ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანაზღაურებად თანამდებობებზე არ მყოფი წევრებისათვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.09.2015 ძალადაკარგული 16.12.2017
ნომერი
№43
სარეგისტრაციო კოდი
270090000.35.176.016102
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (9 მუხლი)
 

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №43

2015 წლის 8 სექტემბერი

ქ. თელავი

 

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანაზღაურებად თანამდებობებზე არ მყოფი წევრებისათვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული  ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41 მუხლის მესამე ნაწილის, 156-ე მუხლის მე-5 ნაწილის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანაზღაურებად თანამდებობებზე არმყოფი წევრებისათვის  უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №35 დადგენილება ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ (matsne.gov.ge, 01/10/2014, 270090000.35.176.016035).
მუხლი 3
  დადგენილება  ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2015 წლის 21 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ თხლაშიძე



დანართი
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ანაზღაურებად თანამდებობებზე  არ მყოფი წევრებისათვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
მუხლი 1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანაზღაურებად თანამდებობებზე არმყოფი წევრებისათვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი განსაზღვრავს საკრებულოს წევრებისათვის ასანაზღაურებელი თანხის ზედა ზღვარს, ასანაზღაურებელი თანხის გამოანგარიშების და ანაზღაურების განხორციელებისათვის საჭირო პროცედურებს.
მუხლი 2. საკრებულოს ანაზღაურებად თანამდებობებზე არმყოფი წევრებისათვის საკრებულოს, საკრებულოს კომისიების და სამუშაო ჯგუფების სხდომებში მონაწილეობისათვის, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისათვის ყოველთვიურად გაწეული ხარჯების ასანაზღაურებელი თანხის ზედა ზღვარი განისაზღვროს 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.

მუხლი 3. ყოველთვიურად ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა  ყოველი კონკრეტული საკრებულოს წევრისათვის განისაზღვროს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ მიწოდებული ერთიანი ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათი) საფუძველზე.

მუხლი 4.

1.  იმ საკრებულოს წევრებს, რომლებიც სრულად დაესწრებიან ყოველი თვის 21 რიცხვიდან მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით გამართულ ყველა სხდომას (რომელსაც ვალდებულია დაესწრონ) და შეასრულებენ საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის კანონიერ დავალებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასანაზღაურებელი თანხა განესაზღვრებათ ამ წესით დადგენილი  ზედა ზღვრის შესაბამისად.

2. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია კონკრეტული საკრებულოს წევრისათვის განსაზღვროს ასანაზღაურებელი თანხა ზედა ზღვარზე ნაკლები ოდენობით, საკრებულოს წევრის მიერ ხარჯის ასანაზღაურებელ პერიოდში ჩატარებულ საკრებულოს, საკრებულოს კომისიების და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომებში მონაწილეობის მიღების პროცენტული მაჩვენებლის შესაბამისად, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის კანონიერი დავალების შეუსრულებლობისათვის.

3.  საკრებულოს წევრს არ დაექვითება ასანაზღაურებელი თანხა, თუ იგი საკრებულოს, საკრებულოს კომისიების და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომას არ დაესწრება  საპატიო მიზეზით. საპატიო მიზეზის დამადასტურებელი ინფორმაცია საკრებულოს წევრმა უნდა წარუდგინოს საკრებულოს აპარატს ყოველი თვის 20 რიცხვამდე, ან წინასწარ აცნობოს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს, დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეს ან საკრებულოს აპარატს იმ გარემოების არსებობის შესახებ, რაც შეუძლებელს ხდის საკრებულოს წევრის სხდომაზე დასწრებას.

მუხლი 5.

1.  საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ მომზადებული მოხსენებითი ბარათი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა)  საკრებულოს წევრის საკრებულოს, საკრებულოს კომისიის და სამუშაო ჯგუფის სხდომებში მონაწილეობის შესახებ, წინა თვის 21 რიცხვიდან მიმდინარე თვის 20 რიცხვის ჩათვლით (თუ შესაბამისი რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე დღეს - მომდევნო სამუშაო დღის ჩათვლით);

ბ) საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს კომისიის და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომის საპატიო მიზეზით გაცდენის შესახებ.

2.  საკრებულოს წევრის საკრებულოს, საკრებულოს კომისიის და სამუშაო ჯგუფის სხდომაში მონაწილეობის მიღებად ჩაითვლება ყოველ კონკრეტულ სხდომაზე განსახილველი საკითხების 50%-ზე მეტი საკითხის განხილვაზე დასწრება.

მუხლი 6. მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური, ყოველთვიურად ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს თვითმმართველობის მომსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დარიცხვასთან ერთად.

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანაზღაურებად თანამდებობებზე არ მყოფი წევრებისათვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.12.2017.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანაზღაურებად თანამდებობებზე არ მყოფი წევრებისათვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“?
„ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანაზღაურებად თანამდებობებზე არ მყოფი წევრებისათვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 08.09.2015. მიმღები ორგანო — ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №43. სარეგისტრაციო კოდი — 270090000.35.176.016102.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანაზღაურებად თანამდებობებზე არ მყოფი წევრებისათვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 16.12.2017-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანაზღაურებად თანამდებობებზე არ მყოფი წევრებისათვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 9 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანაზღაურებად თანამდებობებზე არ მყოფი წევრებისათვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანაზღაურებად თანამდებობებზე არ მყოფი წევრებისათვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.12.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანაზღაურებად თანამდებობებზე არ მყოფი წევრებისათვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“, №43, 08.09.2015, სარეგისტრაციო კოდი 270090000.35.176.016102 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2976776/