„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა)“ ცვლილება

მიღების თარიღი 09.06.2015
ძალაში შესვლა 16.07.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №1002
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016349
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/09/2015
matsne.gov.ge 325 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.06.2015 მიღება
16.07.2015 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა)“ ცვლილების“ რატიფიცირების თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 89% 10.07.2015 „2013 წლის 19 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 3)“ №2 ცვლილების წერილ-შეთანხმების“ რატიფიცირების თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 86% 19.03.2019 „2013 წლის 19 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 3)“ №1 ცვლილების წერილ-შეთანხმების“ რატიფიცირების თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 85% 05.12.2018 „2011 წლის 1 მარტის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა)“ N2 ცვლილება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 85% 15.11.2016 „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2009 წლის 29 აგვისტოს დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების (საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა) ცვლილება“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 84% 27.11.2015

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა)“ ცვლილება MFF N0 0043 - GEO: მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა – დაფინანსების ჩარჩო ხლშეკრულების ცვლილება 1. ვეყრდნობით რა დაფინანსების ჩარჩოშეთანხმებას („FFA”) საქართველოსა (მსესხებელი) და აზიის განვითარების ბანკს („ADB”) შორის 2010 წლის 21 ივნისს ხელმოწერილს, რომელიც ძალაში შევიდა მრავალტრანშიანი დაფინანსების მექანიზმის („MFF”)  ფარგლებში მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამისათვის, რომელიც დამტკიცდა აზიის განვითარების ბანკის მიერ 2010 წლის 19 ივლისს. 2. მსესხებელის მოთხოვნის, რომელიც თარიღდება 2015 წლის 15 აპრილით და საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის გამართული განხილვების შედეგად, აზიის განვითარების ბანკმა  2015 წლის 15 მაისს დაამტკიცა ცვლილებები მრავალტრანშიანი დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში და აყენებს წინადადებას FFA-ში შემდეგი ცვლილებების განხორციელების თაობაზე: (ა) FFA-ის მე-3 გვერდზე, MFF-ის პარაგრაფი „ხელმისაწვდომობის პერიოდი“, უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „ჩამორიცხვის საბოლოო  თარიღი ნებისმიერი ტრანშის ფარგლებში იქნება 2020 წლის 18 ივლისი. პერიოდული დაფინანსების მოთხოვნის (“PFR”) საბოლოო წარდგენა მოსალოდნელია განხორციელდეს არაუგვიანესს 2017 წლის 31 მარტისა.“ და (ბ) FFA-ის მე-3 გვერდზე, მეორე პარაგრაფში „პერიოდული დაფინანსების მოთხოვნა“ უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „აზიის განვითარების ბანკი განიხილავს „დაფინანსების პერიოდულ მოთხოვნას“ და, თუ ჩათვლის დამაკმაყოფილებლად, მოამზადებს შესაბამის სასესხო ხელშეკრულებებს“. 3. გარდა ზემოაღნიშნული ცვლილებებისა, დაფინანსების ჩარჩოხელშეკრულების მუხლები რჩება უცვლელი. 4. ინფორმაციის გასაჯაროებასა და გაცვლასთან დაკავშირებით ADB-ის საჯარო კომუნიკაციის პოლიტიკის თანახმად, დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულებაში შეტანილი შესწორებები გამოქვეყნდება ADB-ის ვებგვერდზე ცვლილებების ძალაში შესვლის თარიღიდან 2 კვირის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ამოღებულ იქნება ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მიეკუთვნება საჯარო კომუნიკაციის პოლიტიკის არსებულ გამონაკლისებს, როგორც ეს მითითებულია მსესხებლის მიერ. 5. გთხოვთ, დაგვიდასტუროთ მსესხებელის თანხმობა წინამდებარე წერილი-შეთანხმების  მე-2 პუნქტში ჩამოყალიბებულ ცვლილებებთან  და წინამდებარე წერილი-შეთანხმების თითოეულ ორიგინალზე ქვემოთ მითითებულ ადგილზე ხელის მოწერის გზით. გთხოვთ, შეინახოთ წინამდებარე  წერილი-შეთანხმების ერთი ხელმოწერილი ორიგინალი  თქვენს ჩანაწერებში, ხოლო მეორე დაუბრუნოთ აზიის განვითარების ბანკს. შემოთავაზებული ცვლილებები  ძალაში შევა მას შემდეგ, რაც ADB მიიღებს წერილი-შეთანხმების  ხელმოწერილ ორიგინალს. პატივისცემით, კლაუს გერჰაუსერი ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიის განყოფილების გენერალური დირექტორი ა. მიღებული და შეთანხმებულია. ბ. ვადასტურებთ, რომ დაფინანსების ჩარჩოხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებები არ შეიცავს ინფორმაციას, რომელიც მიეკუთვნება საჯარო კომუნიკაციის პოლიტიკის  გამონაკლისებს. საქართველოს მხრიდან და მისი სახელით სახელი, გვარი: ნოდარ ხადური თანამდებობა: ფინანსთა მინისტრი თარიღი:  9 ივნისი, 2015 .