სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №241 |
|
2014 წლის 18 მარტი ქ. თბილისი |
|
ჯილდოდ გადაცემის წესი
ეს წესი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, განსაზღვრავს სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესსა და პირობებს, ადგენს სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირებს.
1. იარაღი ჯილდოდ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ წახალისების ფორმით გადაეცემა ფიზიკურ პირს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, აგრეთვე, სამსახურებრივი ან საბრძოლო დამსახურებისათვის, ან/და სპორტული მიღწევებისათვის.
2. ჯილდოდ შეიძლება გადაცემულ იქნეს მხოლოდ ის იარაღი, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღს.
3. იარაღი ჯილდოდ გადაეცემა მხოლოდ იმ პირებს, რომელთაც „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით აქვთ სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შეძენის, შენახვის, ან/და ტარების ნებართვის მიღების უფლება.
1. იარაღის ჯილდოდ გადაცემის უფლებამოსილება აქვს:
ა) საქართველოს პრეზიდენტს;
ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს;
გ) საქართველოს თავდაცვის მინისტრს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს და საქართველოს ფინანსთა მინისტრს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსებს – შესაბამისი დაწესებულების თანამშრომლების ან იმ პირების მიმართ, რომლებიც მსახურობდნენ შესაბამის დაწესებულებაში, უცხო ქვეყნის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლების მიმართ, ასევე, ფიზიკური პირის მიმართ;
დ) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს – შესაბამისი დაწესებულების თანამშრომლების ან იმ პირების მიმართ, რომლებიც მსახურობდნენ სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის სისტემაში, აგრეთვე, სპორტსმენთა (მათ შორის, უცხო ქვეყნის სპორტსმენთა) მიმართ.
2. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მიერ ჯილდოდ შეიძლება გადაცემულ იქნეს მხოლოდ სპორტული იარაღი.
1. განსაკუთრებული დამსახურებისათვის სამოქალაქო იარაღი ჯილდოდ გადაეცემა საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში, დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებაში, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვაში, მართლწესრიგის განმტკიცებაში, კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში, ასევე, გამოჩენილი სამოქალაქო გმირობის, თავდადებისა და განსაკუთრებული სპორტული მიღწევებისათვის.
2. განსაკუთრებული დამსახურებისათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღი ჯილდოდ გადაეცემა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც გამოიჩინეს მამაცობა, თავდადება და მაღალი პროფესიონალიზმი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, აგრეთვე, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს კანონიერების, მართლწესრიგის განმტკიცებაში, მართლმსაჯულების განხორციელებასა და დამნაშავეობასთან ბრძოლაში.
3. დაუშვებელია ისეთი სახეობის იარაღის ჯილდოდ გადაცემა, რომლის სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღად გამოყენებაც აკრძალულია „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით.
4. დაჯილდოებულ პირს შეიძლება გადაეცეს შესაბამისად სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სახეობას მიკუთვნებული მხოლოდ ერთი იარაღი.
1. იარაღის ჯილდოდ გადაცემა ფორმდება იარაღის ჯილდოდ გადამცემი უფლებამოსილი პირის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
2. იარაღის ჯილდოდ გადაცემის სამართლებრივ აქტში მიეთითება დასაჯილდოებელი პირის სახელი, გვარი, რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი, სამსახური და დაკავებული თანამდებობა, იარაღის ჯილდოდ გადაცემის საფუძველი, ჯილდოდ გადასაცემი იარაღის სახეობა, სისტემა, მოდელი, უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გასაცემი შესაბამისი ნებართვის (ნებართვების) სახე.
3. იარაღის ჯილდოდ გადაცემის შემთხვევაში, გაიცემა ნებართვა, რომელსაც ითვალისწინებს „იარაღის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონები.
დაჯილდოებულ პირს გადაეცემა იარაღის ჯილდოდ გადაცემის შესახებ ბრძანების დამოწმებული ასლი.
1. იარაღი დაჯილდოებულ პირს, როგორც წესი, გადაეცემა საზეიმო ვითარებაში იარაღის ჯილდოდ გადაცემაზე უფლებამოსილი პირის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის მიერ.
2. იარაღით დაჯილდოებულ პირს შეიძლება იმავდროულად გადაეცეს იარაღის მოვლისათვის საჭირო აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა.
3. იარაღით დაჯილდოების ცერემონიაზე დასაჯილდოებელი პირის დასწრების შეუძლებლობის შემთხვევაში, იარაღი ჯილდოდ შეიძლება გადაეცეს დაჯილდოებული პირის უფლებამოსილ წარმომადგენელს.
ჯილდოდ გადასაცემ იარაღზე ან ლითონის ფირფიტაზე, რომელიც მაგრდება იარაღზე, შეიძლება გაკეთდეს დასაჯილდოებელი პირის სახელისა და გვარის, ასევე, დაჯილდოების თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის რეკვიზიტების გრავირება.
1. დაჯილდოებული პირი ჯილდოდ გადაცემულ იარაღს, დაჯილდოების შესახებ ბრძანების წარდგენის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, რეგისტრაციაში ატარებს სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. დაჯილდოებული პირი ვალდებულია, სააგენტოს მიმართოს იარაღის რეესტრში გატარებისა და სათანადო ნებართვის მიღების მიზნით.
2. ჯილდოდ გადაცემული იარაღის შენახვა, ტარება, გამოყენება, გადატანა-გადაზიდვა, გადაგზავნა, საქართველოდან გატანა და იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
3. ჯილდოდ გადაცემული იარაღის საქართველოდან გატანის შემთხვევაში, ჯილდოდ გადაცემის შესახებ სამართლებრივი აქტი (ბრძანება) და შესაბამისი ნებართვა უნდა ითარგმნოს იარაღის ჯილდოდ გადამცემი უწყების/პირის მიერ და გადაეცეს დაჯილდოებულ პირს.
4. ჯილდოდ გადაცემული იარაღის დაკარგვის შემთხვევაში, სხვა სანაცვლო იარაღი არ გაიცემა. ამ შემთხვევაში დაჯილდოებული პირი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიმართოს პოლიციის შესაბამის დანაყოფს.
ჯილდოდ გადაცემულ იარაღზე ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, დაჯილდოებული პირი იარაღის შეკეთებას უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკუთარი ხარჯით.
იარაღით დაჯილდოებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, შესაბამისი იარაღი, კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით, შეიძლება მემკვიდრეობით გადაეცეს შესაბამისი პირის მემკვიდრეებს.
ჯილდოდ გადასაცემი იარაღის, მისი ტარებისა და მოვლისათვის საჭირო აღჭურვილობისა და საბრძოლო ვაზნების შეძენას, იარაღთან დაკავშირებული სათანადო ნებართვის (ნებართვების) მიღების ხარჯების (მოსაკრებელი და სხვ.), აგრეთვე, იარაღის გრავირების სამუშაოების ანაზღაურებას უზრუნველყოფს:
ა) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია – საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირის დაჯილდოებისას;
ბ) საქართველოს მთავრობის კანცელარია – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ პირის დაჯილდოებისას;
გ) ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახელმწიფო უწყება – შესაბამისი პირის დაჯილდოებისას.
1. იარაღის ჯილდოდ გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ან/და შესაბამისი დაწესებულების ანგარიშიდან.
2. ჯილდოდ გადაცემული სამსახურებრივ-საშტატო იარაღი დადგენილი წესით ჩამოიწერება შესაბამისი უწყების ბალანსიდან.
სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ
გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის თანდართული წესი.
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 მარტიდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის