1. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია, მის სარგებლობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება გადასცეს სხვა პირს, გარდა ამ კანონის 521 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა, მთლიანად, პირდაპირი გადაპირების წესით, უკონკურსოდ, რისთვისაც დებს პირდაპირი გადაპირების შესახებ ხელშეკრულებას. კომისია გადაპირების თაობაზე ერთობლივი განცხადების საფუძველზე იწყებს ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას.
2. კომისიის გადაწყვეტილებით, ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს შეიძლება შეეზღუდოს ლიცენზიის გადაპირება, თუ გადაპირების მსურველს კომისიის წინაშე ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ჩერდება და განახლდება გადაპირების მსურველის მიერ ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ.
4. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია დაიწყოს ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა სალიცენზიო პირობებისა და ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, მხოლოდ კომისიის მიერ ლიცენზიის გადაპირების შესახებ გადაწყვეტილების მიღების და ამავე კანონით განსაზღვრული წესით ავტორიზაციის გავლის შემდეგ.
5. კონკურსის წესით მოპოვებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მქონე ავტორიზებული პირი უფლებამოსილია მიმართოს კომისიას კონკურსის ჩატარების მოთხოვნით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების ნებისმიერი ავტორიზებული პირისათვის მთლიანად გადაცემის მიზნით.
საქართველოს 201
წლის
თებერვლის კანონი №2039
- ვებგვერდი, 27.02.2014
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 02.06.2005).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.04.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 511. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების სხვა პირისთვის გადაცემა 1. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია, მის სარგებლობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება გადასცეს სხვა პირს, გარდა ამ კანონის 521 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა, მთლიანად, პირდაპირი გადაპირების წესით, უკონკურსოდ, რისთვისაც დებს პირდაპირი გადაპირების შესახებ ხელშეკრულებას. კომისია გადაპირების თაობაზე ერთობლივი განცხადების საფუძველზე იწყებს ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას. 2. კომისიის გადაწყვეტილებით, ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს შეიძლება შეეზღუდოს ლიცენზიის გადაპირება, თუ გადაპირების მსურველს კომისიის წინაშე ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ჩერდება და განახლდება გადაპირების მსურველის მიერ ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ. 4. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია დაიწყოს ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა სალიცენზიო პირობებისა და ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, მხოლოდ კომისიის მიერ ლიცენზიის გადაპირების შესახებ გადაწყვეტილების მიღების და ამავე კანონით განსაზღვრული წესით ავტორიზაციის გავლის შემდეგ. 5. კონკურსის წესით მოპოვებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მქონე ავტორიზებული პირი უფლებამოსილია მიმართოს კომისიას კონკურსის ჩატარების მოთხოვნით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების ნებისმიერი ავტორიზებული პირისათვის მთლიანად გადაცემის მიზნით. საქართველოს 201 4 წლის 20 თებერვლის კანონი №2039 - ვებგვერდი, 27.02.2014წ.27.02.2014
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 26, 06/06/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება