„გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №25 |
|
2016 წლის 8 აპრილი ქ. გორი |
1. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. ხანძრების, დაუძლეველი ძალის, ბუნებრივი მოვლენების (გარდა განზრახ, ან უხეში გაუფრთხილებლობით წარმოშობილი ზიანის) შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზიანისათვის დაზარალებული ოჯახების დახმარება
1. დაუძლეველი ძალის , ბუნებრივი მოვლენების ( გარდა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით წარმოშობილი ზიანის ) შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზიანის მოცულობის მიხედვით , დაზარალებულ ოჯახებზე გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით .
2. ხანძრების ( გარდა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით წარმოშობილი ზიანისა ) შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზიანის მოცულობის მიხედვით , დაზარალებულ ოჯახებზე გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 3000 ლარის ოდენობით .
3. მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს :
ა) განცხადება გამგებლის სახელზე ;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები ;
დ) ხანძრის შემთხვევაში, ცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უწყებიდან და ინფორმაცია ადმინისტრაციული ერთეულიდან;
ე) ბუნებრივი დაუძლეველი მოვლენების შედეგად, საცხოვრებელ ბინებზე ზარალის მიყენების ფაქტის დამადასტურებელი ინფორმაცია ადმინისტრაციული ერთეულიდან , რომელსაც თან უნდა ერთოდეს სამი მეზობლის ხელმოწერა მაინც ( პირადი ნომრის მითითებით ).
4. საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზიანის ოდენობას ადგენს და განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახური ზიანის წარმოშობის დროს არსებული ქონების საბაზრო ღირებულებით .
5. ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან, თანდართული მეზობლების ხელმოწერილი აქტით.
6. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე .
7. ამ მუხლით გათვალისწინებული დებულებები ვრცელდება იმ მოქლაქეებზეც , რომლებიც არ არიან გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულნი თუმცა ფაქტობრივი მდგომარეობით ფლობენ საცხოვრებელ სახლს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.04.2016.
- როდის იქნა მიღებული „გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 08.04.2016. მიმღები ორგანო — გორის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №25. სარეგისტრაციო კოდი — 190040000.35.148.016331.
- რამდენი მუხლისგან შედგება „გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.04.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №25, 08.04.2016, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.148.016331 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.04.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3250152/