სს „აბდ ჯორჯია“-ს აქციონერთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „აბდ ჯორჯიას” აქციონერთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
სს „აბდ ჯორჯიას” (ს/ნ 404919013) აქციონერი და იმავდროულად კომპანიის დირექტორი ევგენია ხოხლოვა (პ/ნ 2592000367, უკრაინის მოქალაქის პასპორტი: PUKR ET555545, გაცემული 22.11.2011 წელს 1402 ორგანოს მიერ), საზოგადოების წესდების 5.4. მუხლის შესაბამისად, ვიწვევ სს „აბდ ჯორჯიას” აქციონერთა რიგგარეშე კრებას, რომელიც გაიმართება 2015 წლის 29 სექტემბერს, დღის 11:00 საათზე, კომპანიის იურიდიულ მისამართზე: საქართველო, ბოლნისის რაიონი, სოფელი აკაურთა.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი :
1. საზოგადოების გამოსყიდული (განთავსებული) და გამოუსყიდავი (განუთავსებელი) აქციების რაოდენობის განსაზღვრა აქციონერთა (რეორგანიზაციამდე – საზოგადოების პარტნიორთა) მიერ განხორციელებული შენატანების შესაბამისად;
2. საზოგადოების განუთავსებელი აქციებიდან გამოუსყიდავი აქციების შესახებ;
3. განთავსებული (გამოსყიდული)აქციების შესაბამისად, საზოგადოების კაპიტალის განსაზღვრა;
4. საზოგადოების აქციათა რეესტრში ცვლილებების შეტანის შესახებ;
5. საზოგადოების წესდებაში ცვლილებების შეტანა და წესდების ახალი რედაქციით დამტკიცება;
6. სხვადასხვა.
დღის წესრიგის საკითხის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „აბდ ჯორჯიას“ დირექტორატში მისამართზე:საქართველო, ბოლნისის რაიონი, სოფელი აკაურთა, ტელ.: 555 14 65 50.
დღის წესრიგში დამატებითი საკითხის შეტანა შესაძლებელია იმ პირობით, თუ ამის შესახებ აქციონერები წერილობით (დასამატებელი საკითხის ზუსტი ფორმულირების აღნიშვნით) აცნობებენ სს „აბდ ჯორჯიას“დირექტორატს წინამდებარე შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) დღის ვადაში.
აქციონერს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კრების მუშაობაში უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით (სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობით).
აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარებამდე 10 (ათი) დღის განმავლობაში, აქციონერს შეუძლია შეამოწმოს კრებაში თავისი მონაწილეობის უფლება საზოგადოების ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელ რეგისტრატორთან – სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“ (ს/კ 205156374) მისამართზე: ქ. თბილისი, მოსაშვილის ქ. №11, მე-7 სართული, ტელ.: 222-53-51; 225-15-60.