1. კონტროლს ინსტრუქციით დადგენილი პროცედურების შესრულებაზე ახორციელებს აბაშის  მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები: საკრებულოში – საკრებულოს აპარატი, გამგეობაში – ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ –  შესაბამისი სამსახურები).

2. საქმისწარმოების და ინსტრუქციით დადგენილი პროცედურების დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს, რომლის მოვალეობაში შედის:

ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვა;

ბ) დოკუმენტების გადაცემა ქვედანაყოფის უფროსისა და შემსრულებლისათვის;

გ) დოკუმენტების შესრულების კონტროლი და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება;

დ) გასული დოკუმენტების გაგზავნა;

ე) საქმეთა მომზადება არქივისათვის ჩასაბარებლად;

ვ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენა;

ზ) თვითმმართველობის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობა.
თავი II
დოკუმენტების შედგენა და გაფორმე