ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ

მიღების თარიღი 07.09.2015
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №47
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.158.016255
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/09/2015
matsne.gov.ge 186 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 07.12.2015 ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 21.02.2018 ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბეჭდის გამოყენებისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 15.06.2015 ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 10.10.2014 ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 13.02.2015

დოკუმენტის ტექსტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №47 2015 წლის 7 სექტემბერი ქ. ბოლნისი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინსტრაციული კოდექსის 38-ე მუხლის, „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის საფუძველზე,  ბოლნისის  მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 ბოლნისის  მუნიციპალიტეტის საკრებულოდან და გამგეობიდან საჯარო ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დაწესებული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე, საბანკო დაწესებულების  მეშვეობით. მუხლი 2🔗 ბოლნისის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი და  ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციის ასლს გასცემენ დაინტერესებული პირის მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდგომ. მუხლი 3🔗   ბოლნისის  მუნიციპალიტეტის საკრებულოდან და გამგეობიდან  საჯარო ინფორმაცის მიღებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეღავათის გარდა, წლის განმავლობაში მოსაკრებლის გადახდის გარეშე გამოსათხოვი საჯარო ინფორმაციის ოდენობა შეადგენს  10 გვერდს  A4  ფორმატის ქაღალდის ქსეროასლის გადაღებისათვის. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი