საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №04 |
|
2015 წლის 20 აპრილი ქ. თბილისი |
1. დამტკიცდეს „საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესი“ .
2. ამ ბრძანების ამოქმედებამდე ლიცენზირებულმა სადაზღვევო კომპანიებმა დააკმაყოფილონ „საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესი“–ს მე-2 მუხლის 1-ლი და მე-4 პუნქტის მოთხოვნები არაუგვიანეს 2016 წლის 31 დეკემბრისა.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესი
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალურ ოდენობას.
ა) სიცოცხლის დაზღვევა - 2 200 000 ლარი;
ბ) დაზღვევა (არა სიცოცხლის) - 2 000 000 ლარი;
გ) გადაზღვევა - 2 200 000 ლარი.
2. მზღვეველის საკუთარი კაპიტალის დაანგარიშება ხორციელდება საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ მზღვეველისათვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების მოთხოვნების შესაბამისად.
3. ლიცენზიის მაძიებელი კომპანია წერილობითი განცხადების წარდგენისას ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან (დაწესებულებებიდან) საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ განსაზღვრული მინიმალური კაპიტალის დამფუძნებლების მიერ ფულადი ფორმით სრულად შევსების თაობაზე.
4. ლიცენზიის მაძიებელ კომპანიას წერილობითი განცხადების წარდგენის მომენტიდან და მზღვეველს სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე უნდა გააჩნდეს ფულადი სახსრები საქართველოში ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში (დაწესებულებებში) გახსნილ ანგარიშებზე მინიმალური კაპიტალის 100%-ის ოდენობით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის შესასრულებლად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში (დაწესებულებებში) გახსნილ ანგარიშებზე განთავსებული ფულადი სახსრები, რომლის მიმართაც გამოყენებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალებები და ღონისძიებები.
6. ლიცენზიის მაძიებელი კომპანია განცხადების წარდგენისას ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან (დაწესებულებებიდან) ამ წესით განსაზღვრული მინიმალური ფულადი სახსრების საბანკო ანგარიშზე (ანგარიშებზე) განთავსების თაობაზე.
7. მზღვეველი ვალდებულია, საანგარიშო წლის ყოველი თვის დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 20 რიცხვისა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს წარუდგინოს საქართველოში ლიცენზირებული იმ საბანკო დაწესებულების (დაწესებულებების) მიერ გაცემული ცნობა, სადაც გახსნილი აქვს ანგარიში (ანგარიშები). ცნობა წარმოდგენილი უნდა იქნეს საბანკო დაწესებულების ბლანკზე და მიეთითოს საანგარიშო თვის განმავლობაში ანგარიშებზე არსებული ნაშთების ოდენობა, ამ წესის დანართი N1-ის მიხედვით.
|
საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
№04
2015 წლის 20 აპრილი ქ. თბილისისსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიოსებ გოგოლაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.12.2017.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 20.04.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №04. სარეგისტრაციო კოდი — 290160000.60.072.016012.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 25.12.2017-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.12.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება „საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“, №04, 20.04.2015, სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2816042/