოვრებელი ადგილის, შრომისუნარიანობისა და სპეციალობის შესახებ. ცენტრი ვალდებულია მსჯავრდებულის ცენტრიდან გათავისუფლების შესახებ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
8. ცენტრი ვალდებულია ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებული პირის ცენტრიდან გათავისუფლების, გაქცევის, აგრეთვე პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით ცენტრიდან გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით საუბნო პოლიციას.
თავი IX
სამართლებრივი რეჟიმის ორგანიზება
მუხლი 83🔗. სამორიგეო ცვლა
1. სამორიგეო ცვლა არის ოპერატიული მორიგის ხელმძღვანელობით ცენტრის სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეებისაგან ჩამოყალიბებული სადღეღამისო (24-საათიან) ჯგუფების ერთობლიობა.
2. სამორიგეოს ცვლაში შემავალი მოსამსახურეები უზრუნველყოფენ:
ა) ცენტრში სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების დაცვას;
ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ დღის განრიგის შესრულებასა და დარღვევებზე დროულ რეაგირებას;
გ) შემოწმება-დათვალიერების ჩატარების ორგანიზებას;
დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პაემნების/შეხვედრების მიმდინარეობის კანონიერების შემოწმებას;
ე) გადაღობვის მოწყობილობების, საკონტროლო-საკვალე ზოლის, მიწისქვეშა კომუნიკაციების და სხვა ადგილების მდგომარეობის რეგულარულ შემოწმებას;
ვ) აკრძალული ნივთების ამოღების შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას;
ზ) ცენტრის დირექტორის ან მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში, მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი ინსტრუქციებისა და დებულების დაცვაზე კონტროლს;
თ) პალატების/საკნების ტექნიკური დათვალიერებას, სატელეფონო და სხვა კავშირგაბმულობის საშუალებების, მეთვალყურეობის ტექნიკური საშუალებების ფუნქციონირების შემოწმებას;
ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
2. სამორიგეო ცვლის შემადგენლობა სტაბილური უნდა იყოს. კონკრეტულ სამორიგეო ცვლაში მოსამსახურეთა განწესება ხდება ცენტრის დირექტორის ბრძანებით, მათი სახელებისა და გვარების მითითებით. სამორიგეო ცვლის მოსამსახურეთა ერთი სამორიგეო ცვლიდან მეორეში გადაყვანა დასაშვებია ცენტრის დირექტორის ბრძანებით მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში.
3. სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები ნაწილდებიან ცენტრში შექმნილ საგუშაგოებზე. საგუშაგო არის, ცენტრის დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული ცენტრის შენობის ან/და ტერიტორიის შემადგენელი ნაწილი, საიდანაც ხორციელდება დასაცავი ობიექტის კონტროლი. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას დროებითი საგუშაგოები ცენტრის დირექტორის ბრძანებით.
4. თუ ოპერატიული მორიგეს მის ხელთ არსებული ძალებითა და საშუალებებით არ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, იგი უფლებამოსილია დამატებით გამოიძახოს ცენტრის მოსამსახურეები და ამის თაობაზე მოახსენოს ცენტრის დირექტორს.
5. საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის დაცვის და ზედამხედველობის განხორციელების ბრძანებით, რომელსაც გამოსცემს ცენტრის დირექტორი, სამორიგეო ცვლებს მიეცემათ მითითება საგუშაგოებზე დაცვის გაძლიერების მიზნით. ამ ბრძანებაში აღინიშნება ცენტრის ტერიტორიაზე არსებული დანაყოფები, რომლებშიც უნდა ჩატარდეს ტექნიკური დათვალიერებები და ღონისძიებები დაცვის გაძლიერებისთვის.
6. ცენტრის დირექტორის ბრძანებით მტკიცდება საგუშაგო ტაბელი, რომელშიც აღინიშნება საგუშაგოთა ჩამონათვალი, ასახულია მათი სქემობრივი განლაგება დანაყოფების მიხედვით, საგუშაგოში არსებული ყველა დოკუმენტისა და საგნის ჩამონათვალი და სამორიგეო ცვლის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები, აგრეთვე საგუშაგოს დაცვის ქვეშ მყოფი კონკრეტული ობიექტის დასახელება.
7. საგუშაგოს ტაბელი დგება 3 ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება დეპარტამენტს, მეორე ინახება ცენტრის ადმინისტრაციულ განყოფილებაში, ხოლო მესამე – ოპერატიულ მორიგესთან.
8. საგუშაგოზე მდგომი სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები და ოპერატიული მორიგის მიერ ყოველდღე უნდა იყვნენ ინფორმირებულები არსებული ვითარების თაობაზე, აგრეთვე, ყოველდღიურად ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ცენტრის სამედიცინო ნაწილს. საგუშაგოებზე სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ ცეცხლსასროლი იარაღის გარეშე.
9. სამორიგეო ცვლების გრაფიკი განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ბრძანებით საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
10. თავისი ფუნქციების განხორციელების დროს ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდების მიზნით ცენტრის ოპერატიულ მორიგეს უშუალო კონტაქტი აქვს დეპარტამენტის შტაბთან.
მუხლი 84🔗. საგუშაგოსა და სამორიგეო ცვლის მიღება-გადაბარება
1. ახალი სამორიგეო ცვლა დილით ცენტრში ცხადდება მოწესრიგებული, ფორმის ტანსაცმლით (უნიფორმით). სამორიგეო ცვლის წარმომადგენლები ესწრებიან საგუშაგოებზე (დანაყოფებზე) განაწილების თაობაზე ახალი ოპერატიული მორიგის ხელმძღვანელობით ჩატარებულ შეკრებას. ოპერატიული მორიგე ეცნობა ცენტრში არსებულ ვითარებას, სამორიგეო ცვლის მოსამსახურეებს უტარებს ინსტრუქტაჟს და აძლევს მითითებებს/დავალებებს.
2. ახალი ოპერატიული მორიგე და ოპერატიული მორიგის თანაშემწე ცხადდებიან შეკრების დაწყებამდე 30 წუთით ადრე და წინა ოპერატიული მორიგისა და ოპერატიული მორიგის თანაშემწისაგან ეცნობიან ცენტრში არსებულ ვითარებას, ამასთან, ამოწმებენ ცენტრის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ სამორიგეო გრაფიკს.
3. სამორიგეო ცვლას განაწილებისთვის ამზადებს ოპერატიული მორიგის თანაშემწე, რომელიც უზრუნველყოფს სამორიგეო ცვლის მოწყობას.
4. ოპერატიული მორიგის თანაშემწე, ცენტრის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული სამორიგეო გრაფიკის მიხედვით, ამოწმებს სამორიგეო ცვლის შემადგენლობის სამსახურში გამოცხადებას, მათ ვიზუალურ მხარეს, ფორმის ტანსაცმელს (უნიფორმას) და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის მზადყოფნას.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მომზადების პროცესის დასრულების შემდეგ ოპერატიული მორიგის თანაშემწე მოახსენებს ოპერატიულ მორიგეს ახალი სამორიგეო ცვლის განაწილებისათვის მზადყოფნის შესახებ და იმ მოსამსახურეთა თაობაზე, რომლებიც არ გამოცხადდნენ ცვლაში.
6. ოპერატიული მორიგე, ცენტრის დირექტორის მოადგილე სამართლებრივი რეჟიმის დარგში კოორდინაციით ანაწილებს სამორიგეო ცვლის მოსამსახურეებს დანაყოფებზე (საგუშაგოებზე), ინსპექტორ-კონტროლიორებს გადასცემს საგუშაგო უწყისებს და აცხადებს განაწილებას დასრულებულად.
7. მოსამსახურის გამოუცხადებლობის შემთხვევაში ოპერატიული მორიგე უზრუნველყოფს მის ჩანაცვლებას ცენტრის სარეზერვო ჯგუფიდან ან ავალებს ცენტრის სამართლებრივი რეჟიმის ან/და უსაფრთხოების განყოფილების შესაბამის მოსამსახურეს არმყოფი მოსამსახურის მოვალეობების შესრულებას.
8. განაწილების დასრულების შემდეგ სამორიგეო ცვლა განლადება შესაბამის საგუშაგოზე (დანაყოფზე) და დღის განრიგით გათვალისწინებული დროის შესაბამისად იწყებს დილის შემოწმებას წინა სამორიგეო ცვლასთან (გრაფიკის მიხედვით) ერთად.
9. საგუშაგოების მიღება-ჩაბარების დროს და მის დაწყებამდე 30 წუთით ადრე წყდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოველგვარი გადაადგილება, გარდა განსაკუთრებული აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევებისა.
10. დილის შემოწმება ოპერატიული მორიგის ხელმძღვანელობით ხორციელდება წინა და ახალი ცვლის კორპუსის ოფიცრებისა და ინსპექტორ-კონტროლიორების მიერ.
11. პირველ რიგში ხორციელდება ცენტრის სივრცეების შემოწმება/გადაბარება, ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორის, ინსპექტორ-კონტროლიორების და წინა ცვლის მთავარი ინსპექტორისა და ერთი ინსპექტორ-კონტროლიორის მიერ, რა დროსაც წინა ცვლის მეორე ინსპექტორ-კონტროლიორი განაგრძობს საგუშაგოზე (დანაყოფზე) საქმიანობას.
12. ცენტრის სივრცეების შემოწმება ხორციელდება შემდეგნაირად:
ა) მოწმდება დანაყოფებზე განთავსებული ჰოლები, დერეფნები, განათება, ტელეფონები, საკომუნიკაციო შახტები, დერეფნისა და სახანძრო კიბეზე გამავალი კარებები, კიბეების უჯრედების ცხაურები, ჰოლისა და დერეფნის ფანჯრები და ფანჯრის ცხაურები;
ბ) ამ მუხლის მე-11 პუნქტში მითითებული მოსამსახურეები:
ბ.ა) შედიან გასახდელსა და საშხაპეებში, სადაც ამოწმებენ სველი წერტილების გამართულობას, ფანჯრებს და ფანჯრის ცხაურებს, განათებას, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს;
ბ.ბ) შედიან სამრეცხაოსა და საშრობში, სადაც ამოწმებენ დანადგარების ტექნიკურ მდგომარეობას, ფანჯრებს და ფანჯრის ცხაურებს, განათებას, ვიზუალური კონტროლის საშუალებებს, ჭერს, იატაკს, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს.
13. საკომუნიკაციო შახტის კარებები იღება მხოლოდ შემოწმების ან მომსახურების გაწევისათვის საჭირო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, აგრეთვე, სანიტარიულ-ჰიგიენური სივრცეების (საშხაპეები, სამრეცხაო, საშრობი) კარებები იღება მხოლოდ ექსპლუატაციის პერიოდში.
14. ცენტრის სივრცეების შემოწმება/გადაბარების დასრულების შემდეგ წინა და ახალი სამორიგეო ცვლის მთავარი ინსპექტორები და ინსპექტორ-კონტროლიორები ერთობლივად ახორციელებენ საკნებისა დაბრალდებულების/მსჯავრდებულების შემოწმება/გადაბარებას, კერძოდ:
ა) საკნის კარების გაღებამდე წინა ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი მოუწოდებს ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს მოემზადონ შემოწმებისთვის;
ბ) წინა ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი აღებს საერთო საცხოვრებლის/საკნების კარებს და საცხოვრებელში შედიან წინა და ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორები და ახალი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორები, რომლებიც:
ბ.ა) ამოწმებენ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს, მათ ვიზუალურ მდგომარეობას, კომპეტენციის ფარგლებში გამოკითხავენ მათ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ახდენენ მათ გადათვლას, ეცნობიან მათ პრობლემებსა და საჭიროებებს, აფრთხილებენ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს ცენტრის დღის განრიგით გათვალისწინებული აქტივობების თაობაზე. საჭიროების შემთხვევაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მისი ნივთების იდენტიფიცირებისათვის იყენებენ პალატის/საკნის ბარათებს ან/და კარტოთეკას;
ბ.ბ) ამოწმებენ სველი წერტილების მდგომარეობას, განათებას, კედლებს, ფანჯრებს და ფანჯრის გარე ცხაურებს, მაგიდას, სკამებს, საწოლებს, ტუმბოებს, იატაკს, ჭერს, განათებას, ელექტროტექნიკას (არსებობის შემთხვევაში), სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას.
15. შესაბამისი დანაყოფის წინა და ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორები, ასევე წინა და ახალი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორები ამოწმებენ ცენტრის ეზოს, კერძოდ: მოწმდება ეზოს ინვენტარი, ფანჩატურები, გრძელი სკამები, ტელეფონები ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კომუნიკაციისათვის, კორპუსის კედელზე გამავალი ხილული კომუნიკაციები, ეზოში სანიაღვრეები და ჭები, ეზოს კარებები, ეზოს გამწვანება, ეზოს სარწყავი სისტემები, შადრევნები, სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმები.
16. შემოწმების შედეგები აისახება შესაბამისად, საგუშაგო უწყისში და დანაყოფის სამორიგეო ჟურნალში. იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ცენტრის ამ დებულების დარღვევა ან სხვა ხარვეზი/დაზიანება აღნიშნულის თაობაზე დგება ოქმი და შესაბამისი რეაგირებისათვის წარედგინება ცენტრის დირექტორის მოადგილეს სამართლებრივი რეჟმის დაგში ან/და ოპერატიულ მორიგეს.
17. პალატიდან/საკნებიდან გამოსვლის შემდეგ წინა ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი კეტავს ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს საცხოვრებელში.
18. პალატების/საკნების და ბრალდებულების/მსაჯვრდებულების შემოწმების დასრულების შემდეგ ხდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობის შედარება წინა ცვლის საგუშაგო უწყისში აღნიშნულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობასთან.
19. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პალატებში/საკნებში არყოფნის შემთხვევაში, მოწმდება მისი არყოფნის მიზეზები და საფუძვლიანობა და აისახება საგუშაგო უწყისსა და დანაყოფის სამორიგეო ჟურნალში. წინა სამორიგეო ცვლის მთავარი ინსპექტორი ახალი სამორიგეო ცვლის მთავარ ინსპექტორს გადასცემს გამომძიებელთან, ადვოკატთან, პაემანზე, სასამართლო პროცესზე მყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გამოძახებაზე მოთხოვნის ბარათებს.
20. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პალატებში/საკნებში არყოფნის მიზეზების გაურკვევლობისას ტარდება ხელახალი შემოწმება. აღნიშნული და სხვა ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ეცნობება ცენტრის დირექტორის მოადგილეს სამართლებრივი რეჟიმის დარგში ან/და ოპერატიულ მორიგეს.
21. ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორი წინა ცვლის მთავარი ინსპექტორისგან იბარებს პალატის/საკანის ბარათებს, საკომუნიკაციო საშუალებებს და მასზე განპიროვნებულ სხვა ნივთებს, რა მომენტიდანაც სამორიგეო ცვლა გადაბარებულად ითვლება.
22. ახალი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი ძველი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორისაგან იბარებს პალატებისა/საკნებისა და ცენტრის სივრცეების გასაღებებს და მასზე განპიროვნებულ სხვა ნივთებს და ამ მომენტიდან სამორიგეო ცვლა გადაბარებულად ითვლება.
23. საგუშაგოს მიღება-გადაბარების თაობაზე წინა და ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორები ხელს აწერენ სამორიგეო ჟურნალში, ხოლო წინა და ახალი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორები – წინა ცვლის საგუშაგო უწყისში. მიღება-გადაბარების შედეგების შესახებ ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორი მოახსენებს ოპერატიულ მორიგეს, რომელიც თავის მხრივ მოახსენებს ცენტრის დირექტორს ან/და დირექტორის მოადგილეს სამართლებრივი რეჟმის დარგში და აცნობებს დეპარტამენტის შტაბს.
24. წინა ცვლის მთავარი ინსპექტორები, ინსპექტორ-კონტროლიორები და ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორები იკრიბებიან დაქვემდებარების მიხედვით შესაბამის განყოფილების უფროსებთან და მოახსენებენ გადაბარების შედეგების შესახებ. წინა სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები მოახსენებენ სამოქმედო დანაყოფებზე არსებული ვითარების, პრობლემების და საქმიანობის შედეგების თაობაზე.
25. მიღებული ინფორმაციისა და ვითარების გათვალისწინებით, შესაბამისი განყოფილების უფროსი მოსამსახურეებს უტარებს ინსტრუქტაჟს და აძლევს მითითებებს/დავალებებს.
26. შესაბამისი განყოფილების უფროსი წინა სამორიგეო ცვლას ათავისუფლებს მორიგეობიდან, რის შემდეგ წინა სამორიგეო ცვლა თავის საგუშაგო უწყისს აბარებს ოპერატიულ მორიგეს.
27. წინა სამორიგეო ცვლის გათავისუფლების შემდეგ განყოფილების უფროსები ახორციელებენ სამოქმედო დანაყოფების შემოვლა/დათვალიერებას და საჭიროების შემთხვევაში ინსპექტორ-კონტროლიორებს აძლევენ მითითებებს/დავალებებს.
მუხლი 85🔗. საღამოს შემოწმება
1. საღამოს შემოწმებისას, დღის განრიგით განსაზღვრულ პერიოდში, ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია იმყოფებოდეს თავის პალატებში/საკნებში.
2. შემოწმების დაწყების წინ ყველა პალატა/საკანი უნდა იყოს ჩაკეტილ მდგომარეობაში.
3. შემოწმებას ახორციელებს სამორიგეო ცვლა მთავარი ინსპექტორისა და ინსპექტორ-კონტროლიორების შემადგენლობით.
4. საღამოს შემოწმება ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
5. ბრალდებულების/მსჯავრდებულების გადათვლისა და პალატების/საკნების ვიზუალური დათვალიერების შემდეგ ინპექტორ-კონტროლიორი მოუწოდებს ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს დღის განრიგით განსაზღვრული დროის გათვალისწინებით მოემზადონ დასაძინებლად და კეტავს მათ პალატებში/საკნებში, რის შემდეგაც სამორიგეო ცვლა იწყებს ცენტრის დანარჩენი სივრცეების შემოწმებას, კერძოდ:
ა) შედის გასახდელსა და საშხაპეებში, სადაც ამოწმებს სველი წერტილების გამართულობას, ფანჯრებს და ფანჯრის ცხაურებს, განათებას, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს;
ბ) შედის სამრეცხაოსა და საშრობში, სადაც ამოწმებს დანადგარების ტექნიკურ მდგომარეობას, ფანჯრებს და ფანჯრის ცხაურებს, განათებას, ვიზუალური კონტროლის საშუალებებს, ჭერს, იატაკს, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს.
6. შემოწმების დამთავრების შემდეგ ცენტრის სივრცეების კარებები იკეტება ინსპექტორ-კონტროლიორის მიერ.
7. საღამოს შემოწმების დასრულებისას სამორიგეო ცვლა ხელმღვანელობს ამ დებულების შესაბამისად.
მუხლი 86🔗. სარეზერვო ჯგუფი
1. სამორიგეო ცვლაში ცენტრის მოსამსახურეების შემადგენლობით ცენტრის დირექტორის ბრძანებით შესაძლებელია შეიქმნას სარეზერვო ჯგუფი.
2. სარეზერვო ჯგუფს ხელმძღვანელობს სარეზერვო ჯგუფის უფროსი, რომელიც ექვემდებარება ოპერატიულ მორიგეს და მოქმედებს მისი მითითებით.
3. სარეზერვო ჯგუფის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სარეზერვო ჯგუფს;
ბ) იმყოფება ცენტრის ადმინისტრაციულ შენობაში;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, თვალყურს ადევნებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ დებულების და დღის განრიგის შესრულებას;
4. სარეზერვო ჯგუფის მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:
ა) შეტყობინების მიღებისას დახმარება აღმოუჩინონ საგუშაგოზე მდგომ სამორიგეო ცვლის მოსამსახურეებს;
ბ) ოპერატიული მორიგის ან ოპერატიული მორიგის თანაშემწის მითითებით მონაწილეობა მიიღონ პალატების/საკნების დათვალიერებაში.
გ) განახორციელონ ხელმძღვანელი პირების სხვა მითითებები.
მუხლი 87🔗. ცენტრის მოსამსახურეთა გამოძახება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის
1. ცენტრის მოსამსახურეები შეიძლება გამოძახებულნი იქნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად ცენტრის დირექტორის დავალებით.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის გამოძახებულ ცენტრის მოსამსახურეთა ჯგუფს ხელმძღვანელობს ჯგუფის უფროსი, რომელსაც განსაზღვრავს ცენტრის დირექტორი.
3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის გამოძახებულ ცენტრის მოსამსახურეთა ჯგუფი ახორციელებს იმავე უფლება-მოვალეობებს, რასაც სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები.
4. საჭიროების შემთხვევაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის გამოძახებული ცენტრის ინსპექტორ-კონტროლიორები შეიძლება გამოყენებულნი იქნენ სარეზერვო ჯგუფის შემადგენლობაში.
5. განსაკუთრებული პირობების შემოღების შემთხვევაში (საგანგებო მდგომარეობა, დაუმორჩილებლობა, სტიქიური უბედურება და სხვა) დაცვის გაძლიერების მიზნით, ცენტრის მოსამსახურეთა შემადგენლობიდან შეიძლება ჩამოყალიბდეს სპეციალური ჯგუფი, რომლის შემადგენლობა, მოქმედების ვადა და საქმიანობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ბრძანებით.
დანართი №1
ჩამონათვალი იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტებისა, რომელთა შენახვა, გამოყენება ეკრძალებათ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას
1. სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგნები, ნივთები და ნივთიერებები.
2. ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის ყველა სახეობა.
3. სატრანსპორტო საშუალებები.
4. ქიმიკატები, ფეთქებადი, მომწამლავი და ცეცხლსაშიში ნივთიერებები.
5. ფული, ფასეული ნივთები, ფასიანი ქაღალდები.
6. ოპტიკური ხელსაწყოები.
7. საკვები პროდუქტები, რომლებიც საჭიროებენ სითბურ დამუშავებას (ყავა-ჩაის გარდა), საფუარი, შაქარი.
8. ალკოჰოლური სასმელების ყველა სახეობა, ლუდი.
9. სუნამოები, ოდეკოლონები და სხვა სპირტზე დამზადებული ნივთიერებები.
10. გადასამრავლებელი აპარატები.
11. დანები, სხვა ბასრი და მჩხვლეტავი საგნები, მათ შორის, კუსტარულად დამზადებული ან/და დაშლილი ან/და გადაკეთებული ერთჯერადი სამართებელი.
12. ნაჯახები, ჩაქუჩები და სხვა ინსტრუმენტები.
13. ბანქო.
14. ფოტოაპარატები, ფოტომასალები, აუდიო-ვიდეო და ფიქსაციის სხვა საშუალებები.
15. მობილური ტელეფონები.
16. ნებისმიერი დოკუმენტი (სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების ასლების, შესანახად ჩაბარებული ფულის, ნივთებისა და ფასეულობების ქვითრის გარდა).
17. კომპასები.
18. დაუდგენელი ნიმუშის სამხედრო და სხვა ფორმის ტანსაცმელი და ამ სახეობის ტანსაცმელს მიკუთვნებული ზედა სამოსი, ქუდები და ფეხსაცმელი.
19. საღებავები და კოპირების ქაღალდები.
დანართი №2
ჩამონათვალი იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნებისა, რომლებიც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად
1. კვების პროდუქტები. ყველა სახეობის ხილი, კენკროვანი ხილის, ყურძნის, ნესვის და საზამთროს გარდა (ერთდროულად, ერთობლიობაში არაუმეტეს 5 კილოგრამისა);
2. ქარხნული წესით დამუშავებული თაფლი, შუშის ქილის გარეშე (ერთდროულად არაუმეტეს 5 კილოგრამისა).
3. სასმელი (ქარხნული წესით დალუქული მინერალური წყლები და უალკოჰოლო გაზიანი სასმელები შეფერილობის გარეშე) ერთდროულად არაუმეტეს 5 ლიტრისა.
4. სეზონური ტანსაცმელი: მუქი ფერის გრძელი შარვალი („ბრიჯის“ და „შორტის“ გარდა) არაუმეტეს 3 ცალისა, ქურთუკი სარჩულის გარეშე (ყველა სახის ქურქის, დუტის და ტყავის გარდა) არაუმეტეს 1 ცალისა, სეზონური მაისური და სვიტრი (თავსაფრის გარეშე) ერთდროულად არაუმეტეს 4 ცალისა, ნაქსოვი ქუდი (კეპის გარეშე) ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, პერანგი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, სეზონური თხელძირიანი ფეხსაცმელი ზონარის გარეშე („ჩუსტი“, „კეტი“, „ბოტასი“) ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.
5. სპორტული ტანსაცმელი (თავსაფრისა და სარჩულის გარეშე) ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტაციისა.
6. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის დადგენილი ნიმუშის საწოლის ნივთები (ლოგინის თეთრეული ღია ფერის მოთეთრო – საბნის პირი, ბალიშის პირი, ზეწარი) ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტაციისა.
7. საცვალი („ტრუსი“) და წინდა (სეზონური) ერთდროულად არაუმეტეს 8 ცალისა.
8. პირსახოცი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა (ღია ფერის მოთეთრო, ზომით არაუმეტეს 70/40) და ცხვირსახოცი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.
9. კბილის ჯაგრისი, ბამბა და არამეტალის სავარცხელი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.
10. სათვალე (ოპტიკური არაძვირფასი მეტალის ან პლასტმასის ჩარჩოთი) ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.
11. რვეული – ერთდროულად არაუმეტეს 1 ცალისა, რომლის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 21/30 სმ-ს.
12. არამეტალის უბრალო ფანქარი და პლასტმასის ავტოკალამი ერთდროულად არაუმეტეს 5 ცალისა.
13. წიგნი (წიგნის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 21/30 სმ-ს, ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ერთდროულად შეიძლება იქონიოს არაუმეტეს 3 წიგნისა, გარდა იმ წიგნებისა, რომლებიც შეიცავენ შემდეგ შინაარსს: პორნოგრაფიას; მშენებლობის ინსტრუქციებს; ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების აწყობის ინსტრუქციებს; მასალებს, რომლებიც მოიცავს რასობრივ, რელიგიურ და ეროვნულ სიძულვილს).
14. ფოტოსურათი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, ზომით არაუმეტეს 9/13 სმ-ისა.
15. ხისგან დამზადებული ჯვარი და არამეტალის საკულტო საგანი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.
16. ყავარჯნები, ხის ტროსტები, პროტეზები, ინვალიდის ეტლები (ექიმის ნებართვით).
შენიშვნა: ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია მიიღოს ამანათის სახით – ფოსტის მეშვეობით, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად დებულების ამ დანართით გათალისწინებული პირველადი მოხმარების საგნები, ჰიგიენური საშუალებები, კვების პროდუქტები, ნივთები და სხვა საგნები, გარდა ამ დანართის პირველი, მე-15, მე-16 პუნქტებით გათვალისწინებული კვების პროდუქტებისა და ნივთებისა, აგრეთვე ფოსტით დაიშვება მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მხოლოდ მინერალური წყალი, ერთდროულად არაუმეტეს 5 ლიტრისა.
დანართი №3
ჩამონათვალი იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტების, სხვა ნივთებისა და საგნებისა, რომლებიც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს მაღაზიაში შეიძინოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად
1. კვების პროდუქტები.
2. სასმელები (მინერალური წყალი და უალკოჰოლო სასმელი).
3. თამბაქო და ასანთი.
4. ტანსაცმელი, ქუდი, ფეხსაცმელი და ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის დადგენილი ნიმუშის საწოლის ნივთები.
5. საცვლები (თბილი და უბრალო).
6. წინდები, ოთახის ფლოსტები, სპორტული ფეხსაცმელი, ძაფები, მოსასხამები, პირსახოცები.
7. ტუალეტის ნივთები (ტუალეტის და საყოფაცხოვრებო საპონი, კბილის ჯაგრისი, კბილის ფხვნილი, კბილის პასტა, ნელსაცხებელი, სავარცხელი).
8. რეიტუზები, ქამრები, ვაზელინი, ბამბა, შამპუნი.
9. სარკე, ერთჯერადი სამართებელი (ქარხნულ მდგომარეობაში).
10. პლასტმასისაგან დამზადებული სათვალის, საპნისა და კბილის ჯაგრისის ბუდეები, ჭურჭელი, ჭიქები და კოვზები.
11. სამაგიდო თამაშები, გარდა ბანქოსი.
12. სახელმძღვანელოები, რვეულები, საფოსტო კონვერტები, ღია ბარათები, საფოსტო მარკები, ფანქრები, ავტოკალმები, მელანი და შავი, ცისფერი და იისფერი ავტოკალმის ღერები.
13. ლიტერატურა.
14. ჟურნალ-გაზეთები.
15. სპორტული ტანსაცმელი.
16. ქარხნული წარმოების ელექტრომადუღარები.
17. არაძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული ჯვრები და საკულტო საგნები.
18. ყავარჯნები, ხის ტროსტები, პროტეზები, ინვალიდის ეტლები (ექიმის ნებართვით).
19. ტელევიზორები, რადიომიმღებები.
20. წამლები (ექიმის ნებართვით და მეთვალყურეობით).
21. რუკები (კონკრეტული ტერიტორიული ერთეულის ან/და ქალაქის ტოპოგრაფიული რუკების გარდა).
დანართი №4
ჩამონათვალი იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტებისა, რომელთა ცენტრში შეტანა აკრძალულია ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან შეხვედრაზე შემსვლელი პირებისათვის
1. სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგნები, ნივთები და ნივთიერებები.
2. ცივი იარაღის ყველა სახეობა.
3. სატრანსპორტო საშუალებები.
4. ქიმიკატები, ფეთქებადი, მომწამლავი და ცეცხლსაშიში ნივთიერებები.
5. ფული (ნებისმიერი სახის ფულადი ვალუტა), ფასიანი ქაღალდები და საკრედიტო ბარათები.
6. ფასეული ნივთები, ნებისმიერი სახის ოქროს, ძვირფასი და არაძვირფასი მეტალისგან დამზადებული ნივთები, სამკაულები, მათ შორის „ბიჟუტერია“, ყველა სახეობის საათი.
7. ოპტიკური ხელსაწყოები.
8. სათვალეები (გარდა ოპტიკურისა).
9. საკვები პროდუქტები, რომლებიც საჭიროებენ სითბურ დამუშავებას (ყავის და ჩაის გარდა), საფუარი, შაქარი.
10. ალკოჰოლური სასმელების ყველა სახეობა, ლუდი, არაგამჭვირვალე შეფერილობის მქონე სითხე.
11. სუნამოები, ოდეკოლონები და სხვა სპირტზე დამზადებული ნივთიერებები.
12. გადასამრავლებელი აპარატები.
13. დანები, სხვა ბასრი და მჩხვლეტავი საგნები, მათ შორის, კუსტარულად დამზადებული ან/და დაშლილი ან/და გადაკეთებული ერთჯერადი სამართებელი, მინისაგან დამზადებული ნივთები.
14. ნაჯახები, ჩაქუჩები და სხვა ინსტრუმენტები.
15. ხელჯოხები (გარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა).
16. ბანქო.
17. ფოტოაპარატები, ფოტომასალები, აუდიო-ვიდეო და ფიქსაციის სხვა საშუალებები.
18. მობილური ტელეფონები (მათ შორის მობილური ტელეფონის დამტენი, სიმ-ბარათი და აქსესუარები).
19. კომპასები.
20. დაუდგენელი ნიმუშის სამხედრო და სხვა ფორმის ტანსაცმელი და ამ სახეობის ტანსაცმელს მიკუთვნებული ზედა სამოსი და ფეხსაცმელი, ქუდები, თავსაბურავები, ხელთათმანები.
21. საღებავები და კოპირების ქაღალდები.
დანართი №5
განცხადება
ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ამანათის გადაცემის შესახებ
ცენტრის დირექტორს
ბატონ/ქალბატონ --------------------------------------------
განმცხადებლის გვარი, სახელი --------------------------
დაბადების წელი --------------------------------(განმცხადებელი უნდა იყოს 18 წელს მიღწეული)
პირადობის მოწმობის ან პასპორტის სერია და ნომერი --------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ვის მიერ არის გაცემული პირადობის მოწმობა ან პასპორტი --------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
საცხოვრებელი ადგილის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი -----------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
მოგახსენებთ, რომ თქვენდამი რწმუნებულ ცენტრში განთავსებულია (ბრალდებული/მსჯავრდებული) ---------------------------------------------------------------- რომელიც არის ჩემი -------------------------------------------------------------------------- გთხოვთ მიიღოთ ამანათი ზემოაღნიშნულ ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გადასაცემად. მოგახსენებთ, რომ ზემოაღნიშნული ამანათის შეფუთვა ჩემ მიერ ან/და ჩემი თანდასწრებით (ხაზი გაესმება ერთ-ერთს) -------------------------------- (მიეთითება სახელი და გვარი) არის განხორციელებული.
ჩემთვის ცნობილია ყველა ის ნივთი და საკვები პროდუქტი, რომელსაც შეიცავს ეს ამანათი და ვადასტურებ, რომ გავეცანი ცენტრის დებულების №1 და №2 დანართებით დადგენილ ნივთების ჩამონათვალს და ვაცხადებ, რომ მათში აღნიშნული აკრძალული ნივთები, ნაკეთობები, ნივთიერებები, საკვები პროდუქტები და დოკუმენტები (მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება, ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული ან ძლიერმოქმედი ნივთიერება და სხვა) არ დევს.
გაფრთხილებული ვარ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ ცენტრში მოთავსებული პირებისათვის აკრძალული საგნების გადაცემისათვის.
---------------------------------------------------------------
განმცხადებლის ხელმოწერა
„–––“ „ ––––––“ 20 წ.
გთხოვთ მიიღოთ ამანათი/გზავნილი მასში მოთავსებული შემდეგი ნივთებითა და საკვები პროდუქტებით:
1
26
2
27
3
28
4
29
5
30
6
31
7
32
8
33
9
34
10
35
11
36
12
37
13
38
14
39
15
40
16
41
17
42
18
43
19
44
20
45
21
46
22
47
23
48
24
49
25
50
განცხადება შესრულებულია ჩემ მიერ, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
განმცხადებლის ხელმოწერა
„––“ „––––––––“ 20 წ.
ამანათი/გზავნილი შემოწმებულია ჩემ მიერ და შეესაბამება დებულების დანართი №2-ით განსაზღვრულ ჩამონათვალს იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნებისა, რომლებიც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად და ამ განცხადებაში აღნიშნულ ამანათში/გზავნილში მოთავსებული ნივთებისა და კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
ამანათის/გზავნილის შემოწმებაზე უფლებამოსილი მოსამსახურის ხელმოწერა
„––“ „––––––––“ 20 წ.
მივიღე განცხადებაში მითითებული ნივთები და საკვები პროდუქტები
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
ბრალდებულის/მსჯავრდებულის გვარი, სახელი და ხელმოწერა
„––“ „––––––––“ 20 წ.
დანართი №6
ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის
ოქმი
„ ––––––– “ –––––––––––––––––––– 20 წ. მცხეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ქსანი
მ/წლის „––––––“–––––––––––––––– ––––––––––(საათი) ოქმს ვადგენთ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №19 პენიტენციური დაწესებულების – ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის თანამშრომლები შემდეგი შემადგენლობით (სახელი, გვარი, თანამდებობა):
1.–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
2.–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
3.–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
4.–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელი, გვარი,მამის სახელი –––––––––––––––––––––
დარღვევის ადგილი, თარიღი, დრო –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დარღვევის შინაარსი:
ჩაიდინა პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის –––––– ქვეპუნქტით, ცენტრის დებულების –––––– მუხლის –––––––––––– პუნქტით/ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცენტრის დებულების დარღვევა, რომელიც ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რაც გამოიხატა შემდეგში:
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დაზარალებული –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი)
დარღვევის მოწმე –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი)
დარღვევის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებანი:
1. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
2. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
3. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
4. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დამატებითი ინფორმაცია დარღვევის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებების შესახებ:
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სხვა ინფორმაცია: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ოქმი შევადგინეთ და ვადასტურებთ ხელმოწერით:
1. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
2. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
3. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
4. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დანართი №7
ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური დარღვევის შემდეგ ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის უფლებების გაცნობის ოქმი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №19 პენიტენციური დაწესებულება – ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრი
„ ––– “ „ –––––––––––“ 20 წ. ––––––– სთ მცხეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ქსანი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №19 პენიტენციური დაწესებულების – ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის ------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ცენტრის მოსამსახურის თანამდებობა, სახელი და გვარი)
ოქმი შევადგინა მასზედ, რომ ბრალდებულ/მსჯავრდებულ--------------------------(სახელი, გვარი,მამის სახელი) გავაცანი პატიმრობის კოდექსითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №19 პენიტენციური დაწესებულების – ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულებით გათვალისწინებული უფლებები: ზეპირი მოსმენის დროს ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს დაჯდომისა და ჩანაწერების გაკეთების, უფლება აქვს მისცეს ახსნა-განმარტება, წარადგინოს და გამოიკვლიოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა, წერილობით წარადგინოს ახსნა-განმარტებები ან/და შენიშვნები, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, დისციპლინურ განხილვაზე წარმოდგენილი იყოს საკუთარი ან სახელმწიფოს ხარჯზე დანიშნული ადვოკატის მიერ, გაასაჩივროს განკარგულება დისციპლინური ღონისძების გამოყენების შესახებ.
მსურს მოვიწვიო ადვოკატი _________
დიახ/არა
მსურს მოვიწვიო თარჯიმანი _________
დიახ/არა
მსურს მივცე ახსნა-განმარტება _________
დიახ/არა
ზეპირი მოსმენის შემთხვევაში მსურს დავესწრო სხდომას _________
დიახ/არა
ოქმის სისწორეს ვადასტურებ ხელისმოწერით:
_________________________________________________________________________
ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელი, გვარი, ხელმოწერა და დრო
ოქმი შევადგინე:
__________________________________________________________________________
ცენტრის მოსამსახურის თანამდებობა და ხელმოწერა
დანართი №8
დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ ზეპირი
მოსმენის სხდომის ოქმი
„ ––––––– “ –––––––––––––––––– 20 წ მცხეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ქსანი
სხდომა დაიწყო ––––––––– სთ დამთავრდა –––––––– სთ
სხდომის მდივანი (შემდგენი) –––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, თანამდებობა)
ტარდება ზეპირი მოსმენის სხდომა ბრალდებულის/მსჯავრდებულის ––––––––––––––––
(სახელი, გვარი, მამის სახელი)
მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების თაობაზე.
სხდომას ატარებს:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, თანამდებობა)
სხდომაზე გამოცხადდნენ:
ბრალდებული/მსჯავრდებული –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, მამის სახელი)
ადვოკატი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, მამის სახელი)
მოწმე–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, მამის სახელი)
დაზარალებული –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, მამის სახელი)
ბრალდებულის/მსჯავრდებულის –––––––––––––––––––––––––––––––– მიერ ჩადენილ იქნა პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის ––––––ქვეპუნქტით, ცენტრის დებულების –––––– მუხლის –––––––––––– პუნქტით/ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცენტრის დებულების დარღვევა, რაც გამოიხატა შემდეგში:
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ბრალდებული/მსჯავრდებული:
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დამცველი:
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მოწმე:
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დაზარალებული:
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შენიშვნა:
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ოქმი შევადგინე
------------------------------- /------------/
ოქმის შემდგენი პირი ხელმოწერა
დანართი №9
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №19 პენიტენციური დაწესებულება – ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრი
მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების
გამოყენების შესახებ
დირექტორის განკარგულება №
20 ––– „––––––––––––––––––“ ––––––––––––სთ –––––––––––––––––––
(გამოცემის დრო) (გამოცემის ადგილი)
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დირექტორმა –––––––––––––––––––––––––––––– ზეპირი მოსმენით/ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქმე ბრალდებულის/მსჯავრდებულის ––––––––––––––––––––––––– (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი) მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების თაობაზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ––––––––––––––––––––––––––– ჩაიდინა პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის –––––– ქვეპუნქტით, ცენტრის დებულების –––––– მუხლის –––––––––––– პუნქტით/ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება, რომლითაც ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რაც გამოიხატა შემდეგში:
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დარღვევის ადგილი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––დარღვევის გამოვლენის დრო (წელი, საათი, წუთი) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დაზარალებული –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, დაბადების თარიღი)
დარღვევის მოწმე –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, დაბადების თარიღი)
დარღვევის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებანი:
1.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
2.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
3.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
4.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ბრალდებულს/მსჯავრდებულს, აგრეთვე მოწმეს და დაზარალებულს (ასეთის არსებობის შემთვევაში) განემარტება პატიმრობის კოდექსის 84-ე მუხლითა და დებულებით გათვალისწინებული უფლებები (დებულების დანართი №7).
ცენტრის დირექტორმა (ან მის მიერ უფლებამოსილმა პირმა) იხელმძღვანელა პატიმრობის კოდექსითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულების 71-ე, 73-ე და 74-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პატიმრობის კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბრალდებულ/მსჯავრდებულ __________________________________ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი) მიმართ გამოყენებულ იქნეს დისციპლინური სახდელის სახე ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
2. ეს განკარგულება შედგენილია 2 ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავდებულს ან მის ადვოკატს, რასაც ადასუტურებს ხელმოწერით, ხოლო მეორე ეგზემპლარი, დისციპლინური წარმოების საქმის მასალებთან ერთად, დაერთვება ბრალდებულის/მსჯავდებულის პირად საქმეს.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ექვემდებარება აღსულებას.
4. განკარგულება ადმინისტრაციული წესით შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს გაცნობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17). გასაჩივრება არ აჩერებს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების აღსრულებას.
ცენტრის დირექტორი ___________________________
ხელმოწერა