„იძულებით გადაადგილებულ პირთათვის − დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №257 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2774
2015 წლის 22 დეკემბერი
ქ. თბილისი
„იძულებით გადაადგილებულ პირთათვის − დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №257 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„იძულებით გადაადგილებულ პირთათვის − დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №257 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთათვის − დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიაში“ (შემდგომში − სტრატეგია) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) სტრატეგიის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმასთან კავშირი
წინამდებარე სტრატეგია ეფუძნება „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებით დამტკიცებულ „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიასა“ (შემდგომში− სახელმწიფო სტრატეგია) და „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებით დამტკიცებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის (შემდგომში− სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა) მე-2 მუხლის 2.2. პუნქტს, რომელიც ითვალისწინებს დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით საარსებო წყაროებზე დევნილთა ხელმისაწვდომობის სტრატეგიის შემუშავებას.
დევნილთა ინტეგრაცია, რომელიც წარმოადგენს გრძელვადიან გადაწყვეტას, არის მთავარი მიზანი, რაც სახელმწიფო სტრატეგიის მიხედვით არ არის ურთიერთგამომრიცხავი დაბრუნებასთან მიმართებით. აღნიშნული მიზნის ფარგლებში, სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა ასახავს სამ ძირითად ამოცანას:
ა) დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის გზით;
ბ) დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება;
გ) დევნილთა ინფორმირებულობის გაზრდა.
სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმამ დევნილთა მდგრადი ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად მიზნად დაისახა დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის სტრატეგიის შემუშავება. მანამდე არსებული მიდგომით, როცა დევნილთა სახელმწიფო დახმარება ძირითადად შემოიფარგლებოდა დევნილის შემწეობის გაცემითა და კომუნალური გადასახადების დაფარვით, დევნილები სრულად დამოკიდებულნი იყვნენ კერძო სექტორზე/არასამთავრობო ორგანიზაციებზე საარსებო წყაროების უზრუნველყოფის საკითხში. სამთავრობო დაწესებულებებმა ვერ უზრუნველყვეს სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების საჭირო მხარდაჭერა.
სტრატეგიის განხორციელებისას აუცილებელია მჭიდრო კავშირი სხვა სტრატეგიებთან და საჯარო პოლიტიკის დოკუმენტებთან (მაგალითად, სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია, საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სტრატეგია, რეგიონული განვითარების სტრატეგია, რეგიონების განვითარების სტრატეგიები და სხვა).“;
ბ) სტრატეგიის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. კოორდინაციის მექანიზმები და ურთიერთთანამშრომლობა სხვადასხვა მხარეებთან
ამ სტრატეგიისა და მისი განხორციელების მიზნით შემუშავებული სამოქმედო გეგმის საერთო კოორდინაციას ასევე განახორციელებს „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულების საფუძველზე შექმნილი „იძულებით გადაადდგილებულ პირთა − დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ სამეთვალყურეო საბჭო (შემდგომში − სამეთვალყურეო საბჭო). სამეთვალყურეო საბჭო განიხილავს გეგმებს, აყალიბებს პრიორიტეტულ მიმართულებებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს.
ამ სტრატეგიის განხორციელების მიზნით შემუშავებული სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესის მართვისა და მონიტორინგის მიზნით, შეიქმნება უწყებათაშორისი კომიტეტი, რომელიც პასუხისმგებელია მის განხორციელებაზე და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს მასში გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით. უწყებათაშორისი კომიტეტის გადაწყვეტილებები ეყრდნობა სამეთვალყურეო საბჭოს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს.
უწყებათაშორისი კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრება ამ სტრატეგიის განხორციელების მიზნით შემუშავებული სამოქმედო გეგმით.
უწყებათაშორისი კომიტეტის შეხვედრების საშუალებით მოხდება სააგენტოს საქმიანობის მიმდინარე პროგრესის მიმოხილვა და ამ სტრატეგიითა და მისი განხორციელების მიზნით შემუშავებული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.
უწყებათაშორისი კომიტეტი სხვა საკითხებთან ერთად იმუშავებს შემდეგ საკითხებზე:
გათვალისწინებული იქნება დევნილთა საჭიროებები და შეიქმნება სათანადო პირობები დევნილთა ჩართულობისათვის პროგრამებით დადგენილ აქტივობებში (სოფლის მეურნეობის სუბსიდიები და სერვისები, სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული კრედიტები, წარმოების წახალისება, ფერმერთა ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა და სხვა), საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით;
მიწებზე დევნილთა ხელმისაწვდომობის მდგრადობის გაზრდის მიზნით, დევნილთა სამინისტრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, მუნიციპალიტეტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო კოორდინაციით შეისწავლის დევნილებისათვის მათ ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული მიწების სხვადასხვა შესაძლო სამართლებრივი ფორმებით (საკუთრება, გრძელვადიანი იჯარა და სხვა) გადაცემის შესაძლებლობას;
რეგიონალური და ადგილობრივი განვითარების გეგმების ანალიზი, იმისათვის, რომ დადგინდეს დევნილებისთვის გათვალისწინებული შესაძლებლობები და წახალისდეს დევნილთა ჩართულობა იმ ლოკაციებში, სადაც დევნილები მძიმე მდგომარეობაში არიან;
საჭირო მონაცემების მოპოვების, დამუშავებისა და ანალიზის მიზნით, სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და სააგენტოს შორის მჭიდრო თანამშრომლობა და რესურსებისა და ძალისხმევის გაერთიანება;
საარსებო წყაროებისათვის საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვის მიზნით მჭიდრო თანამშრომლობა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებსა და სხვა ორგანიზაციებთან;
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობა დევნილთათვის სოციალური დახმარების შენარჩუნების სხვადასხვა მექანიზმებზე (იმ პერიოდში, როცა დევნილები საარსებო წყაროების პროგრამებში მონაწილეობენ).
ზემოთ მოყვანილი საკითხების განხილვა და გადაჭრა სტრატეგიის წარმატებით განხორციელების ერთ-ერთ მთავარ პირობას წარმოადგენს. აღნიშნული საკითხების კოორდინირებულად გადაწყვეტა ხელს შეუწყობს დევნილთა ინტეგრაციას და მათ კეთილდღეობას.“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი