„იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1823
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019870
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1823

2015 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

 „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულების პირველი პუნქტით დამტკიცებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაში (შემდგომში − სამოქმედო გეგმა) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) სამოქმედო გეგმის 2.1.11. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.1.11. იმ დევნილ ოჯახებთან მიმართებით, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის, იმ დევნილების, რომელთაც საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი, დახმარების შესაძლებლობა განიხილება ბოლო ეტაპზე.“;

ბ) სამოქმედო გეგმის 4.1. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.1. საერთო კოორდინაციას განახორციელებს სამეთვალყურეო საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს სამინისტრო. იგი იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან საერთო მოქმედების კოორდინაციის მიზნით, რათა მოხდეს დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის რეალიზება და განხორციელება.

სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა (EU), ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში (EUMM), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატი (UNHCR), გაერთიანებული ერების მუდმივი კოორდინატორი საქართველოში (UNCT), მსოფლიო ბანკი (WB), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KFW); სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, სათათბირო ხმის უფლებით, ასევე არიან არასამთავრობო სექტორის ორი წარმომადგენელი (ერთი ადგილობრივი, ერთი საერთაშორისო); სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები შესაძლებელია მოწვეულ იქნენ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სპეციფიკური საკითხების განსახილველად.

სამეთვალყურეო საბჭოს პერსონალური შემადგენლობა მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანებით, ზემოაღნიშნული სახელმწიფო ორგანოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან.

სამეთვალყურეო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს, თითოეულ უწყებასა და ორგანიზაციას აქვს ერთი ხმა. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის მიმდინარეობისა და მიღებულ გადაწყვეტილებათა თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი. იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს რომელიმე წევრი არ ეთანხმება სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს, თავისი პოზიცია დააფიქსიროს სხდომის ოქმში.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                            ირაკლი ღარიბაშვილი