ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.09.2015
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №41
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.143.016350
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/09/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,568 სიტყვა · ~13 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (27)
აღდგენა
ღონისძიება/რომლის მიზანია მწვანე ნარგავებით დაუფარავ ფართობებზე, დაბალი სიხშირის და დეგრადირებულ კორომებში ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა, გაშენება და გაშენებული ნარგავების მრავალწლიანი მოვლა
მუხლი 2
აღრიცხვა
მწვანე ნარგავების ინვენტარიზაცია და შესაბამისი კარტოგრაფიული მასალების მომზადება
მუხლი 2
გადაბელვა
სპეციალური ჭრისას ხეების გარკვეულ სიმაღლეზე გადაჭრა
მუხლი 2
გაშენება
იმ ტერიტორიების გამწვანება, სადაც არ არსებობდა ბუნებრივი წარმოშობის ნარგავები
მუხლი 2
დაინტერესებული პირი
ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი
მუხლი 2
ვარჯის ფორმირება
ხეებზე ტოტების შეჭრა, სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტის გარეშე
მუხლი 2
ზეხმელი ხე
ზრდაშეწყვეტილი ზეზეური გამხმარი ხე;
მუხლი 2
კორომი
მომიჯნავე ტერიტორიისაგან შემადგენლობითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავებული მწვანე ნარგავების ნაწილი
მუხლი 2
მწვანე ნარგავები
მერქნიანი (ხე, ბუჩქი) და არამერქნიანი მცენარეები
მუხლი 2
მცენარის სახეობა
მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ტაქსონომიური ერთეული
მუხლი 2
მოსაჭრელი ხეების უბანი
განსაზღვრული ტერიტორია, სადაც გათვალისწინებულია ზეზეური ან ძირნაყარი ხის დამზადება
მუხლი 2
მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნა
მოსაჭრელი ხეების უბნის გამიჯვნა მოსაზღვრე ტერიტორიისაგან, მოსაჭრელი ხეების აღრიცხვა და მონიშვნა, მოსაჭრელი ხეების უბნის აღრიცხვის უწყისის შედგენა (შემდგომში – აღრიცხვის უწყისი), რომელიც წარმოადგენს მოსაჭრელი ხეების მოპოვების დაწყების განმსაზღვრელ დოკუმენტს
მუხლი 2
მწვანე ნარგავის დამზადება
ზეზეური ხის მოჭრა და/ან ძირნაყარი მერქნის ტერიტორიიდან ამოღება და გამოზიდვა
მუხლი 2
მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნა
ერთეულად მდგარი ხე-ბუჩქების მონიშვნა და აღრიცხვის წარმოება
მუხლი 2
ნარჩენი
ხის მოპოვების შედეგად დარჩენილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშად გამოუსადეგარი ტოტები
მუხლი 2
ნერგი
სანერგის სასკოლო განყოფილებაში აღზრდილი განსაზღვრული ზომის მცენარე
მუხლი 2
სანერგე
ფართობი, სადაც ხდება ნარგავების შემქმნელ სახეობათა სარგავი მასალის მიღება. სანერგე შეიძლება იყოს მუდმივი ან დროებითი
მუხლი 2
სპეციალური გამოკვლევა
კორომების სანიტარიული მდგომარეობის დადგენის, მავნებელ-დაავადებათა გამოვლენის, აღრიცხვისა და გამაჯანსაღებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული კვლევა
მუხლი 2
ფაუტი ხე
ფუტურო, დამპალი და გამოფიტული ხე
მუხლი 2
ძირნაყარი ხე
მიწაზე წაქცეული ხმელი ხე, მოთხრილ-მოტეხილი, ქარქცეული, თოვლტეხილი მერქანი, აგრეთვე ხიდან ჩამოცვენილი ტოტები, ფიჩხი
მუხლი 2
ჭრა
მწვანე ნარგავების მოვლითი და სპეციალური მიზნით ჭრა
მუხლი 2
ხმობადი ხე
ხე, რომლის ღეროს ერთი მესამედი გამხმარია
მუხლი 2
რჩეული ხე
ჯანსაღი, სწორღეროიანი, ტოტებისა და როკებისაგან გაწმენდილი ხე, კარგად ფორმირებული ვარჯით
მუხლი 2
დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვა
ხაშურის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამზადებული მწვანე ნარგავების ტრანსპორტირება
მუხლი 2
დამზადებული მწვანე ნარგავების გადამზიდავი პირი
დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვაზე დაინტერესებული პირი, რომელიც უშუალოდ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებაში ხეების ტრანსპორტირებისას ან მისი არყოფნის დროს პირი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ხეების ტრანსპორტირებას (მძღოლი ან/და შესაბამისი გადამზიდავი)
მუხლი 2
გადაზიდვის (დანიშნულების) ადგილი
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამზადებული მწვანე ნარგავების ტრანსპორტირების საბოლოო ადგილმდებარეობა, ზუსტი მისამართის მითითებით
მუხლი 2
უფლებამოსილი ორგანო
ა(ა)იპ „სავანე“
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (2)
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა შუბითიძე ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ხის რაოდენობა მერქნის სახეობა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 11.03.2015 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 02.03.2026 ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 28.01.2016 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 01.02.2019 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 22.01.2016

დოკუმენტის ტექსტი

ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №41 2015 წლის 7 სექტემბერი ხაშური ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესი, დანართი №1-ის შესაბამისად (დანართი № 1 თან ერთვის 8 ფურცლად). მუხლი 2🔗 დამტკიცდეს მწვანე ნარგავების დათვალიერების აქტი, დანართი №2-ის შესაბამისად  (დანართი №2 თან ერთვის  1  ფურცლად). მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაში  შევიდეს  გამოქვეყნებისთანავე. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა შუბითიძე დანართი №1 ხაშურის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესი . თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. წესის მიზანი 1. ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის (შემდგომში „წესი“) მიზანია ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების ეკოლოგიური წონასწორობის, ხეების ხნოვანებითი სტრუქტურის, სახეობრივი შემადგენლობისა და ხარისხობრივი მდგომარეობის შენარჩუნების, მაღალპროდუქტიული კორომების ჩამოყალიბების, კლიმატური პირობების შენარჩუნებისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი ფაქტორების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ღონისძიებათა ჩატარებისას წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება. 2. წესი განსაზღვრავს: ა) მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესს; ბ) მოსაჭრელი ხეების უბნის გამოყოფის და ხეების მონიშვნის წესს; გ) მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისის წარმოების წესს. 3. ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკრძალულია მწვანე ნარგავების მოჭრა, გარდა კანონით და ამ წესით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში ტერმინებს აქვს შემდეგი განმარტება: ა) აღდგენა – ღონისძიება/რომლის მიზანია მწვანე ნარგავებით დაუფარავ ფართობებზე, დაბალი სიხშირის და დეგრადირებულ კორომებში ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა, გაშენება და გაშენებული ნარგავების მრავალწლიანი მოვლა; ბ) აღრიცხვა – მწვანე ნარგავების ინვენტარიზაცია და შესაბამისი კარტოგრაფიული მასალების მომზადება; გ) გადაბელვა – სპეციალური ჭრისას ხეების გარკვეულ სიმაღლეზე გადაჭრა; დ) გაშენება – იმ ტერიტორიების გამწვანება, სადაც არ არსებობდა ბუნებრივი წარმოშობის ნარგავები; ე) დაინტერესებული პირი – ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი; ვ) ვარჯის ფორმირება – ხეებზე ტოტების შეჭრა, სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტის გარეშე; ზ) ზეხმელი ხე – ზრდაშეწყვეტილი ზეზეური გამხმარი ხე; თ) კორომი – მომიჯნავე ტერიტორიისაგან შემადგენლობითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავებული მწვანე ნარგავების ნაწილი; ი) მწვანე ნარგავები – მერქნიანი (ხე, ბუჩქი) და არამერქნიანი მცენარეები; კ) მცენარის სახეობა – მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ტაქსონომიური ერთეული; ლ) მოსაჭრელი ხეების უბანი – განსაზღვრული ტერიტორია, სადაც გათვალისწინებულია ზეზეური ან ძირნაყარი ხის დამზადება; მ) მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნა – მოსაჭრელი ხეების უბნის გამიჯვნა მოსაზღვრე ტერიტორიისაგან, მოსაჭრელი ხეების აღრიცხვა და მონიშვნა, მოსაჭრელი ხეების უბნის აღრიცხვის უწყისის შედგენა (შემდგომში – აღრიცხვის უწყისი), რომელიც წარმოადგენს მოსაჭრელი ხეების მოპოვების დაწყების განმსაზღვრელ დოკუმენტს; ნ) მწვანე ნარგავის დამზადება – ზეზეური ხის მოჭრა და/ან ძირნაყარი მერქნის ტერიტორიიდან ამოღება და გამოზიდვა; ო) მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნა – ერთეულად მდგარი ხე-ბუჩქების მონიშვნა და აღრიცხვის წარმოება; პ) ნარჩენი – ხის მოპოვების შედეგად დარჩენილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშად გამოუსადეგარი ტოტები; ჟ) ნერგი – სანერგის სასკოლო განყოფილებაში აღზრდილი განსაზღვრული ზომის მცენარე; რ)სანერგე – ფართობი, სადაც ხდება ნარგავების შემქმნელ სახეობათა სარგავი მასალის მიღება. სანერგე შეიძლება იყოს მუდმივი ან დროებითი; ს) სპეციალური გამოკვლევა – კორომების სანიტარიული მდგომარეობის დადგენის, მავნებელ-დაავადებათა გამოვლენის, აღრიცხვისა და გამაჯანსაღებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული კვლევა; ტ) ფაუტი ხე – ფუტურო, დამპალი და გამოფიტული ხე; უ) ძირნაყარი ხე – მიწაზე წაქცეული ხმელი ხე, მოთხრილ-მოტეხილი, ქარქცეული, თოვლტეხილი მერქანი, აგრეთვე ხიდან ჩამოცვენილი ტოტები, ფიჩხი; ფ) ჭრა – მწვანე ნარგავების მოვლითი და სპეციალური მიზნით ჭრა; ქ) ხმობადი ხე – ხე, რომლის ღეროს ერთი მესამედი გამხმარია; ღ) რჩეული ხე – ჯანსაღი, სწორღეროიანი, ტოტებისა და როკებისაგან გაწმენდილი ხე, კარგად ფორმირებული ვარჯით; ყ) დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვა – ხაშურის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამზადებული მწვანე ნარგავების ტრანსპორტირება; შ) დამზადებული მწვანე ნარგავების გადამზიდავი პირი – დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვაზე დაინტერესებული პირი, რომელიც უშუალოდ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებაში ხეების ტრანსპორტირებისას ან მისი არყოფნის დროს პირი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ხეების ტრანსპორტირებას (მძღოლი ან/და შესაბამისი გადამზიდავი); ჩ) გადაზიდვის (დანიშნულების) ადგილი – ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამზადებული მწვანე ნარგავების ტრანსპორტირების საბოლოო ადგილმდებარეობა, ზუსტი მისამართის მითითებით; ც) უფლებამოსილი ორგანო – ა(ა)იპ „სავანე“ ; ძ)  საშეშე მერქანი მწვანენარგავების ჭრის შედეგად მიღებული ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი ან წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის მერქნული რესურსი. თავი II ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ღონისძიებები მუხლი 3🔗. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებები 1. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებათა განხორციელების საფუძველი შეიძლება იყოს: ა) სპეციალური გამოკვლევის (შესწავლის) მასალები; ბ) მწვანე ნარგავების აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალები; გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. 2. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებებს ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო. 3. სპეციალურ გამოკვლევას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე.   4. მწვანე ნარგავების მოვლითი ღონისძიებებია: ა) მოვლითი ჭრების განხორციელება; ბ) სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე მწვანე ნარგავების დაცვა ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევის გამომწვევი დაავადებებისა და მავნებლების გავრცელებისაგან ბიოლოგიური და ქიმიური საშუალებებით; გ) ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები; დ) მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების დაგეგმვა. მუხლი 4🔗. მოვლითი ჭრები 1. მოვლითი ჭრის სახეებია: ა) განათებითი ჭრა – ხორციელდება 10 წლამდე ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს მწვანე ნარგავების განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე არასასურველი მერქნიანი სახეობებისა და ეგზემპლარების, ასევე ბალახის საფარის მოცილებას მცენარეთა სახეობრივი შემადგენლობის რეგულირებისა და ზრდის პირობების გაუმჯობესების მიზნით; ბ) გაწმენდითი ჭრა – ხორციელდება 20 წლამდე ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის შერეულ კორომებში, ამ ადგილისათვის დამახასიათებელი სახეობის ხეებისათვის ზრდის პირობების გაუმჯობესების მიზნით და გულისხმობს განსაზღვრული ადგილისათვის არასასურველი სახეობის მწვანე ნარგავების მოჭრას. უნდა მოიჭრას 8 სმ-მდე დიამეტრის ზრდაში ჩამორჩენილი ხეები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ დიამეტრის ხეების ადგილზე დატოვება ხელს არ შეუშლის ჯანსაღი ხეების არსებობას; გ) გამოხშირვითი ჭრა – ხორციელდება 60 წლამდე (სახეობრივი შემადგენლობის მიხედვით) ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე ზრდაში ჩამორჩენილი, მრუდეღეროიანი და დაზიანებული ხეების მოჭრას დარჩენილი ხეების ღეროებისა და ვარჯების სასურველი ფორმის მისაღებად აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით; დ) გავლითი ჭრა – ხორციელდება 61 წლის და მეტი ხნოვანების (გამოხშირვითი ჭრის პერიოდის დამთავრების შემდეგ) 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე გადაბერებული, დაზიანებული, მრუდეღეროიანი და ჭრისათვის მიზანშეწონილი სხვა ხეების მოჭრას დარჩენილი ხეებისათვის მერქნის ზრდის პირობების გაუმჯობესების მიზნით; ე) სანიტარიული ჭრა – სპეციალური გამოკვლევისა და წინასწარი აღრიცხვის საფუძველზე, სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, არსებული ზეხმელი, ხმობადი, ძლიერ ფაუტი და მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების მოჭრა; ვ) სარეკონსტრუქციო ჭრა – ხორციელდება დეგრადირებული მწვანე ნარგავების (ხეები და ბუჩქები) კორომებსა და დაცვით ნარგაობაში მათი სახეობრივი და სტრუქტურული შემადგენლობის, აგრეთვე პროდუქტიულობის გაუმჯობესების მიზნით მწვანე ნარგავების აღდგენის სამუშაოების განსახორციელებლად, აღდგენის პროექტის შესაბამისად. 2. კორომების სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სანიტარიული ჭრით გარემოდან ამოღებული, ხმელი, ხმობადი და ძირნაყარი ხეები უნდა იქნეს გამოტანილი მწვანე ნარგავების ტერიტორიიდან. 3. მოვლითი ჭრა ხელოვნურ ნარგაობაში გულისხმობს დაზიანებული, გამხმარი ეგზემპლარებისა და მავნე მცენარეების პერიოდულად გამოღებას. 4. მოვლითი ჭრის ყველა სახე (გარდა სანიტარიული და სარეკონსტრუქციო ჭრებისა) ტარდება 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში, რომლებიც განლაგებული არიან 35​0-მდე დაქანების ფერდობებზე. 5. მოვლითი ჭრის ინტენსივობა უნდა დადგინდეს კორომის დახასიათების საფუძველზე. 6. ჭრის ინტენსივობა სიხშირეების მიხედვით განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) 0,7 სიხშირის კორომებში – არაუმეტეს 10%-ისა; ბ) 0,8 სიხშირის კორომებში – არაუმეტეს 15%-ისა; გ) 0,9 და მეტი სიხშირის კორომებში – არაუმეტეს 20%-ისა. მუხლი 5🔗. მოვლითი ჭრის მეთოდები და მოსაჭრელი ხეების შერჩევა 1. მოვლითი ჭრის ჩატარებისას (გარდა განათებითი და სანიტარიული ჭრისა), უნდა მოინიშნოს მოსაჭრელი ხეების უბანი. 2. მოვლით ჭრას (გარდა სანიტარიული და სარეკონსტრუქციო ჭრებისა) უნდა დაექვემდებაროს მავნე ხეები და მარაგის შემატების დაჩქარების მიზნით განსაზღვრულ შემთხვევებში – ჯგუფურად მდგარი რჩეული ხეები შერჩევით. მუხლი 6🔗. მოვლითი ჭრების განხორციელების განსაკუთრებული მოთხოვნები 1. მოვლითი ჭრა უნდა განხორციელდეს ისეთი ფორმებითა და მეთოდებით, რომლებიც უზრუნველყოფს რჩეული ხეების მინიმალურ დაზიანებას. 2. მოვლითი ჭრის დროს (გარდა სანიტარიული და სარეკონსტრუქციო ჭრებისა) კორომის სიხშირე არ უნდა იქნეს დაყვანილი 0,6-ზე ქვევით. მუხლი 7🔗. მოსაჭრელი ხეების მონიშვნა 1. ხეების ერთეულად მონიშვნა ხორციელდება მოვლითი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, უფლებამოსილი ორგანოს მიერ. მოვლითი ღონისძიების სპეციფიკიდან გამომდინარე, უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია გამოყოს მოსაჭრელი ხეების უბანი. 2. მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე. 3. მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნამდე უფლებამოსილი ორგანოს მიერ განისაზღვრება მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნას დასაქვემდებარებელი ფართობები და მოსაპოვებელი ხეების რაოდენობა მწვანე ნარგავების აღრიცხვის მასალების და მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის საფუძველზე, ხოლო მასალების არარსებობის შემთხვევაში – მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით. 4. უბანი მოინიშნება დასამზადებელი მწვანე ნარგავების აღრიცხვისათვის. აუცილებელია პირველ რიგში მოინიშნოს ფაუტი, ზეხმელი, ხმობადი, გადაბერებული, მრუდეღეროიანი და მავნებლებით დაზიანებული ხეები. 5. უბანზე დასამზადებელი მწვანე ნარგავების აღრიცხვა წარმოებს ამ წესის დანართი 2-ის შესაბამისად. 6. უბნის ადგილმდებარეობა განისაზღვრება უბნის საწყისი და საბოლოო წერტილის GPS კოორდინატებით (ბოძზე ან ჭრას დაუქვემდებარებელ ზეზემდგომ ხეზე 1,5 მ-მდე სიმაღლეზე საღებავით კეთდება „+” ნიშანი.). 7. მოსაჭრელი უბნის მონიშვნა ხორციელდება ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,გ’’, ,,დ’’ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას. 8. ამ წესის მე4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას, ხეების მონიშვნა ხორციელდება მოსაჭრელი ხეების ერთეულად მონიშვნის გზით. 9. მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნისას ერთეულად აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები. ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში, მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,5 მეტრამდე სიმაღლეზე, კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით. 10. ძირნაყარი ხის გაცემისას, მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნა არ ხორციელდება. მწვანე ნარგავების განთავსების ტერიტორია ფიქსირდება GPS კოორდინატებით. ძირნაყარი ხეების მოცულობა დგინდება ფაქტობრივად გამოზიდული მოცულობის შესაბამისად. 11. აღრიცხვის უწყისის ერთი ეგზემპლარი ინახება უფლებამოსილ ორგანოში, ხოლო მეორე ეგზემპლარი ეგზავნება ხაშურის მუნიციპალიტეტის  გამგეობის ზედამხედველობის სამსახურს. მუხლი 8🔗. მწვანე ნარგავების მოვლა ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა სპეციალური საშუალებებით 1. ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა სპეციალური საშუალებებით მწვანე ნარგავების მოვლა ხორციელდება სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე დასახულ ღონისძიებათა მიხედვით. 2. სპეციალური გამოკვლევა მიზნად ისახავს: ა) ხეების სანიტარიული მდგომარეობის დადგენას; ბ) მავნებელ-დაავადებათა გამოვლენას, აღრიცხვას, მათი გავრცელების მასშტაბებისა და განვითარების ტენდენციების დადგენასა და მათთან ბრძოლის რეკომენდაციებს. 3. მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა სპეციალური საშუალებების ნუსხა და მეთოდები უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას. მუხლი 9🔗. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებები სტიქიური და სხვა გაუთვალისწინებელი მოვლენების შემთხვევაში 1. სტიქიური მოვლენის (ხანძარი, ქარი, თოვლი, ზვავი, მეწყერი და სხვ.) ან სხვა მასშტაბურ (სოციალური, ბიოლოგიური, გლობალური ეკოლოგიური და სხვ.) გაუთვალისწინებელ შემთხვევებში უარყოფითი შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებები ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან, სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში განხორციელებულ ჭრებზე არ ვრცელდება ამ წესით დადგენილი ჭრის მოთხოვნები. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით განახორციელოს ჭრები მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია ამ პუნქტში აღნიშნული მიზნის მისაღწევად. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დგება შესაბამისი აქტი. მუხლი 10🔗. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების დაგეგმვა 1. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების ღონისძიებები, არსებული საშუალებების გათვალისწინებით, იგეგმება მწვანე ნარგავების აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალებისა და სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე. 2. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების ღონისძიებებს ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო. 3. დაგეგმილ ტერიტორიაზე უნდა შედგეს მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების პროექტი, რომელსაც ადგენს უფლებამოსილი ორგანო ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე. 4. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების პროექტი უნდა მოიცავდეს განსახორციელებელ ღონისძიებათა ჩამონათვალსა და ფინანსურ ხარჯთაღრიცხვას. 5. აღდგენას ექვემდებარება: ა) ნახანძრალები და ასევე სხვა მიზეზით განადგურებული როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნურად გაშენებული მწვანე ნარგავების ფართობები; ბ) ფართობები, რომელთა ბუნებრივ-კლიმატური პირობები იძლევა მწვანე ნარგავების აღდგენის საშუალებას; გ) გამეჩხერებული და ბუნებრივი წარმოშობის მეჩხერი კორომები (0.10.2 სიხშირის), რომლებიც საჭიროებს ხელოვნური გზით აღდგენას; დ) დეგრადირებული კორომები, რომლებიც საჭიროებს რეკონსტრუქციას. მუხლი 11🔗.  აღდგენისა და გაშენების ფორმები 1. აღდგენის ფორმებია: ა) ბუნებრივი განახლებისათვის ხელშეწყობა; ბ) აღდგენა თესვით; გ) აღდგენა დარგვით. 2. გაშენების ფორმებია: ა) გაშენება ნერგების დარგვით; ბ) გაშენება თესვით. მუხლი 12🔗. განსაკუთრებული მოთხოვნები მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების განხორციელებისას 1. მცენარეთა სახეობების შერჩევასა და გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოები უნდა ჩატარდეს ბიომრავალფეროვნების დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით. 2. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების მიზნით მცენარეთა სახეობები შეირჩევა უპირატესად იმ ადგილობრივი სახეობებისაგან, რომლებიც დამახასიათებელია კონკრეტული გარემო პირობებისათვის. 3. სანერგეში სარგავი მასალის აღსაზრდელი ასორტიმენტი შეირჩევა გასამწვანებელი ფართობების და სანერგის ბუნებრივკლიმატური პირობების შესაბამისად. 4. არაენდემური მცენარეების გაშენებისათვის (ინტროდუქცია) მცენარეთა სახეობების შერჩევა უნდა მოხდეს მათი ბუნებრივკლიმატური და სხვა თვისებების შესწავლით, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათი უარყოფითი ზემოქმედება ადგილობრივ სახეობებსა და სხვა ფაქტორებზე. 5. აღდგენილი და/ან გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის სამუშაოების ხანგრძლივობა, ასევე სხვა მახასიათებლები განისაზღვრება აღდგენის პროექტით. 6. აკრძალულია გენეტიკურად მოდიფიცირებული სათესლე და სარგავი მასალების, მცენარეების და/ან მათი ნაწილების გამოყენება მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების მიზნით. მუხლი 13🔗. სპეციალური ჭრა 1. სპეციალური ჭრა ხორციელდება შემდეგი მიზნებისათვის: ა) შენობა-ნაგებობების (ფასადები, სახურავები), საგზაო ნიშნების ხილვადობის ან მათი ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის; ბ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისა ან რეაბილიტაციისათვის; გ) ხეების შესაძლო წაქცევით ნებისმიერი ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მათი დაზიანების საფრთხის თავიდან აცილებისათვის; დ) შენობა-ნაგებობების, ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, არხების მშენებლობისათვის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის ან დემონტაჟისათვის; ე) ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებისა და წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისას; ვ) სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის. 2. სპეციალური ჭრა ხორციელდება ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე. 3. სპეციალური ჭრით მიღებული მერქნული რესურსის განლაგება ან გადაცემა ხდება ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ამ წესის მე-18 მუხლით დადგენილი წესით. 4. სპეციალური ჭრა შეიძლება განხორციელდეს დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე ხაშურის  მუნიციპალიტეტის გამგეობის თანხმობით, ხოლო მერქნული რესურსის განლაგება – ამ წესის მე-18 მუხლით დადგენილი წესით და ტრასპორტირება მოხდეს „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილების შესაბამისად. მუხლი 14🔗. სპეციალური ჭრის განხორციელება 1.სპეციალური ჭრა შეიძლება განხორციელდეს: ა)მოსაჭრელი ხეების ადგილის მონიშვნით; ბ) მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნით. 2. მოსაჭრელი ხეების მოჭრა შეიძლება განხორციელდეს შემდეგი სახეებით: ა) პირწმინდა ჭრით გამოყოფილ ადგილზე მონიშნული ხეების პირწმინდა ჭრა, მოსაჭრელი ხეების ოდენობის მიხედვით; ბ) ძირობრივი ჭრით ზეზემდგომი ხეების მოჭრით აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები. ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში (მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,7 მეტრამდე სიმაღლეზე) კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით. 3. მწვანე ნარგავებზე მოსაჭრელი ხეების აღრიცხვის სამუშაოების შეთანხმება ხდება თითოეული მწვანე ნარგავების აღრიცხვის სამუშაოების დამთავრების შემდეგ. შეთანხმებით  დგინდება ჭრაში დანიშნული ხეების შესაბამისობა დათვალიერების აქტში ასახულ მონაცემებთან, სხვაობის გამოვლენის შემთხვევაში გადამოწმებას ექვემდებარება ჭრაში დანიშნული ყველა ხე. 4. ჭრა არ ხორციელდება, როდესაც დათვალიერების აქტში ხეების მოცულობა არ შეესაბამება ხეების ფაქტობრივ მოცულობას. ასეთ შემთხვევაში ჭრა ხორციელდება ახალი დათვალიერების აქტის საფუძველზე. მუხლი 15🔗. მოსაჭრელი ხეების ადგილის მონიშვნა 1. მოსაჭრელი ხეების ადგილი ინიშნება ამ წესის მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 2. მოსაჭრელი ხეების ადგილზე შეიძლება განხორციელდეს ამ წესის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ჭრა ან გადაბელვა. მუხლი 16🔗. მოსაჭრელი ხეების ერთეულად მონიშვნა 1. ხეები ერთეულად ინიშნება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 2. მოსაჭრელი ხეების ადგილზე შეიძლება განხორციელდეს ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ჭრა ან ხეების გადაბელვა. მუხლი 17🔗. მწვანე ნარგავების ამოღება-გადარგვა 1. სპეციალური ჭრის განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ამოღება-გადარგვას დაქვემდებარებული ხეების გადარგვა. 2. ხეების გადარგვა ხორციელდება ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიაზე. მუხლი 18🔗. ჭრით მოპოვებული მწვანე ნარგავების განკარგვა 1. ჭრით მიღებული მერქნული რესურსი შეიძლება დასაწყობდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის  მიერ საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას. 2. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შექმნილ სპეციალურ კომისიას ან/და ამისათვის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, ჭრით მიღებული მერქნული რესურსი როგორც სამასალე ასევე საშეშე მერქნად, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, უსასყიდლოდ გადასცეს ხაშურის  მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს ან ფიზიკურ პირებს, მათი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელს აწერს ხაშურის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის მიერ შექმნილი სპეციალური კომისია ან/და ამისათვის უფლებამოსილი პირი. 4. ჭრით მიღებული ხე-მცენარეების ტრანსპორტირება მოხდეს საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესის შესაბამისად, „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხეტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვარის №46 დადგენილებით. 5. ჭრას ახორციელებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ან/და კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე. მუხლი 19🔗. პასუხისგებლობა დადგენილების დარღვევისათვის ამ დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება გამოიწვევს დამრღვევი პირის პასუხისმგებლობას საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი III მწვანე ნარგავების დათვალიერების აქტის წარმოების წესი მუხლი 20🔗. მწვანე ნარგავების დათვალიერების აქტის წარმოების წესი 1. მწვანე ნარგავების დათვალიერების აქტი დგება მოსაჭრელი ხეების ადგილის გამიჯვნისათვის, ხეების აღრიცხვის, მონიშვნის, რაოდენობისა და მოცულობის განსაზღვრისათვის. 2. დათვალიერების აქტს ადგენს ხაშურის მუნიციპალიტეტის  გამგებლის ბრძანებით შექმნილი, შესაბამისი სპეციალისტებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი. 3. დაინტერესებული ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ჭრა ხორციელდება მხოლოდ დათვალიერების აქტის შედგენის შემდგომ შესაბამისი თანხმობის გაცემიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის განმავლობაში, აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში დათვალიერების აქტი და შესაბამისი თანხმობა ჩაითვლება ძალადაკარგულად. დანართი №2 მწვანე ნარგავების დათვალიერების აქტი  № ----- . ხაშურის მუნიციპალიტეტი   ------------------ ის ადმინისტრაციული ერთეული  20 ---- წ. ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერნმა ------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ადგილზე გასვლით შევისწავლეთ მწვანე ნარგავების ადგილმდებარეობა (დაინტერესებული პირის შემთხვევაში განცხადება) დადგინდა შემდეგი: ჭრის სახე: ---------------------------------- ხის რაოდენობა მერქნის სახეობა დიამეტრი (სმ) სულ ხის მოცულობა (კბმ) შენიშვნა აქტი შედგენილია ჩვენ მიერ, რაზედაც ვაწერთ ხელს: 1. ------------------------------- 2. ------------------------------- 3. ------------------------------- 4. -------------------------------