„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 06 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29 |
|
2017 წლის 2 ივნისი ქ. გორი |
|
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა (ოჯახის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი ან ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც მიმართავს მუნიციპალიტეტს სოციალური დახმარების მოთხოვნით და წარმართავს მასთან ურთიერთობებს);
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.
ე) საყოველთაო ჯანდაცვის მიერ გაცემული საგარანტიო ფურცელი (მისი არსებობის შემთხვევაში).
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
4. დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს), ამ მუხლში აღნიშნულ დაავადების მკურნალობის ფარგლებში, გაეწევა შემდეგი სახის დახმარება:
ა) ონკოლოგიური (ონკოპათოლოგიური) ავადმყოფების სამედიცინო კვლევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით, კვლევის თანადაფინანსება განისაზღვროს ერთჯერადად, არაუმეტეს 300(სამასი) ლარის ოდენობით;
ბ) ონკოლოგიური (ონკოპათოლოგიური) ავადმყოფების სამედიცინო სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვროს ერთჯერადად სამედიცინო მომსახურებისათვის პაციენტის მხრიდან გადასახდელი თანხით, არაუმეტეს 500(ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ერთჯერადად, არაუმეტეს 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ამ მუხლში აღნიშნულ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში.
3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი აფთიაქიდან.
ე) საყოველთაო ჯანდაცვის მიერ გაცემული საგარანტიო ფურცელი (მისი არსებობის შემთხვევაში).
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე.
ა) სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც ესაჭიროებათ სამედიცინო კვლევა, რაც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით და გააჩნიათ 0-დან 100 000 ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, დაფინანსება განისაზღვროს ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით;
ბ) სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 100000-ის ჩათვლით მინიჭებული სარეიტინგო ქულა, სამედიცინო სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვროს ერთჯერადად პაციენტის მხრიდან გადასახდელი თანხით, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
გ) სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 70 000-ის ჩათვლით სოციალური სააგენტოდან მინიჭებული სარეიტინგო ქულა, „C“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებული სამედიცინო კვლევები სახელმწიფოს მხრიდან უფინანსდებათ 70%-ით, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მხრიდან თანადაფინანსება განისაზღვროს ერთჯერადად საწყისი ღირებულების 30%-ით, ან მკურნალობის მონიტორინგის კვლევები დაფინანსდეს ერთჯერადად საწყისი ღირებულების 30%-ით;
დ) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მხრიდან, იმ მოქალაქეების თანადაფინანსება, რომელთაც „C“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებული სამედიცინო კვლევები სახელმწიფოს მხრიდან უფინანსდებათ 30%-ით, განისაზღვროს ერთჯერადად საწყისი ღირებულების 50%-ით ან მკურნალობის მონიტორინგის კვლევები დაფინანსდეს ერთჯერადად საწყისი ღირებულების 50%-ით.
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტიან/დაანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;
ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია;
ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მიერ გაცემული საგარანტიო ფურცელი (მისი არსებობის შემთხვევაში).
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
ა) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები;
ბ) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პარკინსონიზმით დაავადებული პაციენტები;
გ) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბრონქიალური ასთმით დაავადებული პაციენტები;
დ) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული გულის იშემიური დაავადების მქონე, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პაციენტები, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 70 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა;
ე) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შაქრიანი დიაბეტით, ტიპი II (ინსულინდამოუკიდებელი) ფორმით დაავადებული სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პაციენტები, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 70 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა;
ვ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული გლაუკომით დაავადებული სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პაციენტები, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 70000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა.
2. დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ერთჯერადად, არაუმეტეს 100 (ასი) ლარის ოდენობით, ამ მუხლში აღნიშნული თითოეული დაავადების მკურნალობის ფარგლებში.
3. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ან/და ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტიან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი აფთიაქიდან;
ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ან/და ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა II-III ხარისხის სკოლიოზით დაავადების შესახებ (ფორმა №100), გაცემული უნდა იყოს ბოლო ერთი თვის მანძილზე ორთოპედ/ტრავმატოლოგის მიერ;
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან;
ე) დაბადების მოწმობის ასლი;
ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
ა) სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურების, მათ შორის, კვლევების, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების თანადაფინანსება განისაზღვროს ერთჯერადად, თანადაფინანსებით არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
ბ) ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაავადებული ბავშვების სოციალური დახმარება ერთჯერადად, 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით;
გ) ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაავადებულ პაციენტებს (18 წლის ზევით) სოციალური დახმარება გაეწევათ ერთჯერადად, 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/ და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან;
ე) დაბადების მოწმობის ასლი;
ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში, ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ (უფლებამოსილი) პირად ანგარიშზე.
ა) დედ-მამით ობოლი;
ბ) მარჩენალდაკარგული და მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი, 18 წლამდე) ოჯახებიდან;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთაც აქვთ მინიჭებული 0-დან 65 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა.
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ცნობა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან მათზე სახელმწიფო დაფინანსების არარსებობის, თანხის ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ;
გ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელიდოკუმენტი;
ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის საბანკო ანგარიშზე.
ა) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
ბ) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
გ) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
დ) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
ე) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება.
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლიან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) გარდაცვლილის რეგისტრაციის ადგილის დადასტურებელი დოკუმენტი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
ე) ინფორმაცია მერის წარმომადგენლისაგან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ;
ვ) გარდაცვლილის ვეტერანის მოწმობის ასლი;
ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
3. თანხა გაიცემა 250(ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე .
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით დამკრძალავი ბიუროდან წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე.
2. დედ-მამით ობოლ ბავშვებზე დახმარება გაიცემა ერთჯერადად, ყოველ ბავშვზე 800 (რვაასი) ლარის ოდენობით.
3. 0-დან 18 წლამდე მშობლის (მშობლების) უფლებაშეზღუდული შვილებს ფულადი დახმარება გაეწევა ერთჯერადად, ყოველ ბავშვზე 800 (რვაასი) ლარის ოდენობით.
4. 0-დან 18-წლამდე დედ-მამით ობოლ ან/და მშობლის (მშობლების) უფლებაშეზღუდული შვილების მეურვემ/მზრუნველმა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ბენეფიციარის მეურვის ვინაობის შესახებ;
დ) ცნობა მშობლის (მშობლების) უფლებაშეზღუდვის შესახებ;
ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
ვ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;
ზ) ბავშვის ან/და ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;
თ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
6. ამ მუხლის მეორე და მესამე პუნქტებით სარგებლობის შემთხვევაში, ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე დამდგარი ზიანიდან ოცი დღის ვადაში;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
გ) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში.
დ) ცნობა საქართველოს შსს/სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან.
3. ინფორმაცია მერის წარმომადგენლისაგან.
4. ზიანის ოდენობას განსაზღვრავს მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახური, რომელიც ხელმძღვანელობს საქონლის მოქმედი საბაზრო ფასებით.
5. ექსპერტიზის დასკვნა წარმოშობილი ხანძრის (გარდა განზრახ გამოწვეული ხანძრისა) მიზეზის დასადგენად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის გორის რაიონული სამმართველოდან.
6. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახები;
გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები.
2. სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით დამატებით ერთჯერადად დახმარებას მიიღებენ:
ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 200 (ორასი) ლარის ოდენობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით (26 მაისი);
ბ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით (9 მაისი);
გ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 200(ორასი) ლარის ოდენობით, „ვეტერანის დღესთან“ დაკავშირებით (17 ოქტომბერი).
3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
გ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;
ე) დოკუმენტი (დოკუმენტები), რომელიც დაადასტურებს გარდაცვლილთა ნათესაურ (მეუღლე, მშობლები და შვილები) ურთიერთობას;
ვ) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში.
4. განცხადებით დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარმა) უნდა მიმართოს მერიას, გარდა სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ „ბ“ „გ“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში, ინფორმაცია მერის წარმომადგენლისგან ბენეფიციარის დემოგრაფიული ცვლილების (არსებობის შემთხვევაში) შესახებ.
5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
6. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახების სოციალური დახმარებას მიიღებს საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის ერთ-ერთი წევრი.
ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახები;
გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები.
2. სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით დამატებით ერთჯერადად დახმარებას მიიღებენ:
ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 200 (ორასი) ლარის ოდენობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით (26 მაისი);
ბ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით (9 მაისი);
გ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 200(ორასი) ლარის ოდენობით, „ვეტერანის დღესთან“ დაკავშირებით (17 ოქტომბერი).
3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების(ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
გ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;
ე) დოკუმენტი (დოკუმენტები), რომელიც დაადასტურებს გარდაცვლილთა ნათესაურ (მეუღლე, მშობლები და შვილები) ურთიერთობას;
ვ) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში.
4. განცხადებით დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარმა) უნდა მიმართოს მერს, გარდა სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით ამ მუხლის მე-2 პუნქტის სარგებლობის შემთხვევაში, ინფორმაცია მერის წარმომადგენლისგან ბენეფიციარის დემოგრაფიული ცვლილების (არსებობის შემთხვევაში) შესახებ.
5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
6. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახების სოციალურ დახმარებას მიიღებს საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის ერთ-ერთი წევრი.
2. სადღესასწაულო დღესთან, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან (მარიამობა 28 აგვისტო) დაკავშირებით დამატებით ერთჯერადად დახმარებას მიიღებენ 100 (ასი) ლარის ოდენობით ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი 0-დან 18-წლამდე, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში შეფასების შედეგად, მინიჭებული აქვთ 0-დან 70000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა.
3. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ან/ და ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები;
დ) ამ მუხლის მეორე პუნქტით სარგებლობის შემთხვევაში საქართველოს ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მერიის ადმინისტრაციული საზღვრები;
ე) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
გ) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
2. დახმარების მისაღებად ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან/ და მეურვემ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
გ) საქართველოს ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს გაცემული ცნობა ბავშვის რეინტეგრაციაში ყოფნის შესახებ;
დ) ცნობა ბავშვის მეურვის ან/და მზრუნველის ვინაობის შესახებ;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
2. ამ მუხლით დახმარების მიმღებია:
ა) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი მარტოხელა პენსიონერი;
ბ) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი არასაპენსიო ასაკის მქონე მარტოხელა ბენეფიციარი;
გ) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარი.
3.დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) საქართველოს ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრები;
გ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
დ) შშმ პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში;
ვ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე;
ზ) დახმარების მიმღებმა პირმა უნდა წარმოადგინოს დაბადების მოწმობის ასლი (საკუთარი და ოჯახის წევრების, ასეთის არსებობისას) და ქორწინების მოწმობის ასლი (ასეთის არსებობისას).
4. ამ მუხლით დახმარებას მიიღებს ბენეფიციარი ოჯახის მხოლოდ ერთი წევრი.
შენიშვნა: გარდა 1996 წლის 18 აპრილიდან 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე. კერძოდ, ისეთ შემთხვევებზე, როდესაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი დედისგან შობილი ბავშვის მამის გვარად მიეთითებოდა დედის გვარი, ხოლო მამის სახელი იწერებოდა დედის მითითებით.
2. ამ მუხლით დახმარების მიმღებია:
ა) სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობელი, რომელსაც გააჩნია 0-დან70000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მარტოხელა მშობელი.
3. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ან/ და ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) საქართველოს ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრები.
გ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა იუსტიციის სახლიდან მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ;
ე) დაბადების მოწმობის ასლი;
ვ) შშმ პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) მერის სახელზე განცხადება;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ძალადობის მსხვერპლობის შესახებ;
დ) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია;
დ) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში;
ე) დახმარების მიმღები შეიძლება იყვნენ მოქალაქეები, რომელთაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში შეფასების შედეგად მინიჭებული აქვთ 0-დან 65000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა საქართველოს ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერში, მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული აქვთ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრები, გარდა ამ წესის 21-ე მუხლით გათვალისწინებული მხედველობით მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (უსინათლო) პირებისა.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ქალაქ გორის მერიის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია;
დ) ამხანაგობის კავშირის გადაწყვეტილება (კრების ოქმის ჩანაწერი) კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით პროექტი და ხარჯთაღრიცხვა;
ე) ამხანაგობის მიერ დაფინანსებულ ჯამურ თანხაში განმცხადებლის წილობრივი თანხის ოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამხანაგობის მიერ გაცემული ცნობა ან ჩანაწერი კრების ოქმში).
3. ანაზღაურება მოხდება ამხანაგობის მიერ სამუშაოს შესრულების ამსახველი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში.
1. მერის წარმომადგენელმა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის უნდა წარმოადგინოს:
ა) მოხსენებითი ბარათი მერის სახელზე; (აქტი, რომელიც ადასტურებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ინფორმირებულობას);
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის მოწმობის ასლი;
გ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) ოჯახის უკიდურესი მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში.
2. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
1. ამ მუხლით დახმარება გაეწევათ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (უსინათლო) პირებს ერთჯერადი ფულადი დახმარებით 240(ორას ორმოცი) ლარის ოდენობით კომუნალურ გადასახადებზე.
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
გ) მხედველობით მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის (სტატუსით „უსინათლო“) შშმ პირად ყოფნის დამადასტურებელი ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან;
დ) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში;
ე) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისიის შემოწმების აქტის ამონაწერი.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
2. სამსახური პასუხისმგებელია ასევე მერიის დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.
3. სამსახური ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია, სამსახური ამზადებს გადაწყვეტილების დოკუმენტის პროექტს მერისათვის წარსადგენად, გარდა ამ წესის მე-10 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევაში, ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.
4. ამ წესის მე-10 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევაში სამსახური ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილი დოკუმენტაციისას სამსახური მასალებს გადასცემს შემდგომი განხილვისათვის მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სამუშაო ჯგუფს.
5. სამსახური უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატურ შემოწმებას, რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების დანიშვნის გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეში. ცვლილებებში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახების გამოვლენა ან გაუქმება, ოჯახის წევრთა მატება-კლება, ბავშვების სრულწლოვანების დადგენა და ა.შ.
2. სამუშაო ჯგუფის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
3. სამსახურის უფროსი უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის სხდომის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ, ერთი დღით ადრე განთავსებას მერიის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო სტენდზე.
4. სამუშაო ჯგუფი მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს ამ დადგენილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით.
5. სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
2. სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში.
3. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში, რიგითობის მიხედვით.
4. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სამსახურის უფროსი.
5. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიიღება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე სამუშაო ჯგუფის ყველა წევრი. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის წევრის აზრი დაერთვება დასკვნას.
6. სამუშაო ჯგუფის დასკვნა სამსახურის უფროსის მიერ გადაეცემა მერს.