საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისათვის „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1849
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019889
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1849

2015 წლის 4 სექტემბერი

 ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისათვის „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე  გამონაკლისის დაშვების თაობაზე

„საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდზე (შემდგომში – ფონდი) არ გავრცელდეს ამავე კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა,  ფონდის აპარატის დაფინანსების ფარგლებში, შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 11 ერთეულით, ხოლო ფონდის პროგრამების და გრანტების ფარგლებში – 200 ერთეულით.

 

პრემიერ-მინისტრი                                                         ირაკლი ღარიბაშვილი