1. თვითმმართველობის ორგანოს დოკუმენტები დგება თვითმმართველობის მოხელის მიერ ხელმძღვანელის დავალებით ან საკუთარი ინიციატივით.

2. დოკუმენტის პროექტის ვიზირება ხორციელდება შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) იმ პირის მიერ, რომელმაც მოამზადა დოკუმენტის პროექტი;

ბ) შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ;

გ) შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელის (იურისტის) მიერ;

დ) ადგილობრივი თვითმმართველობის იმ სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა მიერ, რომელთა უფლებამოსილების სფეროს შეეხება პროექტით დადგენილი საკითხი.

3. ვიზების შეგროვებისათვის პასუხისმგებელია ის სტრუქტურული ქვედანაყოფი, სადაც მზადდება დოკუმენტი.

4. ვიზირებული დოკუმენტის პროექტი გადაეცემა მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურს, რომელიც პასუხისმგებელია დოკუმენტის სწორად გაფორმებაზე და უზრუნველყოფს დოკუმენტის პროექტის ხელმოსაწერად გადაცემას დოკუმენტის ხელმოწერის უფლებამოსილი პირისათვის.
თავი III
შემოსული კორესპონდენციის მიღება, აღრიცხვა (რეგისტრაცია) და განაწილე