,,საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 20 აპრილის 04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№07
სარეგისტრაციო კოდი
290160000.60.072.016015
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №07

2015 წლის 22 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 20 აპრილის №04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის,  2013 წლის 02 მაისის საქართველოს მთავრობის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის და ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 20 აპრილის №04 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ ბრძანების ამოქმედებამდე ლიცენზირებულმა სადაზღვევო კომპანიებმა 2016 წლის 31 დეკემბრამდე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა დააკმაყოფილონ შემდეგი ოდენობით:

ა) სიცოცხლის დაზღვევა – 1 500 000 ლარი;

ბ) დაზღვევა (არა სიცოცხლის) – 1 000 000 ლარი;

გ) გადაზღვევა – 1 500 000 ლარი.“.
2. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:

„22. ამ ბრძანების ამოქმედებამდე ლიცენზირებულ სადაზღვევო კომპანიებს 2016 წლის 31 დეკემბრამდე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე უნდა გააჩნდეთ ფულადი სახსრები საქართველოში ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში (დაწესებულებებში) გახსნილ ანგარიშებზე, წინამდებარე ბრძანების 21 პუნქტით გათვალისწინებული მინიმალური კაპიტალის 80%-ის ოდენობით.“.

3. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 პუნქტი:

„23. ბრძანების 22 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის შესასრულებლად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში (დაწესებულებებში) გახსნილ ანგარიშებზე განთავსებული  ფულადი სახსრები, რომლის მიმართაც გამოყენებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალებები და ღონისძიებები.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიოსებ გოგოლაშვილი