ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.09.2014 ბოლო ცვლილება 31.07.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.131.016123
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/09/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2014 წლის 4 სექტემბერი

ქ. ქობულეთი

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ
 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის  შესაბამისად,  ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეიქმნას ქობულეთის  მუნიციპალიტეტის შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულები:

ა)   ქალაქ ქობულეთის ადმინისტრაციული ერთეული;

ბ)    ქაქუთის   ადმინისტრაციული ერთეული;

გ)   ლეღვას  ადმინისტრაციული ერთეული;

დ)   მუხაესტატეს   ადმინისტრაციული ერთეული;

ე)   ხუცუბნის  ადმინისტრაციული ერთეული;

ვ)   კვირიკეს   ადმინისტრაციული ერთეული;

ზ)   ბობოყვათის    ადმინისტრაციული ერთეული;

თ)   ციხიძირის    ადმინისტრაციული ერთეული;

ი)   სოფელ ქობულეთის ადმინისტრაციული ერთეული;

კ)   საჩინოს   ადმინისტრაციული ერთეული;

ლ)   ჭახათის  ადმინისტრაციული ერთეული;

მ)    დაგვას  ადმინისტრაციული ერთეული;

ნ)     ალამბრის  ადმინისტრაციული ერთეული;

ო)     გვარას  ადმინისტრაციული ერთეული;

პ)     ჩაისუბნის  ადმინისტრაციული ერთეული;

ჟ)    ზენითის  ადმინისტრაციული ერთეული;

რ)    აჭყვისთავის  ადმინისტრაციული ერთეული;

ს)   დაბა ოჩხამურის ადმინისტრაციული ერთეული;

ტ)   დაბა ჩაქვის   ადმინისტრაციული ერთეული;

უ)   ხალას  ადმინისტრაციული ერთეული;

ფ)  წყავროკას ადმინისტრაციული ერთეული;

მუხლი 2
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ განახორციელოს ქობულეთის  მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების დადგენა.
მუხლი 3
ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების დადგენამდე  ადმინისტრაციულმა ერთეულებმა ისარგებლონ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის    კოდექსი“-ს ამოქმედებამდე  მოქმედი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოებისათვის დადგენილი  საზღვრების შესაბამისად.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს   გამოქვეყნებისთანავე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულხან ოქროპირიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.07.2023.
როდის იქნა მიღებული „ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ“?
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ“ მიღებულია 04.09.2014. მიმღები ორგანო — ქობულეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №11. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.131.016123.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 31.07.2023-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.07.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ“, №11, 04.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.131.016123 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.07.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2490114/