ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭდის გამოყენებისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.09.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №36
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.173.016103
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/09/2015
matsne.gov.ge 329 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თამარ გოგოლაძე ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბეჭდის გამოყენებისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 15.06.2015 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 22.01.2018 ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 22.12.2017 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის- ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 08.12.2017 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 08.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭდის გამოყენებისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №36 2015 წლის 7 სექტემბერი ქ. ახალციხე ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭდის გამოყენებისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილისა და 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭდის გამოყენებისა და შენახვის წესი“ დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელითამარ გოგოლაძე ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭდის გამოყენებისა და შენახვის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭდის (შემდეგში – ადმინისტრაციულის სამსახურის ბეჭედი) გამოყენებისა და შენახვის სამართლებრივ პირობებს. 2. ამ წესის მიზანია ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციულის სამსახურის ბეჭდის გამოყენებისა და დაცვის უზრუნველყოფა. მუხლი 2🔗. ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭედი 1. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს აქვს ბეჭედი, რომელზეც გარშემო პირველ წრეზე ქართულ ენაზე დატანილია: „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია“ ბეჭდის შუაში დატანილია: „ადმინისტრაციული სამსახური“. მუხლი 3🔗. ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭდის გამოყენება 1. ადმინისტრაციული სამსახურის   ბეჭდის  გამოყენებაზე   უფლებამოსილი   თანამდებობის   პირია  ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი. 2. ქალაქ  ახალციხის  მუნიციპალიტეტის  მერიის  ადმინისტრაციული  სამსახურის  უფროსის უფლებამოსილების    განხორციელების შეუძლებლობის (მათ შორის, მივლინებაში ყოფნის პერიოდი) შემთხვევაში ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭდის გამოყენების        უფლებამოსილება        ავტომატურად ენიჭება მის მოვალეობის შემსრულებელს. მუხლი 4🔗. რეკვიზიტი ,,ბეჭედი“ 1. რეკვიზიტი ,,ბეჭედი“ დაიტანება შემდეგ დოკუმენტებზე: ა) მივლინების ფურცელზე; ბ) შრომის წიგნაკზე; გ) დოკუმენტის ასლის იგივეობის დამოწმებაზე. 2. ბეჭდის ანაბეჭდი დოკუმენტს დაესმება იმგვარად, რომ ტვიფრმა მოიცვას ხელმომწერი პირის ხელმოწერის ან თანამდებობის დასახელების  ნაწილი. მუხლი 5🔗. ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭდის შენახვა 1. ადმინისტრაციული სამსახურის   ბეჭდის   შენახვაზე   პასუხისმგებელი   თანამდებობის  პირია   ქალაქ ახალციხის  მუნიციპალიტეტის  მერიის  ადმინისტრაციული  სამსახურის უფროსი.  სამსახურის        ბეჭედი ინახება    სათანადოდ ჩაკეტილ, დაცულ ადგილას. 2. ამ  წესის  მე-3  მუხლის  მე-2  პუნქტით  გათვალისწინებულ  შემთხვევაში  ბეჭდის შენახვაზე პასუხისმგებელი      თანამდებობის  პირი  ვალდებულია  სამსახურის  ბეჭედი შეინახოს  მის  მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების ადგილზე სათანადოდ ჩაკეტილ, დაცულ ადგილას. მუხლი 6🔗. ცვლილებებისა და დამატებების შეტანა 1.ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.