საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის „აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელების შესახებ უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე“ გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1992
2015 წლის 15 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის „აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელების შესახებ უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე“ გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-17 მუხლის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის „აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელების შესახებ უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე“გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი