გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს №21 დადგენილებაში ,,გორის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №37 |
|
2014 წლის 14 ნოემბერი ქ. გორი |
„მუხლი 10. ხანძრების, დაუძლეველი ძალის ან სხვა ბუნებრივი მოვლენების შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზიანისათვის დაზარალებული ოჯახების დახმარება.
1. ხანძრების, დაუძლეველი ძალის ან სხვა ბუნებრივი მოვლენების შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის, დამდგარი ზიანის მოცულობის მიხედვით დაზარალებულ ოჯახებზე გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 1000 ლარისა.
2. მოქალაქემ გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
დ) ხანძრის შემთხვევაში, ცნობა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურიდან და აქტი ტერიტორიული ერთეულიდან;
ე) ბუნებრივი დაუძლეველი მოვლენების შედეგად, საცხოვრებელ ბინებზე ზარალის მიყენების ფაქტის დამადასტურებელი აქტი ტერიტორიული ერთეულიდან, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს სამი მეზობლის ხელმოწერა მაინც (პირადი ნომრის მითითებით).
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
4. ზიანის ოდენობას ადგენს და განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახური ზიანის წარმოშობის დროს არსებული ქონების საბაზრო ღირებულებით“.
|