ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №36 |
|
2015 წლის 7 სექტემბერი ქ. მცხეთა |
|
2. წესი განსაზღვრავს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების მექანიზმს.
2. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება.
3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს, (გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა) და ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის გადანაწილება ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების შესაბამისად.
4. ერთი პროგრამის ფარგლებში: ქვეპროგრამებს შორის გადანაწილება უნდა განხორციელდეს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, მერის ბრძანებით.
5. პრიორიტეტის პროგრამისა და ქვეპროგრამის ფარგლებში საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და ქვეპროგრამებს შორის გადანაწილება ხორციელდება ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის მიერ, მერის ბრძანების საფუძველზე.
6. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური უფლებამოსილია:
ა) მოამზადოს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტი და განახორციელოს ბრძანების საფუძველზე ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში;
ბ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის: პროგრამული კოდის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ გადასახდელებში და შემოსულობებში. განხორციელებული ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, ცნობის სახით უნდა წარედგინოს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს;
გ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე, ბიუჯეტის სარეზერვო ან წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებიდან გამოყოფილი ასიგნებებით დააზუსტოს ბიუჯეტი;
დ) განახორციელოს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცებულ კვარტალურ განწერაში კვარტალებს შორის გადანაწილება.
2. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი ასიგნებების გადანაწილებაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური უფლებამოსილია, საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გადანაწილების თაობაზე წარმოდგენილი მოთხოვნით განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, შეზღუდოს მოთხოვნის გათვალისწინებულ თანხებზე სახელმწიფო ხაზინაში გადახდაზე ვალდებულების დარეგისტრირების შესაძლებლობა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დასაბუთებული მომართვის საფუძველზე, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებული პირობების შემთხვევაში, ამზადებს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი ბრძანების პროექტს.
4. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური ამზადებს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტს, ამ თანხის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის მიზნით. მერის ბრძანების გამოცემის შემდეგ, საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური ატარებს შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტის პროგრამულ კლასიფიკაციაში და მის მიერ დამტკიცებულ განწერაში, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
5. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან შესაბამისი არგუმენტაციისა და დასაბუთების წარმოდგენის შემთხვევაში, ერთსა და იმავე პროგრამაში/ქვეპროგრამაში ხარჯების ეკონომიკურ, არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციების მუხლებით და ქვეპროგრამებით გათვალისწინებულ ასიგნებებში მერის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახური უფლებამოსილია გაატაროს შესაბამისი ცვლილებები ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
6. მოთხოვნა წლიური ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა გადანაწილების თაობაზე ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს წარედგინება წერილობითი სახით, შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ. საბიუჯეტო ორგანიზაციას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა წერილის შინაარსსა და ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მიზანშეწონილობაზე.
7. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა, ამზადებს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტს ასიგნების გადანაწილებაზე, ხოლო გადანაწილებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საბიუჯეტო ორგანიზაციას ეცნობება წერილობით.
8. წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილებაზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში საფინანსო სამსახური ამზადებს ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ელექტრონული ფორმით და ახორციელებს ცვლილებას განწერით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget). ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ადასტურებს საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის უფროსი. აღნიშნულ ცნობას ენიჭება თარიღი და ნომერი.
9. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის ელექტრონული ფორმით ასევე ზუსტდება ბიუჯეტის სარეზერვო და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებით გათვალისწინებული ასიგნებები. ამ შემთხვევაშიც წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნების გამოყოფა ხორციელდება ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად.
10. ბიუჯეტის სარეზერვო და წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდების ასიგნების საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გეგმის ცვლილების
20 წლის “_____” _________
___________________________________________________________ ( საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება, პროგრამული კოდი)
______________________________________________________________________________ (ცვლილების საფუძველი_დადგენილება, განკარგულება, ბრძანება, გადაწყვეტილება)
20 წლის “__” _________
_____________________________________________________________________ (ცვლილების შინაარსი)
(ლარებში)
დაფარვის ან მიმართვის წყარო 1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან 2. ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 3. წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა 4. დანარჩენი ცვლილება . | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბიუჯეტის კვარტალებს, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის ცვლილების შეტანის საკითხის გადაწყვეტა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეს წესი არეგულირებს მხოლოდ განხორციელებული ცვლილების ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში ასახვის წესს, ასევე საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების მექანიზმებს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში.
3. ეს წესი ადგენს მხოლოდ ბიუჯეტის დაზუსტების პროცედურულ საკითხებს, ხოლო ბიუჯეტის დაზუსტების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თავად შესაბამისი იურიდიული პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით.
4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი მოთხოვნას, მისთვის დამტკიცებული ბიუჯეტის განწერაში ცვლილების შეტანის შესახებ წარუდგენს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს. მოთხოვნა რეზოლუციის შესაბამისად წარედგინება მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურს, რომელიც ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრულია როგორც პროგრამის განმახორციელებელი და რომლის ფარგლებშიც ა(ა)იპ-ი განკარგავს ასიგნებებს ელექტრონული სისტემის მეშვეობით. პროგრამის განმახორციელებელი საბიუჯეტო ორგანიზაციის მოთხოვნა ასიგნებების გადანაწილებაზე სათანადო არგუმენტაციით და შესაბამისი დასაბუთებით ასევე წარედგინება მერს და შემდგომ რეზოლუციის შესაბამისად, საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურს.
5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდული პირი, რომელიც თავად წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელ ორგანიზაციას ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურას, როგორც პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია ახორციელებს თავად.
6. კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბიუჯეტში ცვლილების განხორციელებაზე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური ხარჯთაღრიცხვის ცვლილების შესაბამისი ელექტრონული ცნობით ახორციელებს მოთხოვნილი ცვლილების ასახვას ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget).
7. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტში ცვლილების განხორციელების მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტა სცილდება ამ წესის რეგულაციებს და ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. განხორციელებული ცვლილებები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომი ხდება ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.