საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ
მიღების თარიღი 27.08.2015
ძალაში შესვლა 01.09.2015
ძალის დაკარგვა 22.01.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №106
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.038.016521
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/08/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- პენიტენციური დაწესებულებებისა და პენიტენციურ დაწესებულებებში განსათავსებელ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დასაშვები მაქსიმალური რაოდენობის განსაზღვრის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 21.01.2026
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 27.12.2010
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის
ბრძანება №106
2015 წლის 27 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ
პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის, მე-8 მუხლის მე-2 და მე-7 ნაწილებისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
შეიქმნას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შემდეგი პენიტენციური დაწესებულებები:
ა) №2 დაწესებულება (ქ. ქუთაისი, ხარებავას ქ. 85) –
პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება –
მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა განთავსების ლიმიტი -1840 ბრალდებული/მსჯავრდებული;
ბ) №3 დაწესებულება (ქ. ბათუმი, თევდორე მღვდლის ქ. № 27) –
პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება –
ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი - 557 ბრალდებული/მსჯავრდებული;
გ) №5 დაწესებულება (გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მთისძირი) –
ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება –
ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი - 1349 ბრალდებული/მსჯავრდებული;
დ) №6 დაწესებულება (გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მთისძირი) –
პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება –
ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი - 1601 ბრალდებული/მსჯავრდებული;
ე) №7 დაწესებულება (ქ. თბილისი, გულუას ქ. № 31) –
პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება –
ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი - 100 ბრალდებული/მსჯავრდებული;
ვ) №8 დაწესებულება (ქ. თბილისი, გლდანის მე-7 მ/რ, მე-2 კმ) –
პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება –
ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი - 3672 ბრალდებული/მსჯავრდებული;
ზ) №9 დაწესებულება (ქ. თბილისი, აბუსერიძე-ტბელის №11) –
პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება –
მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა განთავსების ლიმიტი - 1142 ბრალდებული/მსჯავრდებული;
თ) №11 დაწესებულება (ქ. თბილისი, გრ. ხანძთელის ქ. №3) –
არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება –
მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი - 160 მსჯავრდებული;
ი) №12 დაწესებულება (ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №77) –
ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება –
მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი - 450 მსჯავრდებული;
კ) №14 დაწესებულება (ქ. წყალტუბო, სოფელი გეგუთი, ვარციხის დასახლება) –
ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება –
მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი - 2690 მსჯავრდებული;
ლ) №15 დაწესებულება (მცხეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ქსანი) –
ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება –
მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი - 3861 მსჯავრდებული;
მ) №16 დაწესებულება (ქ. რუსთავი, მშენებელთა ქ. №60) –
დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება –
მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი - 1048 მსჯავრდებული;
ნ) №17 დაწესებულება (ქ. რუსთავი, მშენებელთა ქ. №64) –
ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება –
მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი - 2050 მსჯავრდებული;
ო) №18 დაწესებულება (ქ. თბილისი, გლდანის მე-7 მ/რ, მე-2 კმ) –
მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულება –
მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა განთავსების ლიმიტი - 180 ბრალდებული/მსჯავრდებული;
პ) №19 დაწესებულება (მცხეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ქსანი) –
ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრი –
ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი - 698 ბრალდებული/მსჯავრდებული.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №184 ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების შესახებ“ (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხ. 2510).
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 სექტემბრიდან.საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი