სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის დროებითი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №37 |
|
2015 წლის 7 სექტემბერი ქ. სამტრედია |
დ ა ა დ გ ი ნ ა:
|
2. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და საკრებულოს წარუდგენს სამართლებრივი აქტების პროექტებს.
3. კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საკრებულოს რეგლამენტის, ამ დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
4. კომისიის ვადად განისაზღვროს საკრებულოს უფლებამოსილების ვადა.
2. დროებითი კომისიის წევრების კანდიდატურების დაყენების უფლება აქვთ:
ა) მუნიციპალიტეტის გამგებელს;
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციებს;
გ) დადგენილი წესით რეგისტრირებულ საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით კავშირებს და ორგანიზაციებს.
3. დროებითი კომისიის წევრების კანდიდატურებს საკრებულოს ბიუროს წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარე.
3. დროებითი კომისიის წევრებს, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს საკრებულო.
ა) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებას;
ბ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის გერბის, დროშის, ჰიმნისა და სხვა ახალი სიმბოლოების შექმნას, შემოღებას, მათ გამოსახვის ფორმებსა და აღწერილობებს;
გ) ჰერალდიკურ საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობას.
2. დროებითი კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ამყარებს ურთიერთობებს საქართველოს, უცხოეთისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო ორგანოებთან;
ბ) აქტიურად თანამშრომლობს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და არასამთავრობო სექტორთან;
გ) განიხილავს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებებსა და საჩივრებს და ახდენს სათანადო რეაგირებას;
დ) ამზადებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით და მათ წარუდგენს საკრებულოს ან გზავნის დანიშნულებისამებრ;
ე) ახორციელებს რეგლამენტით, ამ დებულებითა და სხვა სამართებრივი აქტებით დადგენილ უფლებამოსილებებს.
ა) თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს კომისიის მუშაობაში, განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, მოსაზრებები და წარმოადგინოს წინადადებები;
ბ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან.
2. კომისიის წევრი ვალდებულია:
ა) მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში;
ბ) შეასრულოს კომისიის მიერ დაკისრებული მოვალეობები.
2. კომისიის სხდომის მასალები ურიგდებათ და ინფორმაცია მისი დღის წესრიგისა და თარიღის შესახებ კომისიის წევრებს ეცნობებათ სხდომამდე შესაძლოდ მოკლე ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს ერთი დღისა.
3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
4. კომისიის წევრები ვალდებულნი არიან დაესწრონ კომისიის სხდომას და მონაწილეობა მიიღონ მის მუშაობაში.
5. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია ან ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით, ღია კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
6. კომისიის სხდომა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ნებისმიერი დაინტერესებული პირი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. განსაკუთრებულ შემთხვევაში იმართება დახურული სხდომა. დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
7. კომისიის სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ საკრებულოს წევრები, რომლებიც არ შედიან ამ კომისიის შემადგენლობაში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები, რომელთაც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიეცემათ სიტყვით გამოსვლის უფლება. კომისიის სხდომაზე დასასწრებად ასევე შეიძლება მოწვეულ იქნენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები.
2. კომისია იღებს გადაწყვეტილებას რეკომენდაციის, დასკვნის, წინადადების სახით.
3. კომისიის გადაწყვეტილებები წარედგინება საკრებულოს სხდომას და/ან იგზავნება დანიშნულებისამებრ.
4. საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა საჭირო მასალები.
5. საკრებულოს მიერ არჩეული და მისი თანხმობით დანიშნული თანამდებობის პირი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომისიამ.
2. კომისიის თავმჯდომარე:
ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს კომისიის სხდომებს;
ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი პროცედურების დაცვას;
გ) ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;
დ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
ე) ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმებს;
ვ) მოქმედებს კომისიის სახელით;
ზ) ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. კომისია, კომისიის წევრთაგან განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს კომისიის თავმჯდომარის მიერ მისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების შემთხვევისათვის.
2. დროებითი კომისიის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა კომისიის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.
3. კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე განაცხადოს თავისი გადადგომის შესახებ. შესაბამისი განცხადება წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც მას გააცნობს საკრებულოს. კომისიის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება საკრებულოს თავმჯდომარისათვის განცხადების წარდგენის დღიდან.
4. კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების ან მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში დროებითი კომისიის წევრები უახლოეს სხდომაზე რეგლამენტით გათვალისწინებული წესით ირჩევს დროებითი კომისიის ახალ თავმჯდომარეს.
2. კომისიის სამდივნო:
ა) ორგანიზებას უწევს კომისიის სხდომების მომზადებას, მიღებული გადაწყვეტილებებისა და სხდომათა ოქმების გაფორმებას;
ბ) ახორციელებს საკონსულტაციო და ანალიტიკურ ფუნქციებს, ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებასა და საქმის წარმოებას;
გ) მუშაობს კომისიის დებულებით განსაზღვრულ საკითხებზე, ასრულებს კომისიის თავმჯდომარის და ამ კომისიის დავალებებს.
3. კომისიის სამდივნოს შემადგენლობაში შედიან კომისიის სამდივნოს უფროსი, საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული სპეციალისტები.
4. კომისიის სამდივნოს შტატგარეშე მოსამსახურეების მიმართ გამოიყენება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 35-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი.