ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
|
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო დადგენილება №21 |
|
2014 წლის 14 აგვისტო დ. ლენტეხი |
(დანართი №1);
|
დებულება
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-9 მუხლით, საკრებულოს რეგლამენტით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, სამსახურის უფროსის უფლებამოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
3. საკრებულოს სამართლებრივი მომსახურების განყოფილება უზრუნველყოფს საკრებულოს დადგენილებების სისტემატიზაციასა და კოდიფიცირებას, ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას და სამართლებრივი დასკვნების მომზადებას.
4. გამგეობის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება უზრუნველყოფს გამგებლის, გამგეობის თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას და სამართლებრივი დასკვნების მომზადებას.
5. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-16 მუხლით, საკრებულოს რეგლამენტით მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით.
6. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და საკრებულოს რეგლამენტით, „საჯარო სამსახურის შესხებ“ კანონის შესაბამისად.
ა) საკრებულოს, გამგებლის, მუნიციპალური სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;
ბ) გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;
გ) საკრებულოს დადგენილებების სისტემატიზაციასა და კოდიფიცირებას;
დ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში;
ე) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებშისახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ვ) მოქალაქეთა იურიდიულ კონსულტირებას;
ზ) აწარმოებს საკრებულოსა და გამგეობის სამართლებრივი აქტების ვიზირებას;
თ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) მე-3 მუხლის, მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულება.დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჩანქსელიანი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის იურიდიული სამსახურის