„გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 დეკემბრის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 |
|
2019 წლის 11 მარტი ქ. გორი |
„მუხლი 211. მიუსაფარ პირთა და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დახმარება
1. განსაკუთრებულ შემთხვევებში, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახების და მიუსაფარ პირთა ფულადი დახმარება განხორციელდება ერთჯერადად, ოჯახზე 100 (ასი) ლარის ოდენობით. ბენეფიციარის (ოჯახის) გამოვლენა მოხდება ადმინისტრაციულ ერთეულში გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ინფორმირებით.
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა (ოჯახის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი ან ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი), რომელიც მიმართავს მუნიციპალიტეტს სოციალური დახმარების მოთხოვნით და წარმართავს მასთან ურთიერთობებს, გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი
გ) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში.
3. ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს: მოხსენებითი ბარათი მერის სახელზე (ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ჩართულობას აღნიშნულ საკითხში).
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.“.
|