„სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№469
სარეგისტრაციო კოდი
120200040.10.003.024302
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №469

2023 წლის 4 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №241 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2014, 120200040.10.003.017852) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს თავდაცვის მინისტრს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს, საქართველოს გენერალურ პროკურორს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსსა და საქართველოს ფინანსთა მინისტრს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსებს – შესაბამისი დაწესებულების თანამშრომლების ან იმ პირების მიმართ, რომლებიც მსახურობდნენ შესაბამის დაწესებულებაში, უცხო ქვეყნის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლების მიმართ, ასევე ფიზიკური პირის მიმართ;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი