1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მიღების საფუძველია თავისუფალი რესურსის არსებობა, პირის განცხადება და აუქციონში მისი გამარჯვება.
2. აუქციონის გამართვის შესახებ კომისია იღებს გადაწყვეტილებას, თუ არსებობს:
ა) „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ გათვალისწინებული თავისუფალი რადიოსიხშირული სპექტრი და პირის მოთხოვნა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის შესახებ. აუქციონის გამართვის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში განისაზღვრება აუქციონზე გასატანი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების შესაბამისად;
ბ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის განაცხადი, მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს მის სარგებლობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება ნებისმიერ პირს. ამ შემთხვევაში კომისია აუქციონს მართავს ამ კანონით დადგენილი საერთო წესის საფუძველზე.
3. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება შეიძლება შეეზღუდოს პირს, რომელიც აუქციონის გამოცხადების მომენტისათვის დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად არის ან აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში გახდება რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტულ მონაკვეთზე (რადიოსიხშირულ დიაპაზონზე) ან მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ერთობლიობაზე აუქციონის გამოცხადების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალურ ოდენობაზე მეტის მფლობელი.
საქართ
ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან
ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №67 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.89
საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4526 - ვებგვერდი, 02.05.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5546– ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს
კანონი №2632
- ვებგვერდი, 12.08.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.08.2014-ის აქტით. ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 01.08.2014 კანონი №2632
- 20.12.2011 კანონი №5546
- 08.04.2011 კანონი №4526
წინა რედაქცია (06.06.2005 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 50. ლიცენზიის მიღების საფუძველი 1. რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მიღების საფუძველია თავისუფალი რესურსის არსებობა, ავტორიზებული პირის განცხადება ან/და აუქციონში მისი გამარჯვება. 2. აუქციონის გამართვის შესახებ კომისია იღებს გადაწყვეტილებას, თუ: ა) არსებობს: ა) „რადიოსიხშირეული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ გათვალისწინებული თავისუფალი რადიოსიხშირული სპექტრი ან/და ნუმერაცპიის ეროვნულის ისტემიოთ განსაზღხოვრული ნუმერაციის თავისუფალი რესურსი და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მიოსაღებად ავტპორიზვებული პირის მოთხოვნად აუქციონის გამართვის თშესაობაზხებ. აუქციონის გამართვის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში განისაზღვრება აუქციონზე გასატანი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური კომისიის მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების შესაბამისად; ბ) არსებობს რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მქფლონე ავტორიზებუელი პირის განაცხადი, მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს მის სარგებლობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება ნებისმიერ ავტორიზებულ პირს, რომელშიც განსაზღვრულია აუქციონზე გასატანი ამოწურვადი რესურსის შეთავაზებული საფასური. ამ შემთხვევაში კომისია აუქციონს მართავს ამ კანონით დადგენილი საერთო წესის საფუძველზე. 3. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება შეიძლება შეეზღუდოს იმ პირს, რომელიც აუქციონშის გამოცხარჯვდების შემომენტისათხვევის დაშმოუკიდებლად ან/და პმასთან ურთიერთდაპმოკიდებულ (აფილირებულ) პი გრებთან ერთად აპრის ან აუქციონში გამარჯვების წშესიმთხვევაში გახდება რადიოსიხშირული ზოლისპ კონკრექტულ მონაკვეთზე (რადიოსიხშირულ დიან კპაზონზე) ან მსგავსი მახასიათებლების მიქონე რ დანაწდილებოსიხშირული ზოლის კონკრეტული ზმონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ერთობლიობაზე აუქციონის გამოცხადების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალურ ოდენობაზე მეტის მფლობელი. საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34 საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №67 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.89