„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№453
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.018839
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №453

2015 წლის 2 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“  2015 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 იანვრის №14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30.01.2015წ., 470230000.10.003.018398) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“  2015 წლის სახელმწიფო პროგრამის:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ.კ“ ქვეპუნქტი:

„ვ.კ) შენობის სანიტარიული მომსახურების შესყიდვა.“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ.დ“ ქვეპუნქტი:

„თ.დ) საცავის ვენტილაციის სისტემის შესყიდვა. “;

გ) „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ჟ“ ქვეპუნქტი: 

„ჟ) სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ბავშვთა კორპუსის საპროექტო სამუშაოების შესყიდვა.“.

2.  მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ.ბ“, „ვ.გ“, „ვ.ე“, „ვ.ვ“, „ვ.ზ“, „ვ.თ“, „თ.დ“  და „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ვ.დ“, „თ.ა“, „თ.ბ“ და „თ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს  კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, ხოლო ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ვ.ი“, „ვ.კ“, „კ“, „ლ“, „ო“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს  კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5.  პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით, განისაზღვროს 23 773.0  ათასი ლარით:

 

კომპონენტის დასახელება

ღირებულება (ათასი ლარი)

1

სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“  ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად საიჯარო გადასახადის გადახდა

433.4

2

სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის პროექტის/საპროექტო სამუშაოების შესყიდვა

101.0

3

საექსპერტო/საინჟინრო სამუშაოები და საპროექტო/საავტორო ზედამხედველობა

69.5

4

დაბა ხარაგაულის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის:

232.1

 

4.1 სამედიცინო აღჭურვილობის, საოფისე ავეჯის, ინვენტარისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესყიდვა

202.1

4.2 გათბობა-გაგრილების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვა

30.0

5

სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის  შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის:

1 044.0

 

5.1  სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვა

850.0

5.2 კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესყიდვა

194.0

6

ეროვნული სამედიცინო ტრენინგ-ცენტრის:

116.3

 

6.1 კომუნალური ხარჯების დაფინანსება

 

20.0

6.2 შენობის დასრულების სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვა

46.7

6.3 შენობის დასუფთავების მომსახურების შესყიდვა

15.0

6.4 შენობის დაზიანებული გარე ფასადის მინების და საკეტების შეცვლის სამუშაოების შესყიდვა

5.0

6.5 მოძრავი ტიხრების მოწყობის სამუშაოების შესყიდვა

1.0

6.6 ფარდა-ჟალუზების შესყიდვა

16.0

6.7 საინფორმაციო ბანერის (განათებით) შესყიდვა

3.1

6.8 შენობის ფასადზე წარწერის შესყიდვა

2.5

6.9 ელექტროობისა და წყალგაყვანილობის შეკეთების სამუშაოების შესყიდვა

5.0

 

6.10 შენობის სანიტარული მომსახურების შესყიდვა

2.0

7

პროგრამის ადმინისტრირება

45.0

8

შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ტერიტორიაზე არსებული სპეციალურად განკუთვნილი სამარაგო ფართის:

118.1

 

8.1 სარემონტო სამუშაოების შესყიდვა

55.2

8.2 ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის შესყიდვა

42.1

8.3 სამარაგოს დაშვების სისტემა-სიგნალიზაციის შესყიდვა

12.7

8.4 საცავის ვენტილაციის სისტემის შესყიდვა

8.1

9

საქართველოს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში (ბორჯომის (დაბა ბაკურიანი), ყაზბეგის (დაბა სტეფანწმინდა), თიანეთის (დაბა თიანეთი), თეთრიწყაროსა (ქ. თეთრიწყარო) და წალკის (ქ. წალკა)) მოქმედი შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ საკუთრებაში არსებული სამედიცინო ცენტრების (მოძრავი და უძრავი) ქონების გამოსყიდვა, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 თებერვლის №302 განკარგულების შესაბამისად

7 190.1

10

დაბა ხარაგაულის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა (ვერტიკალური დაგეგმარების გარეშე)

1 539.0

11

ლენტეხის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა

2 586.5

12

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (ნაწილობრივი დაფინანსება)

5 000.0

13

დედოფლისწყაროს მრავალპროფილიანი საავადმყოფოს სამშენებლო სამუშაოების 

განხორციელება (ნაწილობრივი დაფინანსება)

2 000.0

14

ლიცენზირებული ცენტრალური ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების HMIS მოდულების cEMR პლატფორმით თანდათანობით  ჩანაცვლებისათვის საჭირო მომსახურების  შესყიდვა

3 165.9

15

მობილური ამბულატორიის შესყიდვა

112.0

16

სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ბავშვთა კორპუსის საპროექტო სამუშაოების შესყიდვა

20.0

 

სულ

23 773.0.“.

                                                                                                                 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი