გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №46 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 |
|
2015 წლის 13 თებერვალი ქ. გორი |
„მუხლი 7. დიალიზზე მყოფი და C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების ერთჯერადი სოციალური დახმარება
1. დიალიზზე მყოფი ადამიანების ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, იმ პირებზე, რომლებიც რეგისტრირებულინი არიან გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორაზე არანაკლებ ბოლო ორი წლის მანძილზე.
2. ვირუსული C ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანებს, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის ციროზით და ასციტით გართულება და გააჩნიათ სოციალურ სააგენტოდან მინიჭებული 0-დან 100000-ჩათვლით სარეიტინგო ქულა ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, იმ პირებზე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორაზე არანაკლებ ბოლო ორი წლის მანძილზე.
3. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტებია:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
4. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით ერთობლივად სარგებლობა ერთი ბენეფიციარის მიერ დაუშვებელია.
5. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე“.
|