,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 აგვისტოს N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №04 |
|
2016 წლის 24 თებერვალი დ. ლენტეხი |
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ” ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.
2. დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულება“.
3.დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს საკრებულოსა და გამგეობის სამართლებრივ მომსახურებას, მუნიციპალიტეტის ინტერესების სამართლებრივ დაცვას სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან და ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობას“.
4. დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) გამგეობის სამართლებრივი მომსახურების განყოფილება;
ბ) საკრებულოს სამართლებრივი მომსახურების განყოფილება.
3. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-16 მუხლით. საკრებულოს რეგლამენტით მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.
4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და საკრებულოს რეგლამენტით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად.
5. დებულებას დაემატოს მუხლი 31 შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 31. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები:
1. გამგეობის სამართლებრივი მომსახურების განყოფილება უზრუნველყოფს გამგებლის, გამგეობის თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას და სამართლებრივი დასკვნების მომზადებას, სამართლებრივი პროექტების ვიზირებას.
2. საკრებულოს სამართლებრივი მომსახურების განყოფილება უზრუნველყოფს საკრებულოს დადგენილებების სისტემატიზაციასა და კოდიფიცირებას. ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის და თანამდებობების პირების იურიდიულ კონსულტირებას და სამართლებრივი დასკვნების მომზადებას.“.
6. დებულების მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს.
|