გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №46 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 |
|
2015 წლის 8 მაისი ქ. გორი |
„მუხლი 4. მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა
1. მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის კუთხით დაფინანსების მიმღებთა (ბენეფიციართა) კონტინგენტია:
ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები;
ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პარკინსონიზმით დაავადებული პაციენტები;
გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბრონქიალური ასთმით დაავადებული პაციენტები.
2. მედიკამენტებით დახმარება გაეწევა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი (0-დან 70000-ჩათვლით) სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე შემდეგი დაავადებათა კატეგორიის ბენეფიციარებს:
ა) თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა;
ბ) გ.ი.დ. (გულის იშემიური დაავადება);
გ) შაქრიანი დიაბეტი ტიპი II (ინსულინ დამოუკიდებელი).
3. ამ მუხლში აღნიშნულ ყველა დაავადებათა მკურნალობაზე, დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ერთჯერადად, რომლის საერთო ჯამი ერთ ბენეფიციარზე არ უნდა აღემატებოდეს 100 ლარს.
4. პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარმა) ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი აფთიაქიდან;
ე) 0-დან 70000-ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტებმა დამატებით წარმოადგინონ რეგისტრაციის ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზიდან, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.
5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე“.
|