„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №63 |
|
2015 წლის 4 სექტემბერი ქ. გორი |
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-171 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სოციალურად დაუცველი ოჯახების (0-დან 70000-ის ჩათვლით) თანამონაწილეობის წილის დაფინანსებას, რომლებიც ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების თანადაფინანსების პროგრამაში“ მონაწილეობის მიღებისას გადახდის უუნაროები არიან, სრულად უზრუნველყოფს ქ.გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, სამუშაოების მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით.“
ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-171 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ამხანაგობის მიერ დაფინანსებულ ჯამურ თანხაში განმცხადებლის წილობრივი თანხის ოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამხანაგობის მიერ გაცემული ცნობა ან ჩანაწერი კრების ოქმში)“.
გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-171 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ანაზღაურება მოხდება ამხანაგობის მიერ სამუშაოს შესრულების ამსახველი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში.“.
|