სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ!

 

ორი ათას თხუთმეტი წლის ოცდაშვიდ აგვისტოს სს „ბიჯეო ჯგუფის ” (ს/კ №405103034, იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, გაგარინის 29ა) (შემდგომში – „აქციონერი“) მიერ, რომელიც წარმოდგენილია მისი გენერალური დირექტორის მოადგილის ბ-ნი ავთანდილ ნამიჩეიშვილის სახით (რწმუნებულება, გაცემული 2015 წლის 01 ივნისს სს „ბიჯეო ჯგუფის ” გენერალური დირექტორის ი. გილაურის მიერ, დამოწმებული ნოტარიუს ი. შარვაძის მიერ, რეესტრში რეგისტრაციის №150561560), მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები ქვემოთ მითითებულ საკითხებზე. ვინაიდან „აქციონერი“ ფლობს სს „საქართველოს ბანკის“ ჩვეულებრივი აქციების და , შესაბამისად, ხმების 75%-ზე მეტს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54.11 მუხლისა და სს „საქართველოს ბანკის“ წესდების 7.1.2 ქვე-პუნქტის თანახმად, წინამდებარე გადაწყვეტილება აქციონერთა საერთო კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად.

 

დღის წესრიგი:

1. სს „საქართველოს ბანკის“ (შემდეგში „საზოგადოება“) წესდებაში ცვლილების შეტანისა და წესდების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ;

2. „საზოგადოების“ სამეთვალყურეო საბჭოში ბ-ნ ირაკლი გილაურისა და ქ-ნი ჰანნა ლოიკანენის არჩევის შესახებ;

3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ანაზღაურების შესახებ.

4. ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ.

 

დღის წესრიგში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით „აქციონერის“ მიერ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები :

1. „საზოგადოების“ წესდების 8.1. პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს იგი შემდეგი რედაქციით:

„8.1.            სამეთვალყურეო საბჭო შედგება არანაკლებ 3 (სამი) და არაუმეტეს 11 (თერთმეტი) წევრისაგან.სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ინიშნებიან და თავისუფლდებიან აქციონერთა კრების მიერ. სამეთვალყურეო საბჭო და თითოეული ხმის მქონე აქციონერი უფლებამოსილნი არიან დაასახელონ კანდიდატები სამეთვალყურეო საბჭოში ასარჩევად.“

ზემოაღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით, დამტკიცდეს „საზოგადოების“ წესდების ახალი რედაქცია.

2. სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში არჩეულ იქნენ შემდეგი წევრები:

(ა)   ბ-ნი ირაკლი გილაური (დაბ. 12.05.1976წ. ქ. თბილისში, პირადი №01024005565, გაცხადებული მისამართი: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. №11, ბინა №61); და

(ბ)   ქ-ნი ჰანნა ლოიკანენი (დაბ. 31.05.1969 წ., ქ. ესპოო, ფინლანდია. ფინლანდიის მოქალაქის პასპორტი P FIN PC37963449, გაცემული 15.11.2013წ., მცხოვრები: რუსეთის ფედერაცია, ქ. მოსკოვი, 119034, ჩისტი პერეულოკ, №3, ბ. 9).

3. სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში წევრების ანაზღაურება განისაზღვროს სს „საქართველოს ბანკის“ აქციონერთა 2012 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილების შესაბამისად შემდეგი ცვლილებების (დამატებითი პირობების) გათვალისწინებით:

(ა)   ირაკალი გილაურსა და ბანკს შორის გაფორმებული სასამსახურო ხელშეკრულების არსებითი პირობები (მათ შორის, ანაზღაურების პირობები) დარჩეს უცვლელად და მოწონებულ იქნეს ბანკის მიერ არსებული ხელშეკრულების გაგრძელება 2019 წლის მაისამდე ვადით.

(ბ)   სამეთვალყურეო საბჭოს მოქმედ თავმჯდომარეს ან/და მოქმედ თავმჯდომარის მოადგილეს (შესაბამისად, ნილ ჯანინს ან/და დევიდ მორისონს) დაკავებული თანამდებობების ცვლილების შემთხვევაში შეუნარჩუნდეთ ამჟამად მოქმედი ანაზღაურების ოდენობა.