„გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.148.016320
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/03/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2016 წლის 11 მარტი

ქ. გორი

 

„გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016  წლის 8  იანვრის №1 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 12/01/2016; 190040000.35.148.016307)  „გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის  წესის დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებული წესის მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედების ერთჯერადი სოციალური დახმარება

1. ერთჯერადად დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედები:

ა) ერთჯერადად 500(ხუთასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა დედები, რომელთაც ჰყავთ (0-დან18-წლამდე) შვილი ან შვილები და სოციალური მომსახურების სააგენტოდან აქვთ მინიჭებული (0-დან – 47000 მდე) სოციალური სარეიტინგო ქულა;

ბ) ერთჯერადად 300(სამასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა დედები, რომელთაც ჰყავთ (0-დან 18-წლამდე) შვილი ან შვილები და სოციალური მომსახურების სააგენტოდან აქვთ მინიჭებული (47000-დან – 57000-მდე) სოციალური სარეიტინგო ქულა;

გ) ერთჯერადად 200(ორასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა დედები, რომელთაც ჰყავთ (0-დან 18-წლამდე) შვილი ან შვილები და სოციალური მომსახურების სააგენტოდან აქვთ მინიჭებული (57000-დან – 65000 ჩათვლით) სოციალური სარეიტინგო ქულა.

2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის

დოკუმენტაცია:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის  პირადობის მოწმობის და დაბადების მოწმობის ასლები;

გ) ბავშვის ან ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები ;

დ) საბანკო ანგარიში;

ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია;

ვ)  ცნობა ქორწინების რეგისტრაციის შესახებ;

ზ) სამოქალაქო რეესტრიდან  გადაწყვეტილება მარტოხელა მშობლის სტატუსის მინჭების შესახებ;

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკონსტანტინე თავზარაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.03.2016.
როდის იქნა მიღებული „გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 11.03.2016. მიმღები ორგანო — გორის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №14. სარეგისტრაციო კოდი — 190040000.35.148.016320.
რამდენი მუხლისგან შედგება „გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.03.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №14, 11.03.2016, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.148.016320 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.03.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3220189/