ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (2)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №44 |
|
2015 წლის 1 სექტემბერი დაბა ადიგენი |
|
სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა
2.პროგრამის მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას კვალიფიციური და სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურებით.
2. პროგრამის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე;
ბ) ალკოჰოლიზმით, ნარკოტიკული საშუალებებით აღმოცენებულ და სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებების მკურნალობაზე;
გ) პლასტიკურ ქირურგიულ მომსახურებაზე;
დ) ფიზიოთერაპიულ და კურორტულ მომსახურებაზე;
ე) განაცხადის წარდგენამდე დასრულებულ და უკვე ანაზღაურებულ მომსახურებაზე.
2.ბენეფიციარისთვის, რომელიც სამედიცინო მომსახურებისას სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვევო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების ნაწილობრივი დაფინანსებით ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება საანგარიშო წლის პერიოდში განხორციელდება ერთჯერადად, მომსახურების დარჩენილი (უშუალოდ ბენეფიციარის მიერ ასანაზღაურებელი) საფასურის 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა.
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) სამედიცინო დაწესებულებიდან სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი);
ე) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან გასაწევი სამედიცინო მომსახურების სახელმწიფოს, კერძო სადაზღვევო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების მხრიდან დაფინანსების არ არსებობის ან ნაწილობრივი დაფინანსების არსებობის და მისი ოდენობის შესახებ;
ვ) დასტური ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულისგან, რომ მოქალაქე არის სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდისუუნარო.
2.განაცხადის წარდგენამდე დასრულებულ სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში მოქალაქემ მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად უნდა წარადგინოს ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან დავალიანების შესახებ.
3.ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების წარუდგენლობა წარმოადგენს სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებაზე უარის თქმის საფუძველს.
დოკუმენტაციით დაუყოვნებლივ გადაეგზავნება განსახილველად მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა კომისიას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების ან მასზე უარის თქმის შესახებ.
2. მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა კომისია მოქალაქეთა განცხადებებს განიხილავს კომისიის სხდომაზე, რომელიც იმართება კვირაში ორჯერ. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება მუნიციპალიტეტის გამგეობას.
3. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სოციალურ საკითხთა კომისიის დასკვნის საფუძველზე, სამედიცინო დაწესებულების სახელზე მუნიციპალიტეტის გამგებელი გასცემს საგარანტიო წერილს.
4.სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება (თანხის გადარიცხვა სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე) განხორციელდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სამედიცინო მომსახურების შემდგომი, სამუშაოს (სამედიცინო მომსახურების) დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენისთანავე.
5.საგარანტიო წერილით აღებული ვალდებულება (სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების ოდენობა) შემცირებული იქნება პროპორციულად ბენეფიციარის მიერ სამედიცინო დაწესებულებიდან სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი, წინასწარ წარმოდგენილი დოკუმენტით (ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი) განსაზღვრული ხარჯების საბოლოოდ შემცირების შემთხვევაში.
6.სამედიცინო დაწესებულების სახელზე გაცემული საგარანტიო წერილი მოქმედებს მისი გაცემის დღიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში.