გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №46 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 |
|
2015 წლის 13 მარტი ქ.გორი |
„მუხლი 6. ცერებრალური დამბლით, აუტიზმით, დაუნის და ფენილკეტონურიის სინდრომით დაავადებული ადამიანების სამკურნალო-სარეაბილიტაციო და სოციალური დახმარება
1. ცერებრალური დამბლით, აუტიზმით, დაუნის და ფენილკეტონურიის სინდრომით დაავადებული ადამიანების მკურნალობის და სოციალური დახმარების ფარგლებში, მოხდება:
ა) ოპერაციული მკურნალობის, სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურეობის, მათ შორის, კვლევების, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების დაფინანსება ერთჯერადად არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
ბ) საცურაო-გამაჯანსაღებელი კურსის დაფინანსება თითო ბავშვზე (0-დან 18 წლის ჩათვლით) „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი გორის მუნიციპალიტეტის საცურაო აუზზე“ სულ 12 პროცედურა;
გ) ცერებრალური დამბლით, აუტიზმით დაუნის და ფენილკეტონურიის სინდრომით დაავადებული ადამიანების სოციალური დახმარება განისაზღვროს ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტებია:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან;
ე) დაბადების მოწმობა;
ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ქვეპუნქტის ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის დასკვნის და სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გასცემს დაპირებას, რომელიც საფუძველია საცურაო აუზისათვის გაწიოს შესაბამისი მომსახურება. საცურაო აუზი განცხადებითა და მომსახურების გაწევის ამსახველი დოკუმენტაციით (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები და ა.შ) მიმართავს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საბიუჯეტო სამსახურს კუთვნილი თანხების ჩასარიცხად.
5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.“
|