საქართველოს დაზვერვის სამსახურში იარაღის ბრუნვისა და მასზე კონტროლის განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 09.09.2015
გამომცემი ორგანო №
ნომერი №ჩანაწერის თარიღი
სარეგისტრაციო კოდი 130060000.43.048.016013
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/09/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.09.2015 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი | საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი |
| № | სანომენკლატურო ან საინვენტარიზაციო № |
| დოკუმენტის სარეგისტრაციო ნომერი | ჩანაწერის თარიღი |
| რაოდენობა | რაოდენობა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში იარაღის ბრუნვისა და მასზე კონტროლის განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული აქტი 09.03.2007
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ სპეციალური პენიტენციური სამსახურისადმი დაქვემდებარებული პენიტენციური დაწესებულებებისა და სხვა ობიექტების დაცვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის შეიარაღებაში არსებულ სპეციალურ საშუალებათა სახეების, მათი შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესის და პირობების, აგრეთვე სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლების მქონე პირის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს დაზვერვის სამსახურში იარაღის ბრუნვისა და მასზე კონტროლის განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
ს
აქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის
ბრძანება
№197
2015 წლის 9 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს დაზვერვის სამსახურში იარაღის ბრუნვისა და მასზე კონტროლის განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის და „საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №175 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს ინსტრუქცია „საქართველოს დაზვერვის სამსახურში იარაღის ბრუნვისა და მასზე კონტროლის განხორციელების შესახებ“.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში იარაღის ბრუნვისა და მასზე კონტროლის განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 9 მარტის №8 ბრძანება.
3.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსიდავით სუჯაშვილი
ინსტრუქცია
საქართველოს დაზვერვის სამსახურში იარაღის ბრუნვისა და მასზე კონტროლის განხორციელების შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს საქართველოს დაზვერვის სამსახურში (შემდგომში – სამსახური) საბრძოლო მასალის, სამსახურებრივ-საშტატო და სამხედრო-საბრძოლო იარაღის და აღჭურვილობის აღრიცხვის, ჩამოწერის, შენახვა-დასაწყობების წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗
ამ ინსტრუქციისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა)
„მოსამსახურე“ –
„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხის მე-6 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი;
ბ)
„იარაღი“ – იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა.
მუხლი 3🔗
სამსახურის მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
თავი II
იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის აღრიცხვა
მუხლი 4🔗
1.
სამსახურის უფროსის ბრძანებით სამსახურში ინიშნება უფლებამოსილი პირი (შემდგომში – შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი), რომელსაც ევალება სამსახურის ბალანსზე არსებული იარაღის, საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის აღრიცხვის, ბრუნვის, შენახვის, გაცემის, დაცვის ორგანიზაცია, საიარაღო ოთახში არსებული შეიარაღების ტექნიკურ მდგომარეობაზე კონტროლი და მათზე მატერიალური პასუხისმგებლობა.
2.
შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის ან უფროსის მოადგილის განკარგულებით განისაზღვრება დროებით უფლებამოსილი პირი.
3.
შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირისაგან დროებით უფლებამოსილ პირზე იარაღის, საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის დროებით გადაცემა ხდება მიღება-ჩაბარების აქტით, რომელსაც ამტკიცებს სამსახურის უფროსი ან უფროსის მოადგილე.
მუხლი 5🔗
იარაღის, საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის ბრუნვაზე კონტროლის განხორციელების მიზნით, სამსახურში არსებული შეიარაღება და საბრძოლო მასალა ექვემდებარება აღრიცხვას. იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის აღრიცხვა უნდა ასახავდეს სამსახურის შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის ფაქტობრივ მდგომარეობას.
მუხლი 6🔗
1.
იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის სააღრიცხვო დოკუმენტებია: წიგნები, ჟურნალები, ზედდებულები, ბარათები, უწყისები, აქტები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ბრუნვის ოპერაციები.
2.
სააღრიცხვო წიგნი – ფორმა 1 (დანართი №1) განკუთვნილია იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის აღრიცხვის და მოძრაობის ჩანაწერებისათვის.
3.
იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის გაცემა-მიღების წიგნი – ფორმა 2 (დანართი №2) განკუთვნილია იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის გაცემისა და მიღების აღრიცხვისათვის.
4.
იარაღის მიმაგრების აღრიცხვის ბარათი – ფორმა 3 (დანართი №3) განკუთვნილია სამსახურებრივ-საშტატო იარაღის მოსამსახურეებზე მიმაგრების აღრიცხვისათვის, რომელიც წარმოებს იმ ზედდებულების საფუძველზე, რომლითაც გაიცა ან ჩაბარდა იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა საიარაღო ოთახიდან.
5.
დანაკლისების აღრიცხვის წიგნი –
ფორმა 4 (დანართი №4) განკუთვნილია სამსახურის სისტემაში დაღუპვის, განადგურების, არაკანონიერი ან ნორმის ზევით ხარჯვის, ძარცვა-დატაცების, სტიქიური უბედურების, ვადაზე ადრე მწყობრიდან გამოსვლის ან ცვეთის შედეგად დაკარგული მატერიალური საშუალებების „გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებით გათვალისწინებული წესით დანაკლისების აღრიცხვისათვის.
6.
შემოსავალ-გასავლისა და სააღრიცხვო დოკუმენტების რეგისტრაციის ჟურნალი – ფორმა 5 (დანართი №5) განკუთვნილია სააღრიცხვო დოკუმენტების რეგისტრაციისათვის.
7.
ზედდებული –
ფორმა 6 (დანართი №6) წარმოადგენს საიარაღო ოთახიდან შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირის მიერ ქონების მიღება-გაცემისას შეიარაღების სახეობისა და ოდენობის აღმნიშვნელ დოკუმენტს.
8.
იარაღის შემცვლელი ბარათი – ფორმა 7 (დანართი №7) წარმოადგენს მოსამსახურეზე იარაღისა და საბრძოლო მასალის განპიროვნების დამადასტურებელ დოკუმენტს საიარაღო ოთახიდან იარაღისა და საბრძოლო მასალის მიღება-გაცემისას.
9.
საინვენტარიზაციო აღწერა და შესამოწმებელი უწყისი – ფორმა 8 (დანართი №8) წარმოადგენს ინვენტარიზაციის ჩატარების შედეგების აღმრიცხველ დოკუმენტს.
მუხლი 7🔗
სააღრიცხვო დოკუმენტების წარმოებისას თავისუფლად დარჩენილი ადგილი იხაზება ზიგზაგოვანი ხაზით.
მუხლი 8🔗
სააღრიცხვო დოკუმენტები უნდა მოიცავდეს: რეგისტრაციის ნომერს, სააღრიცხვო ოპერაციის წარმოების თარიღს, დოკუმენტის შედგენის დროს და შემდგენი პირის ან/და ქვედანაყოფის, ასევე შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის რაოდენობის კატეგორიის მონაცემებს, იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მიღებაზე უფლებამოსილი და მათი გამცემი და მიმღები თანამდებობის პირების სათანადო ხელმოწერებს.
მუხლი 9🔗
ჩანაწერები სააღრიცხვო დოკუმენტებში ფაქტობრივად არსებული იარაღის, საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის ბრუნვის შესახებ იწარმოება დედნების საფუძველზე.
მუხლი 10🔗
კალენდარული წლის ბოლოს სააღრიცხვო დოკუმენტების შასახებ კეთდება ანგარიში და მიეთითება შედეგობრივი ჩანაწერი შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, იდენტურად წარმოებს ხელმოწერა ანგარიშების დახურვისას და შედეგების გადატანისას ახალ სააღრიცხვო დოკუმენტებში.
მუხლი 11🔗
1.
სააღრიცხვო დოკუმენტებში მექანიკური შეცდომების გასწორება ხორციელდება სათანადო პატაკის საფუძველზე.
2.
აღრიცხვის ამსახველი აუცილებელი დოკუმენტები იკერება საქმეებად.
3.
დანომრილი, აკინძული, შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერილი და შესაბამისი ბეჭდით დადასტურებული სააღრიცხვო დოკუმენტები არსებული წესით ტარდება სპეციალურ ჟურნალში, საიდუმლო მონაცემების შემცველი სააღრიცხვო დოკუმენტების რეგისტრაცია წარმოებს საიდუმლო საქმის წარმოების დადგენილი წესით.
თავი III
სამსახურში იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მიღება, გაცემა და ჩაბარება
მუხლი 12🔗
შეიარაღების ოთახიდან ქონების გაცემის საფუძველს წარმოადგენს სამსახურის უფროსის ან უფროსის მოადგილის ბრძანება (გარდა ამ ინსტრუქციის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული შემთხვევისა).
მუხლი 13🔗
1.
საიარაღო ოთახიდან ქონების გაცემა, მიღება და ჩაბარება წარმოებს ზედდებულებით (დანართი №6) იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის რაოდენობის, სააღრიცხვო ნომრის და გამოშვების თარიღის მითითებით, დადასტურებული შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირისა და მის მიღებაზე უფლებამოსილი პირების სათანადო ხელმოწერებით.
2.
აღნიშნული ზედდებული ივსება 2 (ორი) ეგზემპლარად, რომელთაგან დედანი ინახება სააღრიცხვო საქმეში, მეორე პირი ეძლევა მიმღებს (ჩამბარებელს).
მუხლი 14🔗
დაუშვებელია ბრძანებაში მითითებული ქონების გარდა სხვა სახის ქონების გაცემა, თუ დამატებითი მოთხოვნა არ წარმოადგენს გასაცემი ძირითადი ქონების მაკომპლექტებელ მასალას და აღჭურვილობას.
თავი IV
სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება და შენახვა
მუხლი 15🔗
1.
სამსახურში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გასაცემად და მუდმივი ტარების უფლების მისაღებად მოსამსახურე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა)
მოსამსახურეს უნდა ეკავოს „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხის მე-6 მუხლით განსაზღვრული თანამდებობა;
ბ)
მოსამსახურის მიმართ არ უნდა წარმოებდეს სამსახურებრივი შემოწმება;
გ)
მოსამსახურის მიმართ არ უნდა მიმდინარეობდეს სისხლისსამართლებრივი დევნა;
დ)
მოსამსახურეს უნდა ჰქონდეს გავლილი საცეცხლე მომზადება.
2.
მოსამსახურეს, სამსახურის სისტემაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი მუდმივი ტარების უფლებით გადაეცემათ პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ.
3.
თანამშრომლის საკუთრებაში არსებული იარაღის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭება ხორციელდება –
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუქტის შესაბამისად.
მუხლი 16🔗
სამსახურის შესაბამისი ქვედანაყოფის მიერ სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელ პირს.
მუხლი 17🔗
1.
სამსახურის მოსამსახურეთა სასწავლო ან/და ქვეყნის საზღვრებს გარეთ მივლინების პერიოდში, მათზე რიცხული სამსახურებრივ-საშტატო იარაღი წინამდებარე ინსტრუქციით დადგენილი წესით ბარდება შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელ პირს. აღნიშნულ შემთხვევებში მოსამსახურეს ეძლევა იარაღის შემცვლელი ბარათი (დანართი №7).
2.
მოსამსახურე ვალდებულია სამსახურიდან დათხოვნისას დაუყოვნებლივ ჩააბაროს მასზე რიცხული სამსახურებრივ-საშტატო იარაღი დადგენილი წესით. (წინააღმდეგ შემთხვევაში დგება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საკითხი).
მუხლი 18🔗
1.
მოსამსახურე მასზე განპიროვნებულ სამსახურებრივ-საშტატო იარაღს, საბრძოლო მასალას და აღჭურვილობას ინახავს სამუშაო ადგილის შესაბამისად მის პირად სეიფში ან ლითონის კარადაში.
2.
იარაღი, მისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა, კანონმდებლობის მიხედვით, მოსამსახურის საცხოვრებელ ადგილას ინახება ლითონის კარადაში ან სეიფში.
3.
იარაღის და საბრძოლო მასალის დაკარგვის ან გატაცებისას მოსამსახურე ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს პოლიციას, უშუალო უფროსს და შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელ პირს. აღნიშნულის შესახებ ეცნობება აგრეთვე სამსახურის უსაფრთხოების დირექტორატს, რომელიც დადგენილი წესით ატარებს სამსახურებრივ შემოწმებას.
მუხლი 19🔗
სამსახურის ქვედანაყოფის ხელმძღვანელები, რომელთა დაქვემდებარებაში მყოფი მოსამსახურეების მიმართ დაიწყება სამსახურებრივი შემოწმება და შემოწმების პროცესში უსაფრთხოების დირექტორატის წარდგინების საფუძველზე სამსახურის უფროსის ბრძანებით აყვანილი იქნებიან კადრების განკარგულებაში, ვალდებული არიან უზრუნველყონ აღნიშნულ პირებზე გაპიროვნებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შესაბამისი წესით ჩამორთმევა-ჩაბარება.
თავი V
იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის შენახვა
მუხლი 20🔗
სამსახურში იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა ინახება კანონმდებლობის შესაბამისად წინამდებარე ინსტრუქციით დადგენილი წესით.
მუხლი 21🔗
1.
სამსახურში იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის შესანახ საიარაღო ოთახში გამოყენებული უნდა იყოს მშრალი სათავსოები, რომლებიც აკმაყოფილებენ შენახვისა და ხანძარსაწინააღმდეგო წესების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
2.
საიარაღო ოთახის სათავსოების ფანჯრები და სავენტილაციო ღიობები აღჭურვილი უნდა იქნეს ძლიერი საკეტებით და ლითონის გისოსებით. საიარაღო ოთახის სათავსოები მოწყობილი უნდა იქნეს იარაღის შესანახი პირამიდებით, თაროებით ან რკინის კარადებით.
3.
საიარაღო ოთახი უნდა იყოს დალუქული, ოპერატიული მორიგის მიერ მორიგეობის მიღებისას (ჩაბარებისას) მოწმდება ლუქი, რაზედაც შესაბამისი ჩანაწერი კეთდება მორიგეობის მიღება-გადაბარების ჟურნალში. ლუქის დაზიანების შემთხვევაში ოპერატიული მორიგე ატყობინებს შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელ პირს, პარალელურად ზემდგომ ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც კომისიური წესით ტარდება საიარაღო ოთახის გახსნა და შეიარაღების, საბრძოლო მასალების ინვენტარიზაცია. ასევე საიარაღო ოთახი უნდა იყოს აყვანილი სიგნალიზაციაზე ოპერატიულ მორიგესთან, ან საიარაღო ოთახზე უნდა იყოს მიმართული სადღეღამისო სათვალთვალო კამერა.
მუხლი 22🔗
1.
საიარაღო ოთახში თვალსაჩინო ადგილას გამოკრული უნდა იყოს იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის შენახვისა და დაცვის წესები, რომელიც მტკიცდება სამსახურის უფროსის ან უფროსის მოადგილის მიერ.
2.
საიარაღო ოთახში სახანძრო უსაფრთხოების პირობების დაცვისას დასაშვებია ელექტროგანათება. საიარაღო ოთახში ნავთის ფარნის, ლამპების, ჩირაღდნების, სანთლებისა და ღია ალით, აგრეთვე თხევადი საწვავის გამოყენებით გამანათებელი ხელსაწყოების გამოყენება დაუშვებელია.
3.
აკრძალულია თამბაქოს მოწევა საიარაღო ოთახის ტერიტორიაზე.
4.
სათავსოებში, სადაც ინახება იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა, დაუშვებელია საწვავის და ადვილად აალებადი მასალის შენახვა.
მუხლი 23🔗
საიარაღო ოთახში იარაღი ინახება განმუხტულ მდგომარეობაში, ცალკეული სახეობებისა და კატეგორიების მიხედვით.
მუხლი 24🔗
1.
დაუშვებელია ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნების ჰერმეტული დაგმანვის გახსნა განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა.
2.
საიარაღო ოთახში ჰერმეტულ მდგომარეობაში მყოფი საბრძოლო მასალა საკონტროლო-ტექნიკურ დათვალიერებას არ ექვემდებარება. დათვალიერება ხდება მხოლოდ ყუთების გარეგანი გამართულობის თვალსაზრისით.
მუხლი 25🔗
1.
სამსახურის იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის საიარაღო ოთახის და ლითონის კარადების გასაღებების ორიგინალები ინახება ოპერატიულ მორიგესთან, მცირე ზომის სპეციალურ ყუთში/კონტეინერში (დალუქულ მდგომარეობაში) მოთავსებული, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გაიცემა მხოლოდ შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელ პირზე, რომელიც სამუშაო დღის დამთავრებამდე (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა) ისევ ბარდება ოპერატიულ მორიგეს (სხვა დანარჩენ შემთხვევაში კატეგორიულად იკრძალება საიარაღო ოთახისა და კარადების გასაღებების სხვა პირებისათვის გადაცემა). გასაღებების ჩაბარების დროის შესახებ შესაბამისი აღნიშვნა კეთდება გასაღების მიღება-ჩაბარების ჟურნალში. ბეჭედი (პირადი ლუქი ან ერთჯერადი ლუქები) რჩება შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელ პირთან.
2.
იარაღის, საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის საიარაღო ოთახის და ლითონის კარადების გასაღებების მეორე ეგზემპლარები – მუდმივად ინახება უსაფრთხოების დირექტორატის ხელმძღვანელთან, მცირე ზომის სპეციალურ ყუთში (დალუქულ მდგომარეობაში) მოთავსებული. აღნიშნული ეგზემპლარების გაცემა დასაშვებია გასაღებების დაკარგვის შემთხვევაში, მხოლოდ სამსახურის უფროსის ან სამსახურის უფროსის მოადგილის განკარგულებით (კარების გახსნა ხდება კომისიური წესით). გასაღებების დაკარგვისას საკეტები იცვლება დაუყოვნებლივ.
3.
განსაკუთრებულ შემთხვევაში (სტიქიური უბედურება, ხანძარი, განგაში და სხვა) იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის საიარაღო ოთახი და ლითონის კარადები შეიძლება გახსნილ იქნეს, სამსახურის უფროსის, სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის ან მოადგილის განკარგულებით, შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირის გარეშე, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ორიგინალი გასაღებების საშუალებით, ოპერატიული მორიგის მიერ, არანაკლებ ორი მოსამსახურის თანდასწრებით, რის შესახებაც დგება სათანადო აქტი, შესაბამისი ხელმოწერებით. აღნიშნულ აქტს ამტკიცებს სამსახურის უფროსი ან სამსახურის უფროსის მოადგილე. ამავდროულად ოპერატიული მორიგის მიერ იმავე წესით შეიძლება დროებით გაცემულ იქნეს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი უწყისით, რომელსაც ხელს აწერს იარაღის მიმღები მოსამსახურე და ამტკიცებს სამსახურის უფროსი ან სამსახურის უფროსის მოადგილე. მოსამსახურე (მოსამსახურეები), რომელსაც შეიძლება დროებით გადაეცეს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი განისაზღვრება იმ ქვედანაყოფების ხელმძღვანელების მიერ, რომლებზედაც ტაბელით არის გათვალისწინებული შეიარაღება).
4.
განსაკუთრებულ შემთხვევებში ქვედანაყოფზე ან მოსამსახურეზე ტაბელით გათვალისწინებული შეიარაღების რაოდენობის ზემოთ იარაღის გაცემის ნებას რთავს სამსახურის უფროსი ან სამსახურის უფროსის მოადგილე.
5.
ოპერატიული მორიგის მიერ საიარაღო ოთახის ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული წესით გახსნის შემდეგ, შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი ვალდებულია მოახდინოს შედარება სააღრიცხვო მონაცემებსა და ადგილზე ფაქტობრივ მდგომარეობას შორის, შეადგინოს აქტი და აღნიშნულზე მოახსენოს სამსახურის უფროსს ან სამსახურის უფროსის მოადგილეს.
თავი VI
იარაღის ჯილდოდ გადაცემა
მუხლი 26🔗
1.
სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღი (საბრძოლო მასალა და საჭირო აღჭურვილობა) კანონმდებლობით უფლებამოსილ საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს (უცხო ქვეყნის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებს), ასევე სამსახურის მოსამსახურეებს ჯილდოდ გადაეცემა „სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №241 დადგენილების შესაბამისად.
2.
პირველი პუნქტით გათვალისწინებული იარაღის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანებართვო სამსახურის მიერ შესაბამისი ნებართვის გაცემის და რეგისტრაციის შემდეგ სამსახურში შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი ახორციელებს იარაღის (საბრძოლო მასალის და საჭირო აღჭურვილობის) გაცემას და სააღრიცხვო წიგნებიდან მოხსნას, დადგენილი წესით.
თავი VII
იარაღის გადატანა-გადაზიდვა
მუხლი 27🔗
იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვა უნდა განხორციელდეს სამსახურის უფროსის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე დაცვის (ან ოპერატიულ თანამშრომელთა) თანხლებით.
მუხლი 28🔗
იარაღისა და საბრძოლო მასალის ტრანსპორტირება დაიშვება მხოლოდ მყარად შეფუთულ და დალუქულ მდგომარეობაში. ამასთან, დაცული უნდა იქნეს შეიარაღების ატმოსფერული ნალექებისგან დაცვისა და უსაფრთხოების ზომები.
თავი VIII
იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ჩამოწერა
მუხლი 29🔗
იარაღის, საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის დაკარგვის, განადგურების და ა.შ. შემთხვევაში, უსაფრთხოების დირექტორატისთვის შეტყობინების პარალელურად, წერილობით უნდა ეცნობოს შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელ პირს მომხდარი ფაქტის შესახებ, რის საფუძველზეც არსებული წესით შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი ახორციელებს იარაღის მოხსნას დანაყოფიდან და აღრიცხვაზე დაყენებას დანაკლისების წიგნში (დანართი №4).
მუხლი 30🔗
1.
შეიარაღების ჩამოწერა ხორციელდება „გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებით და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს №65 ბრძანებით გათვალისწინებული წესით.
2.
საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ვარგისიანობის დაკარგვის შემთხვევაში სამსახურის ხელმძღვანელის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე სამსახურის შესაბამისი კომისიის მიერ განიხილება საკითხი ქონების ჩამოწერის თაობაზე.
მუხლი 31🔗
პირის მიერ იარაღის დაკარგვის ფაქტთან დაკავშირებით უსაფრთხოების დირექტორატის დასკვნის (პიროვნების ხარჯზე ქონების ჩამოწერის თაობაზე) საფუძველზე, თუ გამოიკვეთა პიროვნების უდანაშაულობა, მის მიერ სამსახურის საფინანსო დანაყოფში თანხის (სამსახურისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის და აღნიშნული დანაყოფის სათანადო წერილის შესაბამისად, შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი ახორციელებს აღნიშნული კატეგორიის იარაღის არსებული წესით ჩამოწერას და აღრიცხვას.
თავი IX
იარაღის შეკეთება და აღდგენა
მუხლი 32🔗
სამსახურში არსებული ყოველი გაუმართავი იარაღი ექვემდებარება შეკეთებას, ხოლო საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა – შეცვლას.
მუხლი 33🔗
აუცილებლობის შემთხვევაში იარაღის ტექნიკური მდგომარეობის, მისი შემდგომი გამოყენების ვარგისიანობის დადგენა ან/და გაუმართავი შეიარაღების შეკეთება ხორციელდება ამისათვის უფლებამოსილ სახელმწიფო დაწესებულებაში.
მუხლი 34🔗
1.
სამსახურში იარაღზე ნომრის ცვეთისას (თუ ნომერი არ იკითხება), მოსამსახურე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახსენოს უშუალო უფროსს აღნიშნულის თაობაზე, რომელიც, თავის მხრივ, მოახსენებს შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელ პირს, რომელიც იარაღზე შესაძლო ტექნიკური ზემოქმედების კვალის დასადგენად და ტყვია-მასროთეკის ობიექტებთან შედარების მიზნით იარაღს წარუდგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოს. საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს მიერ იარაღზე ბუნებრივი ცვეთის დადგენის შემთხვევაში, იარაღი იგზავნება ნომრის აღდგენის მოთხოვნით ამისათვის უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოში.
2.
იარღის განზრახ დაზიანების ან თვითნებურად დატანილი ნომრის აღმოჩენის, ან სხვა მსგავსი ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი სათანადო რეაგირებისთვის პატაკით მიმართავს უსაფრთხოების დირექტორატს.
თავი X
სამსახურის ბალანსზე რიცხული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ბრუნვისა და აღრიცხვის საერთო კონტროლი
მუხლი 35🔗
იარაღის, საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის ინვენტარიზაციას ყოველი წლის ბოლოს ატარებს სამსახურის საინვენტარიზაციო კომისია, რომლის შედეგებზე დაყრდნობით ფორმდება ინვენტარიზაციის შესაბამისი უწყისი (დანართი №8).
მუხლი 36🔗
საინვენტარიზაციო კომისიის მიერ გამოვლენილი ნაკლოვანებების შესახებ კონკრეტული ქვედანაყოფის ხელმძღვანელისთვის, შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირის მიერ გაკეთებული მითითებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დგება ქვედანაყოფის ხელმძღვანელის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი.
მუხლი 37🔗
სამსახურში იარაღის, საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის ბრუნვის კანონიერებასთან დაკავშირებულ დარღვევებზე შესაბამისი აქტებისა და მიმართვების (პატაკების) საფუძველზე სათანადო რეაგირებას ახორციელებს უსაფრთხოების დირექტორატი.
თავი XI
დასკვნითი დებულებები
მუხლი 38🔗
ამ ინსტრუქციით დადგენილი იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ბრუნვის წესების დაცვა სავალდებულოა სამსახურის ყველა მოსამსახურისთვის. დარღვევა ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 39🔗
საკითხი, რომელიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე ინსტრუქციით ან საქართველოს კანონმდებლობით და წამოიჭრება მუშაობის პროცესში, წყდება წინამდებარე ინსტრუქციაში ცვლილების ან დამატების შეტანის გზით.
დანართი №1
(ფორმა 1)
საქართველოს დაზვერვის სამსახური
სააღრიცხვო წიგნი
დაიწყო--------------------- 20 წ.
დამთავრდა---------------- 20 წ.
№
ჩანაწერის თარიღი
ოპერაციის დასახელება
მოძრაობა სამსახურში
სარგებლობაშია
მოძრაობაში არსებულთაგან არიცხია
შემოსავალი
გასავალი
საერთო ნაშთი
ნომენკლატურული № ––––––––––––––
ანგარიში –––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––
(დასახელება) აღრიცხვის ერთეული
.
დანართი №2
(ფორმა 2)
საქართველოს დაზვერვის სამსახური
იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის გაცემა-მიღების
წიგნი
დაიწყო --------------------------- 20 წ.
დამთავრდა ---------------------- 20 წ.
№
გაცემის თარიღი
ვისზე გაიცა (გვარი, ინიციალები, წოდება, თანამდებობა)
პირადობის მოწმობის №
შეიარაღების დასახელება
გაცემულია
მიღებულია
მიმღების ხელმოწერა
იარაღის №
მჭიდების და ვაზნების რაოდენობა
მიმღების ხელმოწერა
მიღების თარიღი
იარაღის
№ და რაოდენობა
მჭიდების და ვაზნების რაოდენობა
დანართი №3
(ფორმა 3)
––––––––––––––––––––––––––––––––––
უფლებამოსილი თანამდებობის პირი
––––––––––––––––––––––––––––––––––
წოდება, ხელმოწერა
–––– –––––––––––––––– 20 წ
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– რიცხული შეიარაღების აღრიცხვა
(თანამშრომლის წოდება, გვარი, ინიციალი)
იარაღის მიმაგრების აღრიცხვის ბარათი –––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სტრუქტურული ქვედანაყოფის დასახელება, თანამდებობა)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონის №, პირადობის მოწმობის №)
№
ოპერაციის თარიღი
დოკუმენტის №
ოპერაციის დასახელება
იარაღის სერია
ტაბელური შეიარაღება
იარაღის ტექნიკური მდგომარეობა
შემმოწმებლის
ხელის მოწერა
თანამშრომლის ხელის მოწერა
იარაღი
ვაზნები
მჭიდები
დანართი №4
(ფორმა 4)
საქართველოს დაზვერვის სამსახური
დანაკლისების აღრიცხვის
წიგნი
ნომენკლატურა № ---------
ანგარიშის ერთეული ------------------
№
ჩანაწერის თარიღი
შემოსული ნომერი ჟურნალის მიხედვით
მოძრაობა
სტრუქტურული ქვედანაყოფები
შემოსავალი
გასავალი
საერთო ნაშთი
დანართი №5
(ფორმა 5)
შემოსავალ-გასავალის და სააღრიცხვო დოკუმენტების სარეგისტრაციო
ჟურნალი
დაიწყო ---------------------------- 20 წ.
დამთვრდა ------------------------20 წ
დოკუმენტის სარეგისტრაციო ნომერი
ჩანაწერის თარიღი
დოკუმენტის დასახელება, საიდან შემოვიდა, მისი №
ფურცლების რაოდენობა
ხელმოწერა დოკუმენტის მიღებაზე
ხელმოწერა დოკუმენტის ჩაბარებაზე
დოკუმენტის შენახვის ადგილი
დანართი №6
(ფორმა 6)
გასავლის (შემოსავლის) ზედდებული № ––––––––––––––––
„–––“ ––––––––– 20 წ.
შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელ პირს ---------------------------------------------------------
გაეცით -------------------------------------------------------------
საფუძველი ––––––––––------------- პირადობის მოწმობის № ______________________
მინდობილობის № ______________________
№
შეიარაღებისა და აღჭურვილობის დასახელება
საზომი ერთეული
გაეცით
(მიიღეთ)
გაცემულია
(მიღებულია)
შენიშვნა
რაოდენობა
რაოდენობა
სამსახურის უფროსის მოადგილე –––––––––––– მიიღო ––––––––––––– გასცა ––––––––––––––--
დანართი №7
(ფორმა 7)
იარაღის შემცვლელი ბარათი –––––––––––––
გაიცა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(წოდება, გვარი, სახელი)
მასზედ, რომ მისგან მიღებულია შესანახად
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(იარაღის დასახელება, სერია, ნომერი და დამზადების წელი)
ვაზნები –––––––––––––––––––––––––––– ც. მჭიდები––––––––––––––––––––––––– ც.
თანამშრომლის პირადი ხელმოწერა ––––––––––––––––––––––––––––––––
შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი ––––––––––––––––––––––
(ხელმოწერა)
დანართი №8
(ფორმა 8)
საინვენტარიზაციო აღწერა და შესამოწმებელი უწყისი №–––
„––––“ ––––––––––––– 20 წ.
დაწესებულება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––--
ქვედანაყოფი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––---
შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი ––––––––––––––––––––––––––––––––
–––---------
კომისიის შემადგენლობაშია: ----------------------------------------------------––––––––––––
-----------
თანამდებობა, გვარი, ინიციალი
_________________________________________
თანამდებობა, გვარი, ინიციალი
______________________________
თანამდებობა, გვარი, ინიციალი
______________________________
თანამდებობა, გვარი, ინიციალი
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------საფუძველი
ჩაატარა --------------------------------- შეამოწმა ------------------------------------------------------------------------------------
შემოწმების ადგილი ------------------------------------------------------------------------------------------------------------------
გვარი, სახელი, მამის სახელი, შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
საინვენტარო კომისიის დასკვნა
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ხელწერილი
(ფორმდება ინვენტარიზაციის დაწყებამდე)
ინვენტარიზაციის ჩატარების დაწყებისას ყველა საბუთი, რომლებიც შეეხება ფასეულობათა შემოსვლას და ხარჯვას, ჩაბარებულია ბუღალტერიაში და რომ არავითარი შემოსავალში აუღებელი ან ხარჯში ჩამოუწერელი ფასეულობა არ გამაჩნია.
შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებლობის პირი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(თანამდებობა, ხელმოწერა)
„–––“ ––––––––––––– 20 წ.
მოცემული ინვენტარიზაციის აღწერაში ჩამოთვლილი ფასეულობანი №-დან №-მდე კომისიის მიერ შემოწმებულია ნატურაში და შეტანილია აღწერაში ჩემი თანდასწრებით, რაზედაც არავითარი პრეტენზია საინვენტარიზაციო კომისიის მიერ არა მაქვს. ჩამოთვლილი ფასეულობანი იმყოფება ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ.
–––––––––––––––––––––––– „–––“ –––––––––––– 20 წ.
ხელმოწერა
№
სანომენკლატურო ან საინვენტარიზაციო №
ფაქტობრივად სახეზე არსებულის შემოწმებისას აღმოჩნდა
საბუღალტრო მონაცემები
საინვენტარიზაციო შედეგები
შენიშვნა
ფასეულობათა დასახელება
ფასი
რაოდენობა
თანხა
რაოდენობა
თანხა
დანაკლისი
ზედმეტობა
კომისიის წევრები: --------------------- ---------------------------------------
ხელმოწერა ხელმოწერის გაშიფრვა
--------------------- ---------------------------------------
ხელმოწერა ხელმოწერის გაშიფრვა
--------------------- ---------------------------------------
ხელმოწერა ხელმოწერის გაშიფრვა
სტრუქტურული ერთეულის უფროსი --------------------- ----------------------------------
ხელმოწერა ხელმოწერის გაშიფრვა