ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №41 |
|
2015 წლის 11 სექტემბერი ქ. ოზურგეთი |
|
დანართი №1
2. „საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭება ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ წესის შესაბამისად.
3. „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეობის“ წოდება შეიძლება მიენიჭოს:
ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც განსაკუთრებული დამსახურება აქვს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ან საქართველოს წინაშე.
ბ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს – განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წინაშე.
ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს;
ბ) მუნიციპალიტეტის მერს;
გ) საკრებულოს თავმჯდომარეს;
დ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;
ე) საინიციატივო ჯგუფს, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით.
2. კანდიდატურის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ერთვოდეს:
ა) „საპატიო წოდების“ მისანიჭებლად კანდიდატურის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია წარდგენილი კანდიდატის ღვაწლის და დამსახურების აღნიშვნით;
ბ) ბიოგრაფიული მონაცემები;
გ) კანდიდატის ღირსების ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი მასალები;
დ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და წერილობითი თანხმობა კანდიდატად წარგენასთან დაკავშრებით;
ე) კანდიდატის 2 (ორი) ფოტოსურათი ზომით 3X4.
2. წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც საპატიო მოქალაქის მინიჭების თაობაზე დასკვნას წარუდგენს მერს.
3. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისის სამართლებრივი აქტით.
4. „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ მოწმობის გადაცემა ხორციელდება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე.
5. „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ მონაცემები შეიტანება „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წიგნში, რომელიც ინახება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.
6. „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ დამადასტურებელი მოწმობის დამზადებას უზრუნველყოფს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია.
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული;
ბ) საქართველოს სახელმწიფოს ან ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები;
გ) ზოგადზნეობრივი ნორმები, პატივისა და ღირსების შემლახავი ქმედება.
2. პირს შეიძლება ჩამოერთვას „საპატიო მოქალაქის“ წოდება საკუთარი ინიციატივით, წერილობითი განცხადების საფუძველზე.
3. „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.
დანართი №2
„ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ მოწმობის ფორმა
„ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ მოწმობა წარმოადგენს ყდაში ჩასმულ შუაზე გადაკეცილ ფორმატს, რომლის წინა მხარეს, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ამოტვიფრულია საქართველოს მცირე სახელმწიფო და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბი (არსებობის შემთხვევაში), ხოლო შიგნით, მარცხენა მხარეს, ცენტრში დატანილია წარწერა.
|