1. მზღვეველი ვალდებულია მიმდინარე საზედამხედველო საფასური გადაიხადოს შემდეგ ვადებში, წინა კალენდარული წლის საზედამხედველო საფასურის მიხედვით, შემდეგი ოდენობით:
ა) არაუგვიანეს 10 იანვრისა – 25 პროცენტი;
ბ) არაუგვიანეს 10 აპრილისა – 25 პროცენტი;
გ) არაუგვიანეს 10 ივლისისა – 25 პროცენტი;
დ) არაუგვიანეს 10 ოქტომბრისა – 25 პროცენტი.
2. მიმდინარე საზედამხედველო საფასურის გადასახდელად ჩარიცხული თანხები მზღვეველს კალენდარული წლის მიხედვით გადასახდელ საზედამხედველო საფასურში ჩაეთვლება.
საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1821 - ვებგვერდი, 28.12.2017