„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 მარტის №138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№452
სარეგისტრაციო კოდი
280120000.10.003.018838
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №452

2015 წლის 2 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის  2015 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 მარტის №138 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31.03.2015 წ., 280120000.10.003.018523) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამა.“;

2. №1.2 დანართის (ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა):

ა) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. რეგიონული საბჭოები შესაბამის გადაწყვეტილებას იღებენ მაძიებლების რეესტრის რიგითობის მიხედვით  შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვები;

ბ) ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებსა  და  მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები;

გ) ბავშვები, რომლებიც ამ მომსახურებით სარგებლობდნენ წინა 12 თვის განმავლობაში (მიუხედავად მომსახურებით სარგებლობის ვადისა);

დ)  „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა ოჯახებს სარეიტინგო ქულა ყველაზე უფრო დაბალი აქვთ განცხადების წარდგენის დღისთვის;

ე) განცხადების თარიღის რიგითობის მიხედვით.“;

ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 754 100  ლარით.“.

3. №1.5 დანართის (დღის ცენტრების ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3 185 900  ლარით.“.

4. №1.6.1 დანართის (სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი):

ა)  მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება  304 000 ლარით, მათ შორის, ელექტრო სავარძელ-ეტლებისთვის – 111 360 ლარი.“;

ბ) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად განკუთვნილი ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტი მექანიკური სავარძელ-ეტლის შემთხვევაში შეადგენს 560 ლარს, ხოლო ელექტრო სავარძელ-ეტლის შემთხვევაში – 3480 ლარს.“.

5. №1.6.4 დანართის (კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი):

ა) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა)  20 კოხლეარული იმპლანტის შეძენას;“;

ბ)  მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 892 000 ლარით.“;

გ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ერთი კოხლეარული იმპლანტის ღირებულება  – 35 920 ლარს;“.

6. №1.7 დანართის (ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) სურდოთარჯიმანთა შერჩევას და მათ მიერ გაწეული მომსახურების მონიტორინგს, რომელიც უნდა განახორციელოს ქვეპროგრამის მიმწოდებელი ორგანიზაციის სათანადოდ უფლებამოსილმა პირმა – კოორდინატორმა;“.

7. №1.8 დანართის (დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 343 200 ლარით.“.

8. №1.11 დანართის (მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 520 100 ლარით.“.

9. №1.12 დანართის (სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 984 300 ლარით.“.

10. №1.12 დანართის შემდეგ  პროგრამას დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №1.13 (მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე  ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამა):

„დანართი №1.13 

მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე   ბავშვთა

ბინაზე მოვლის ქვეპროგრამა

მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანა

ქვეპროგრამის ამოცანაა მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია და ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ბინაზე მოვლის მომსახურების მიწოდებით.

მუხლი 2. ქვეპროგრამის ღონისძიებები

ქვეპროგრამის ღონისძიებებში შედის:

ა) ბენეფიციართა ინდივიდუალური მომსახურების გეგმის (გრძელვადიანი და მოკლევადიანი გაზომვადი მიზნებით) შედგენა, რომელიც უნდა მოიცავდეს ბენეფიციარისთვის/მშობლისათვის  მორალური და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას, სოციალური,  თვითმოვლის და კომუნიკაციური უნარების გაძლიერებას და სოციალურ ინტეგრაციაში ხელშეწყობას;

ბ) ბავშვის შეფასება და მომსახურების მიწოდება, რომელიც  ითვალისწინებს  თვეში მომვლელის -  36 საათის (საშუალოდ, 4 საათი კვირაში ორჯერ), განვითარების სპეციალისტის – 5 საათის და მულტიდისციპლინური გუნდის სათანადო სპეციალისტ(ებ)ის (ოკუპაციური თერაპევტი, მეტყველების სპეციალისტი, ფსიქოლოგი, პედიატრი, სოციალური მუშაკი) – თვეში  3 საათის მომსახურებას. სულ – არაუმეტეს 44 საათისა. ამასთან, მომსახურებაში  შედის: 

ბ.ა) ბენეფიციარის შეფასება და რეაბილიტაციის/აბილიტაციის გეგმის შემუშავება/განხორციელება;

ბ.ბ) ბენეფიციართა ვერბალური/ალტერნატიული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობა;

ბ.გ) ბენეფიციარის მოვლა და დახმარება კვების, საპირფარეშოს, პირადი  ჰიგიენის       დაცვის  პროცესში;

ბ.დ) ბენეფიციარის და ოჯახის წევრებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება და  მხარდაჭერა;

ბ.ე)  ბავშვის დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების განვითარება;

ბ.ვ)  ბავშვის პოზიტიური ქცევის მხარდაჭერა;

ბ.ზ)  ბავშვის და ოჯახის წევრების  საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა;

ბ.თ)  ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი.

მუხლი  3.  ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი

1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან 7-დან 18 წლამდე ასაკის, ერთდროულად, არაუმეტეს 40  ბავშვისა  ქ. თბილისში,  რომლებიც საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას და არ შეუძლიათ დღის ცენტრის მომსახურებაში ჩართვა. 

2. ქვეპროგრამით  გათვალისწინებული  მომსახურების  მისაღებად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამიზნე  ჯგუფის კანონიერი წარმომადგენელი   განცხადებით მიმართავს შესაბამის მიმწოდებელს, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:

ა) კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი საბუთის (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი;

ბ) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობის, ან პირადობის მოწმობის, ან პასპორტის ასლი;

დ) შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; 

ე) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა – №IV- 50/2, რომელშიც ძირითადი დიაგნოზის პუნქტში აღნიშნული უნდა იყოს მძიმე ან ღრმა, ან სხვა გონებრივი ჩამორჩენილობა თანმხლებ დიაგნოზთან ერთად და „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის“  დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის №62 ბრძანების მე-17 მუხლის შესაბამისად,   განსაზღვრული აქვს სხვა პირის მუდმივი დახმარების საჭიროება).

3.  მიმწოდებელი უზრუნველყოფს:                       

ა) ბავშვის შეფასებას,  ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისადმი კუთვნილების დადგენას და ბავშვის  ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შემუშავებას;

ბ) ინდივიდუალური მომსახურების გეგმის სააგენტოში წარდგენას არაუგვიანეს პირის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის/ უფლებამოსილი პირის მიერ მიმწოდებლისთვის მიმართვისა და ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღისა, სააგენტოს მიერ დადგენილი ფორმით.

4. სააგენტო უზრუნველყოფს მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ბავშვის პროგრამაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების  მიღებას ყოველი თვის 5 რიცხვამდე.  პროგრამაში ჩართვის უპირატესობით სარგებლობენ მომსახურების მაძიებლები შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვები;

ბ) განცხადების თარიღის რიგითობის მიხედვით;

გ) განცხადების წარდგენის დღისთვის  „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების ბავშვები;

დ) მინდობით აღზრდაში  მყოფი ბავშვები.

მუხლი  4.  ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება    

1.  ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 36 000  ლარით.

2. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული მომსახურების დაფინანსებისათვის არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში. ამასთან, კომპონენტის ფარგლებში, ბინაზე მოვლის  დაფინანსებული მომსახურების ლიმიტი ერთი ბენეფიციარისთვის  თვეში ითვალისწინებს  მომვლელის –   36 საათის,  საშუალოდ,  4 საათი კვირაში ორჯერ, განვითარების სპეციალისტის – 5 საათის და მულტიდისციპლინური გუნდის სპეციალისტის (ოკუპაციური თერაპევტი, მეტყველების სპეციალისტი, ფსიქოლოგი, პედიატრი, სოციალური მუშაკი) – თვეში  3 საათის მომსახურებას, სულ – არაუმეტეს 44 საათისა.

3. ვაუჩერი ფინანსდება არაუგვიანეს მომსახურების გაწევის შემდგომი თვის ამოწურვამდე. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია, მომსახურების გაწევის თვის მომდევნო თვის 5 რიცხვამდე სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ წინა თვეში ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, წინა თვის განმავლობაში მიღებული მომსახურების სახეობების, ჯერადობისა და მომსახურების ჩატარების ადგილის მითითებით, რაც დადასტურებული უნდა იყოს ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით. დოკუმენტის ფორმას განსაზღვრავს სააგენტო.

4. მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით. ამასთან, ვაუჩერის ერთი თვის ტალონის დაფინანსების ლიმიტია  300 ლარი. ამასთან,  თუ წინა თვეში გაწეული მომსახურებების ჯერადობა  44-ზე  ნაკლებია, მომსახურების მიწოდების თვის ვაუჩერის შესაბამის ტალონზე ასანაზღაურებელი თანხა მცირდება წინა თვეში მომსახურების მოთხოვნილი სეანსების მინიმუმსა და ფაქტობრივად გაწეულ ჯერადობებს შორის სხვაობის ნამრავლით 6.82 ლარის ოდენობაზე. 

5. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი დამატებითი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სააგენტოში წარდგენა, სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

6. ზედიზედ, 30 დღის მანძილზე  ვაუჩერის  გამოუყენებლობა იწვევს ვაუჩერის ავტომატურად გაუქმებას, გარდა მომსახურების მიმწოდებლის  ფუნქციონირების დროებით შეჩერების შემთხვევებისა, რაზეც მიმწოდებელი მინიმუმ ერთი თვით ადრე წერილობით აცნობებს ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს, სააგენტოს და სამინისტროს. ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს ბენეფიციარის პროგრამაში ხელახლა ჩართვა ყველა აუცილებელი პროცედურის გავლით. აღნიშნული შეზღუდვის, ისევე როგორც ქვეპროგრამაში მონაწილეობის სხვა პარამეტრებისა და ინდივიდუალური გეგმის შესახებ, ბენეფიციარის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელი ინფორმირებული უნდა იყოს მომსახურების მიმწოდებლის მიერ. ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო.

7.  18 წლის ასაკის მიღწევამდე მომსახურება დაუყოვნებლივ წყდება,  თუკი:

ა) მოხდა ბავშვის ჩართვა საგანმანათლებლო  სისტემაში ან დღის ცენტრის პროგრამაში – დღის ცენტრის ვაუჩერის მოქმედების თვიდან;

ბ) ბავშვი გადავიდა პალიატიურ ზრუნვაში – აღნიშნულ ზრუნვაში გადასვლის დღიდან;

გ) ბავშვი გადავიდა სააღმზრდელო დაწესებულებაში – დაწესებულებაში გადასვლის დღიდან;

დ) კანონიერი წარმომადგენლის სურვილით;

ე) საცხოვრებელი ადგილის შეცვლის მიზეზით, რაც სცილდება მომსახურების არეალს.

8.  ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების თაობაზე  მიმწოდებელი დაუყოვნებლივ ატყობინებს სააგენტოს.

მუხლი 5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი

ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია  სამინისტროში რეგისტრირებული პირი.

მუხლი 6.  ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ქვეპროგრამას განახორციელებს სააგენტო.

მუხლი 7. ქვეპროგრამის ამოქმედება

ქვეპროგრამის ამოქმედების ვადაა 2015 წლის 1 ოქტომბერი.“. 

მუხლი 2
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის დამტკიცებულ პროგრამულ კლასიფიკაციას დაამატოს პროგრამული კოდი –   „მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამა“ (პროგრამული კოდი:  35 02 03 14) და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე განახორციელოს ცვლილებები კვარტალურ განწერაში.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი