ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების მართვის სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის თაობაზე
მიღების თარიღი 27.08.2015
გამომცემი ორგანო ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 360160000.35.131.016163
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/09/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.08.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე | ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მიზნებისთვის ქარელის მუნიციპალიტეტის ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მიზნებისთვის ახმეტის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიზნებისათვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების მართვის სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის თაობაზე
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2015 წლის 27 აგვისტო
ქ. ქობულეთი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების მართვის სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 33-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობით ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურებისათვის საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს დაეკისრება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 მარტის №07 დადგენილების მეორე მუხლით დამტკიცებული დანართი №2-ის შესაბამისად, ქალაქ ქობულეთის ცენტრალური და შუალედური ზონების ტერიტორიაზე განხორციელებული ქმედებისათვის.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულხან ოქროპირიძე