ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22 |
|
2017 წლის 22 დეკემბერი დაბა ლენტეხი |
|
1.ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახური ( ტექსტში შემდგომ-სამსახური) არის ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული – ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს საკრებულოსა და მერიის სამართლებრივ მომსახურებას, მუნიციპალიტეტის ინტერესების სამართლებრივ დაცვას სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან და ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას.
2.სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების ამ დებულების და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.
4. სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წინაშე.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების მე-8 მუხლით, საკრებულოს რეგლამენტით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მისი დავალებით, სამსახურის უფროსის უფლებამოვალეობებს ახორციელებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი.
3. საკრებულოსა და გამგეობის სამართლებრივი მომსახურების განყოფილება- მეორადი სტრუქტურული ერთეული უზრუნველყოფს საკრებულოს დადგენილებებისა და განკარგულებების პროექტების სამართლებრივ გამართულობას. საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალურ -სამართლებრივი აქტების საბოლოო რედაქციის შემუშავებას. მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა იურიდიულ კონსულტირებას და სამართლებრივი დასკვნების მომზადებას
4. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-16 მუხლით, საკრებულოს რეგლამენტით.(www.matcne gov.ge 010260020.35.115.016138. 22.07.2014წ.) მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.
5. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და სამსახურეობრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით და საკრებულოს რეგლამენტით „საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის შესაბამისად.
ა) საკრებულოს, მერიის მუნიციპალური სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას.
ბ) მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან.
გ) საკრებულოს დადგენილებების სისტემატიზაციასა და კოდიფიცირებას.
დ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში.
ე) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან.
ვ) მოქალაქეთა იურიდიულ კონსულტირებას.
ზ) აწარმოებს საკრებულოსა და გამგეობის სამართლებრივი აქტების ვიზირებას.
თ) მერიის საქმიანობიდან გამომდინარე გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების შეთანხმებას და სამართლებრივი დასკვნების მომზადებას.
ი) მერის მიერ საკრებულოს წინაშე წარსადგენი სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენელთა მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების საბოლოო რედაქციის შემუშავებას, პროექტების შეთანხმების პროცესების კოორდინაციას.
კ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებითგანსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
2. დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.